SEC-მა „ბაინენსს“ და მის შეფს სასამართლოში უჩივლა

Home » ბლოგი » SEC-მა „ბაინენსს“ და მის შეფს სასამართლოში უჩივლა
07/06/2023
SEC-მა „ბაინენსს“ და მის შეფს სასამართლოში უჩივლა

შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების და სავალუტო გაცვლების
კომისიამ (SEC), მსოფლიოში უდიდესი კრიპტო სავაჭრო პლატფორმა „ბაინენსის“
და მისი შეფის, ჩანპენ ჟაოს წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
კომისია ირწმუნება, რომ მისი სარჩელის საფუძველს, „ბაინენსის“ მიერ, ფასიანი
ქაღალდებით ვაჭრობის წესების დარღვევა წარმოადგენს.
ამ ინფორმაციის გავრცელებას, კრიპტო ბაზარზე ფასების ვარდნა მოჰყვა.
კომისიის განსაზღვრებით, „ბაინენსის“ ტოკენი BNB, ასევე ამავე პლატფორმის
სტეიბლკოინი BUSD, რომლის გამოშვებაც აშშ-ში აკრძალულია, ფასიანი
ქაღალდებია.
გარდა ამისა, რეგულატორმა ასევე ფასიან ქაღალდებად აღიარა ისეთი მონეტები,
როგორებიცაა სოლანა (SOL), კარდანო (ADA), პოლიგონი (MATIC), ფაილკოინი
(FIL), კოსმოსი (ATOM), სანდბოქსი (SAND), დეცენტრალენდი (MANA),
ალგორანდი (ALGO), აქსი ინფინიტი (AXS) და COTI.
ყველაფრის მიუხედავად, ჟაო ამბობს, რომ მისი კომპანია ჩვეულ რეჟიმში
მუშაობას აგრძელებს და მას შემდეგ, რაც მისი იურისტების გუნდი ოფიციალურ
საბუთებს შეისწავლის, ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.
ცნობისათვის, მარტში შეერთებული შტატების სასაქონლო ფიუჩერსებით
ვაჭრობის კომისიამ (CFTC), „ბაინენსის“ და მისი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ
სარჩელი აღძრა. კომისიია მიზანი, პლატფორმის ამერიკული ბაზრიდან განდევნა
იყო, რადგან მისი აზრით, პლატფორმა სავაჭრო მანიპულაციებში არის გარეული.
და შესაბამისად, მისი მუშაობა უკანონოა.
CFTC თავის სარჩელში ირწმუნება, რომ პლატფორმა ამერიკის მოქალაქეებს
სპეციალურად, ლიცენზიის გარეშე აძლევდა კრიპტო ვალუტებით ვაჭრობის
საშუალებას, რაც აშშ-ის კანონების უხეში დარღვევაა.
უფრო მეტიც, CFTC აცხადებს რომ „ბაინენსი“ ფულის გათეთრების კანონის
გვერდის ავლით, მსხვილ ამერიკელ კლიენტებს, სხვადასხვა პროცედურისთვის
გვერდის ავლის საშუალებას აძლევდა. უფრო მეტიც, საკუთარი ინტერესების
გათვალისწინებით, პლატფორმა სასურველ კლიენტებს VPN-ით სარგებლობის
შესაძლებლობასაც აძლევდა.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved