სემ ბენკმენ-ფრიდი კვლავ საპატიმროში რჩება

Home » სიახლეები » სემ ბენკმენ-ფრიდი კვლავ საპატიმროში რჩება
08/09/2023
სემ ბენკმენ-ფრიდი კვლავ საპატიმროში რჩება

კომპანია FTX-ის ყოფილი CEO-ს, სემ ბენკენ-ფრიდის ადვოკატების მოთხოვნა მისი გათავისუფლების შესახებ, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სამართლებრივმა გუნდმა ბრალდებულის დაუყოვნებლივ, დროებითი გათავისუფლება იმ მიზეზით მოითხოვა, რომ სემს მიეცეს საშუალება საფუძვლიანად მოემზადოს ჩანიშნული სასამართლო პროცესისთვის. მათი მტკიცებით, ბენკმენ-ფრიდს ინტერნეტთან ნორმალური წვდომაც კი არ აქვს. (აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, ადვოკატებმა გაავრცლეს ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ სემი ვეგანია და იძულებულია ძირითადად პურზე და წყალზე იარსებოს)

იმის შესახებ, რომ სემ ბენკმენ-ფრიდი (იგივე SBF) ბრუკლინის მეტროპოლიტენის დაკავების ცენტრში დარჩება, სასამართლოს მდივანმა, კეტრინ ო’ჰეგენმა 6 სექტემბერს განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში, ბაჰამის კუნძულებიდან აშშ-ში ბენკმენ-ფრიდის ექსტრადაციამ მნიშვნელოვნად შეარყია კრიპტო-სამყარო. 250 მილიონი დოლარის გადახდის სანაცვლოდ, SBF შინა პატიმრობაში კალიფორნიაში, მშობლების სახლში იმყოფებოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მოწმის, კეროლინ ელისონის დაშინება დაბრალდა, კვლავ საპატიმროშია. კეროლინი Alameda Research-ის ყოფილი CEO-ა და ბენკმენ-ფრიდთან პროფესიულთან ერთად პირადი ურთიერთობაც აკავშირებდა.

ბენკმენ-ფრიდის სასამართლო პროცესი 3 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved