მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე თვეა, რიპლის (XRP) ვიწრო დიაპაზონში მოძრაობს, ანალიტიკოსები თვლიან, რომ მალე ყველაფერი შეიცვლება, რადგან შევიწროების/შეკუმშვის ფაზას, ყოველთვის მოჰყვება ხოლმე ძლიერი მოძრაობა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეკუმშვის ფაზისას, სიმეტრიული სამკუთხედი იქმნება, რომელსაც ორი ტრენდული ხაზი ქმნის.
ამ ორი ხაზიდან, უფრო გრძელი და შესაბამისად, უფრო ხანგრძლივი/ძლიერი, მხარდაჭერის დონის როლშია, უფრო მოკლე კი – წინააღმდეგობის. მათი გადაკვეთა სიმეტრიულ სამკუთხედს ქმნის, რომლის დასრულებასაც, გარღვევა უნდა მოჰყვეს. ამჟამად XRP-ს ფასი 0.47-ის ფარგლებშია, რაც ნიშნავს, რომ ის აღნიშნული სამკუთხედის შუაში იმყოფება. შესაბამისად, გარღვევამდე დრო არის.
გარდა ამისა, გარღვევის მოლოდინს ის გარემოებაც ზრდის, რომ XRP-ით ვაჭრობის მოცულობა თანდათან იკლებს. ესეც მოსალოდნელი გარღვევის წინაპირობაა.
ჩვენს მუდმივ მკითხველს ემსახსოვრება, რომ მსგავსი სიტუაცია, ბიტკოინის ფასთან დაკავშირებითაც იქმნება. ოღონდ, განსხვავება ისაა, რომ ბიტკოინის შემთხვევაში, ფასი ბოლინჯერის ზოლებს შორის არის მოქცეული და იქაც ვაჭრობის მოცულობა იკლებს. ვაჭრობის მოცულობის კლება იმის ნიშანია, რომ ტრეიდერთა ინტერესი კონკრეტული ინსტრუმენტისადმი იკლებს, რასაც აუცილებლად გარღვევა უნდა მოჰყვეს. ოღონდ, რომელი მიმართულებით, ამის განსაზღვრა ამ ინდიკატორით შეუძლებელია.
საინტერესოა, რომ ნეიტრალურ ზონაშია მნიშვნელოვანი ინდიკატორი – შედარებითი სიძლიერის ინდექსი (RSI), 50-ის მახლობლადაა და ამიტომ, მომავალი გარღვევის მიმართულებას არ გვიჩვენებს. ეს იმის მანიშნებელია, რომ ბაზარი ძლიერ ფუნდამენტურ ინფორმაციას ელის, რომელიც გარღვევის მიმართულებას განსაზღვრავს.
და კიდევ, XRP-ს ფასი 50 და 200-დღიან ექსპონენციალურ მოძრავ საშუალოებს (EMA) შორის იმყოფება. ესეც იმის ნიშანია, რომ მიმდინარეობს შეკუმშვა, რომელსაც გარღვევა უნდა მოჰყვეს. როგორც წესი, 50-დღიანი საშალო მიმდინარე (მოკლევადიან) ტრენდს გვიჩვენებს, 200-იანი კი – გრძელვადიანს.