SEC-ის და გენსლერის თემის მიმ-ქოინებზე ბუმი დაიწყო

Home » ბლოგი » SEC-ის და გენსლერის თემის მიმ-ქოინებზე ბუმი დაიწყო
08/06/2023
SEC-ის და გენსლერის თემის მიმ-ქოინებზე ბუმი დაიწყო

მას შემდეგ, რაც ფასიანი ქაღალდების და სავალუტო გაცვლების კომისიამ (SEC),
კრიპტო სავაჭრო პლატფორმების (კოინბეიზი და ბაინენსი) წინააღმდეგ,
სასამართლოში სარჩელები შეიტანა, კომისიისა და მისი შეფის, გერი გენსლერის
გამოსახულებიანი მიმ-ქოინების ფასებმა მკვეთრი ზრდა დაიწყო.
ერთ-ერთი ასეთია ტოკენი სახელად „გუდ გენსლერ“ (GENSLR), რომელიც
სასამართლოში სარჩელის აღძვრიდან რამდენიმე საათში, 260 პროცენტით
გაიზარდა. გუდ გენსლერის ამჟამინდელი საბაზრო კაპიტალიზაცია მხოლოდ 3.2
მილიონი დოლარია. ზრდის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, კაპიტალიზაცია 1.25
მილიონი დოლარი იყო.
გუდ გენსლერი 19 აპრილს, მიმ-ქოინ „პეპეს“(PEPE) გამოსვლიდან დაახლებით
ხუთ დღეში შეიქმნა. ამავე თემაზე შექმნილი კიდევ ერთი მიმ-ქოინია „ფაქ გერი
გენსლერ“ (Fuck Gary Gensler (FKGARY), რომლის ფასი, ბოლო 48 საათში, 530
პროცენტით არის გაზრდილი.
მიმ-ქოინების ენთუზიასტები, მხოლოდ ამ ორი მიმის შექმნით არ
შემოიფარგლნენ. მათს კიდევ ერთ ნამუშევარს ჰქვია „SEC“, რომელიც ასე
(საკმაოდ უწმაწურად) იშიფრება – “Stupid Egotistical Cock suckers”. ეს ტოკენი 5
ივნისს შეიქმნა და ერთ დღეში, მისი ფასი 15 530 პროცენტით გაიზარდა.
თუმცა მალევე კლება დაიწყო.
მაისში მიმ-ქოინების ბუმი დაიწყო, რაც მეტწილად, რისკის მოყვარული
ტრეიდერების დამსახურებაა. ისინი ჰიპერ-სპეკულატიურ აქტივებზე მუშაობენ
და რა თქმა უნდა, ძლიერ რისკავენ. თუმცა იმავდროულად, დიდ მოგებაზე
ნადირობენ. სხვათა შორის, ასეთი მიმ-ქოინების ფასები მალევე ფსკერისკენ
დაეშვა, რაც საქმეში ჩაუხედავი ტრეიდერებისთვის, ზარალის მომტანია.
ასეთ მიმ ტოკენებს შორისაა პეპე (PEPE) და ტურბო (TURBO), რომლების ფასებიც, მათი
რეკორდული მაჩვენებლებიდან, შესაბამისად, 73 და 95 პროცენტით არის
დაცემული.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved