პიტერ შიფი: ბიტკოინი გადახდის საშუალება ვერ გახდა

Home » ბიტკოინი » პიტერ შიფი: ბიტკოინი გადახდის საშუალება ვერ გახდა
06/07/2023
პიტერ შიფი: ბიტკოინი გადახდის საშუალება ვერ გახდა

ცნობილი ბროკერი და ფინანსური ბაზრის მიმომხილველი პიტერ შიფი ამბობს,
რომ ბიტკოინის ელექტრონული გადახდების საშუალებად გამოყენება, ამ
კრიპტო ვალუტის შემქმნელების აუხდენელ ოცნებად რჩება. ის ამბობს, რომ ამ
ოცნების ასასრულებლად, ბიტკოინს ბევრი გზა აქვს გასავლელი. უფრო მეტიც, ის
თვლის, რომ ეს არასდროს მოხდება და ადრე თუ გვიან, პირველი კრიპტო
ვალუტა გაქრება.
„მართალი ვიყავი, როცა გადავწყვიტე, რომ ბიტკოინში ინვესტირებაზე უარი
მეთქვა. მაშინვე ვფიქრობდი, რომ ბიტკოინი გადახდის საშუალება ვერ
გახდებოდა. და როგორც გაირკვა, მართალი ვიყავი. ბიტკოინი აქამდე ვერ
ასრულებს ფულის როლს“, – ამბობს შიფი.
იმავდროულად, ინვესტორი აღიარებს, რომ ბიტკოინის ბუშტის შეფასებაში
შეცდა. ის ამბობა, რომ ათასობით ადამიანმა, BTC-ში ინვესტირება გარისკა და
საერთო ჯამში, მათ მილიარდობით დოლარი იხეირეს. შიფი დარწმუნებულია,
რომ ამ ინვესტორთა დიდი ნაწილი ბიტკოინს, როგორც სრულფასოვან ვალუტას,
არ აღიარებს. შიფი ამბობს, რომ ამ ინვესტორებმა ფსონი იმაზე გააკეთეს, რომ
ბუმის პირობებში, ბევრი სულელი, ბიტკოინს შეიძენდა.
„მეც შემეძლო, სოლიდური თანხა გამეღო ბიტკოინის შესაძენად და ამით
მილიარდებს ვიშოვნიდი“, – ამბობს შიფი, ვინც ოქროში ინვესტირების მომხრეა
(მას ოქროს ხოჭოსაც კი უწოდებენ) და ბიტკოინს მუდმივად აკრიტიკებს.
შიფი დარწმუნებულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინმა ძლიერი
დაღმავალი ტრენდი (რომლის დროსაც, მაქსიმუმიდან 75 პროცენტით დაეცა)
გადაიტანა, შემდეგი ვარდნა მას განადგურებამდე მიიყვანს.
„პიკი, რომელსაც ბიტკოინმა 2021 წელს მიღწია, უკიდურესად მაღალი ფასია,
რომელსაც ვეღარ გაიმეორებს. ამჟამად მასიური მწვერვალის ფორმირება ხდება,
რომელსაც ფსკერი უნდა მოჰყვეს და ბიტკოინის ბუშტი აფეთქდება“, – ამბობს
ინვესტორი. ის დარწმუნებულია, რომ ზრდის ამჟამინდელი პროცესი სწრაფად
დასრულდება.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved