„ბაინენსი“ ევროთი უზრუნველმყოფ პარტნიორს კარგავს
კოინდესკის ინფორმაციით, კრიპტო სავაჭრო პლატფორმა „ბაინენსის“ პარტნიორი კომპანია „პეისეიფ პეიმენტ სოლუშენზი“, სექტემბრიდან პლატფორმის ევროთი უზრუნველყოფას შეწყვეტს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ „ბაინენსი“ ევროს გარეშე დარჩება. კომპანია აცხადებს, რომ ევროს ახალ პროვადერს აირჩევს. დრო, რომელიც „პეისეიფთან“ თანამშრომლობის შეწყვეტამდე რჩება, საკმარისია იმისთვის, რომ „ბაინენსმა“ ახალი პროვაიდერი შეარჩიოს.
ბიტკოინი 400 ათას დოლარად?
პოპულარული კრიპტო ანალიტიკოსი ვილი ვუ ამბობს, რომ საბანკო გიგანტების და მსხვილი ფონდების მიერ, საკუთარი სახსრების თუნდაც მცირე ნაწილის ბიტკოინში განთავსების შემთხვევაში, მსოფლიოს უდიდესი კრიპტო ვალუტის ფასმა შეიძლება 400 ათას დოლარს მიაღწიოს.
ცნობილია, რომ ისეთი გიგანტები, როგორებიცაა „JP მორგანი“, „ფაიდელიტი“, „გოლდმენ საქსი“, „BNY მელონი“ და „ბენკ ოფ ამერიკა“, მზად არიან, მათ ხელთ არსებული აქტივების დაახლოებით 5 პროცენტამდე, კრიპტო ვალუტებში, კონკრეტულად კი ბიტკოინში განთავსონ. ვუს თქმით, ამ შემთხვევაში, ბიტკოინს მკვეთრი ზრდა ელის.
ის ასევე განასხვავებს ამ პროცესის ორ ვარიანტს: თუ მსხვილი ინსტიტუციები ბიტკოინის შესყიდვას დაღმავალი (დათვური) ციკლის დროს დაიწყებენ, ბიტკოინის ფასი 130 ათასს მიაღწევს. თუ ეს აღმავალი (ხარული) ციკლის დრო მოხდა, ბიტკოინს 400 ათას დოლარამდე გაძვირების შანსი ექნება.
FTX-ის ტოკენი 33%-ით გაძვირდა
მას შემდეგ, რაც „უოლ სტრიტ ჯორნელმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაკოტრებული კრიპტო პლატფორმა FTX-ის ინვესტორები, მის აღდგენას აპირებენ, პლატფორმის კუთვნილ ტოკენ FTT-ს ფასი 33 პროცენტით გაიზარდა. ამერიკული პლატფორმის გაკოტრების მიუხედავად, FTT ბაზარზე დარჩა და „უოლ სტრიტ ჯორნელის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, მისმა ფასმა თითქმის 2.0 დოლარს მიაღწია.