ყოველშემთხვევაში, ასე ამბობს რუნ კრისტენსენი – MakerDAO-ს თანადამფუძნებელი, რომელსაც Cointelegraph-ის ჟურნალისტი ესაუბრა.
სინგაპურში, Token 2049-ზე, Castle island ventures -ის პრეზენტაციაზე გაჟღერდა, რომ 2 წელიწადში, პროცენტიანი სტაბილური ქოინების წილი, კრიპტო ბაზრის 30%-ს დაიჭერს. კრისტენსენი გამოთქმულ ვარაუდს ეთანხმება, თუმცა ამატებს, რომ ყველაფერი მაინც მაკრო სიტუაციაზეა დამოკიდებული და თუ ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი შენარჩუნდა, მაშინ სტაბილური ქოინების როლი კიდევ უფრო გაიზრდება.
კითხვაზე, თუ როგორ კონკურენციას გაუწევს დეცენტრალიზებული სტაბილური ქოინები ცენტრალიზებულ ალტერნატივას, კრისტენსენი პასუხობს, რომ თუ კრიპტომ საკუთარი პოტენციალის რეალიზება შეძლო, მაშინ დეცენტრალიზებული სტაბილური ქოინები (მაგალითად, DAI) ცალკე ბაზრად ჩამოყალიბდება. მისი თქმით, თუ კრიპტო დარეგულირდება, სტაბილური ქოინები კიდევ უფრო გავრცელდება, მაგრამ ნამდვილი პოტენციალი მაინც დეცენტრალიზებულ სტაბილურ ქოინებშია და საკუთარი აქტივების თამაშად ქცევა, Maker-ის მონაცემებით, განსაკუთრებული უპირატესობაა.