Coinbase-მა ამერიკული ინსტიტუციური კლიენტებისთვის ახალი სესხის სერვისი შექმნა. სავარაუდოდ, პლატფორმა ბაზარზე Genesis-ისა და BlockFi-სგან დატოვებულ სიცარიელეს ამოავსებს. Coinbase-ის ახალი სერვისის შესახებ SEC-ისთვის შევსებული განაცხადით გახდა ცნობილი, რომელიც იუწყება, რომ ამ პლატფორმისთვის კომპნიამ უკვე მოაგროვა 57 მილიონი ამერიკული დოლარი.
სერვისი ასე მუშაობს: მომხმარებლებს შეუძლიათ ასესხონ ფული (ძირითადად კრიპტო აქტივების სახით) Coinbase-ს და მიიღონ გასესხებულზე გაცილებით მეტი სარგებელი. შედეგად, Coinbase-ს შეუძლია ინსტიტუციურ მოვაჭრეებს გამყარებული სესხი მისცეს, ზუსტად ისე, როგორც ამას ტრადიციული ბანკი აკეთებს.
Genesis და BlockFi იგივენაირ სერვისს სთავაზობდნენ ამერიკელ მომხმარებლებს, თუმცა შარშან ორივე მთლიანად ან ნაწილობრივ გაკოტრდა.
Შეთავაზებული სერვისი, Coinbase-ის 2021 წელს შემუშავებული სესხის პროგრამისგან განსხვავდება. 2021 წლის ვერსიით, სერვისით სარგებლობა ინდივიდებსაც შეეძლოთ, რასაც SEC-მა არ დაუშვა. ახლა, Coinbase მხოლოდ ინსტიტუციურ მომხმარებლებს სთავაზობს, იმ იმედით, რომ მსხვილ ინვესტორებს დიდი გამოცდილება აქვთ და უკეთ იციან რას აკეთებენ.