რობერტ კენედი უმცროსი პრეზიდენტობის შემთხვევაში, დოლარს ბიტკოინით გაამაგრებს

Home » Bitcoin » რობერტ კენედი უმცროსი პრეზიდენტობის შემთხვევაში, დოლარს ბიტკოინით გაამაგრებს
19/07/2023
რობერტ კენედი უმცროსი პრეზიდენტობის შემთხვევაში, დოლარს ბიტკოინით გაამაგრებს

რობერტ კენედი უმცროსი, ვინც შეერთებული შტატების პრეზიდენტობისთვის კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებს, ამბობს, რომ დოლარს მხარდაჭერა არამხოლოდ ისეთი მყარი აქტივებით სჭირდება, როგორებიც ოქრო, პლატინა და ვერცხლია, არამედ პირველი კრიპტო ვალუტითაც. მისი აზრით, ბიტკოინის მეშვეობით, ამერიკის ეკონომიკის აღდგენა და სტაბილიზაცია იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, პოლიტიკოსი განმარტავს, რომ ეს უცბად არ მოხდება და ეტაპობრივად განხორციელდება. ამასთან, დოლარის მხარდაჭერისთვის საჭირო თანხის მოცულობა, ცვალებადი იქნება. უმცროსი კენედი ამბობს, რომ ამის დაწყება, თუნდაც მცირედით შეიძლება. მაგალითად, სახაზინო ვალდებულებათა მხოლოდ 1 პროცენტით.

„დოლარის და შეერთებული შტატების სახაზინო ვალდებულებების მყარი აქტივებით უზრუნველყოფა, სახელმწიფო ვალუტის გამყარებას განაპირობებს, აღკვეთავს ინფლაციას და ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის ახალი ეპოქის დაწყებას და ეკონომიკის აყვავებას შეუწყობს ხელს“, – ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატი.

უმცროსი რობერტ კენედი ამბობს, რომ ბიტკოინის ამერიკულ დოლარში გადაცვლის ოპერაციებზე, კაპიტალის მატებაზე გადასახადი არ გავრცელდება. ეს კი კრიპტო ვალუტების ბიზნესში ინვესტიციების სტიმულირებას გამოიწვევს. ამის საფუძველს ინვესტორებს რბილი კანონები მისცემს და ისინი საკუთარ კაპიტალს ისეთ ქვეყნებშიც კი ნაკლებად გაიტანენ, რომლებიც კრიპტო სფეროსადმი უფრო მეტად ლოიალურებია, მათ შორის, სინგაპურსა და შვეიცარიაში.

უმცროსმა კენედიმ მაისში განაცხადა, რომ საპრეზიდენტო კამპანიისას, შემოწირულობებს ბიტკოინითაც მიიღებს. უფრო მეტიც, ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ის 250 000 დოლარის ღირებულების ბიტკოინები აქვს. არადა, ადრე ნათქვამი აქვს, პირადად კრიპტო ვალუტებს არ ფლობდა.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved