ორშაბათს ბიტკოინის ფასი უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა და $25 000-ს ჩამოსცდა. უკვე რამდენიმე საათია, რაც ფასი დარეგულირდა და ისევ $26 000-ის მიდამოებშია. ხანმოკლე squeeze-ი ბეარ მარკეტისთვის დამახასიათებელმა ნეგატიურმა პროგნოზებმა გამოიწვია. როგორც ჩანს, ინვესტორების თავდაჯერებულობას ისევ FTX-ის აქტივების მოსალოდნელი ლიკვიდირება უშლის ხელს.
Deribit-ის BTC DVOL ინდექსის მაჩვენებელი, რომელიც 30 დღის განმავლობაში ბიტკოინის სავარაუდო მერყეობას ზომავს, უკანასკნელ 4 კვირაში 32-დან 42-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, Velo Data-ს მონაცემებით, ბიტკოინის ფასის მერყეობასთან თანაფარდობა ისევ ნეგატიური გახდა და -0,29 შეადგინა. CoinDesk ირწმუნება, რომ “ერთ-ერთი ანალიტიკოსი” ელის, რომ ფედერალური მკაცრი ფინანსური პოლიტიკა და FTX-ის აქტივების მოსალოდნელი ლიკვიდირება ბიტკოინის ფასს, ახლო მომავალში კიდევ უფრო შეამცირებს. არასასურველ პროგნოზებს ემატება ოთხშაბათს გამოსაქვეყნებელი CPI – რომელიც სავარაუდოდ დაამტკიცებს, რომ ამერიკაში საარსებო მინიმუმი კვლავ გაიზარდა და ინფლაციის სხვა ინდიკატორებსაც გამოკვეთს.
აღსანიშნავია, რომ ე.წ ბეარ მარკეტს თავისი პლიუსებიც აქვს – კრიპტო- მოვაჭრეებს თუ დავუჯერებთ, სწორედ ახლაა კრიპტოვალუტაში ინვესტირების ხელსაყრელი პერიოდი, როგორც ვიცით, ბაზრის კანონებით, ბეარ მარკეტს ბულ მარკეტი მოსდევს.