სამხრეთ კორეელები უპირატესობას ალტკოინებს ანიჭებენ

Home » რიპლი » სამხრეთ კორეელები უპირატესობას ალტკოინებს ანიჭებენ
27/10/2023
სამხრეთ კორეელები უპირატესობას ალტკოინებს ანიჭებენ

DeSpread Research-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის გამოქვეყნებით აღმოჩნდა, რომ სამხრეთ კორეა კრიპტოს დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებულად იყენებს. ქვეყანაში კრიპტო ინვესტორების რაოდენობა 6 მილიონამდეა, რაც მოსახლეობის დაახლოებით 10%-ია. განსაკუთრებული კი ისაა, რომ სამხრეთ კორეელებს ბიტკოინსა და ეთერიუმს ალტერნატიული კოინები ურჩევნიათ, ხოლო საერთაშორისოდ აღიარებული ციფრული აქტივების ნაცვლად, ადგილობრივ კრიპტოვალუტაში დებენ ინვესტიციას.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ალტკოინების კორეულ აფეთქებაში წვლილი რიპლთან დაკავშირებულმა გადაწყვეტილებამაც შეიტანა. Upbit-ზე (კრიპტო გადაცვლის კორეული პლატფორმა, რომელიც ქვეყანაში ყველაზე პოპულარულია), კარგად ჩანს ადგილობრივი ინვესტირების სტრატეგიები, როგორც ჩანს, კორეელი ინვესტორი მაღალი მოგების სანაცვლოდ, მაღალ რისკებზეა წამსვლელი. დანარჩენ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კოინების, BTC, ETH და Polygon-ის მოცულობა Upbit-ზე გასაოცრად დაბალია. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ კორეელები ტრანზაქციების დიდ ნაწილს, დაბალი ფასის გამო, TRON-ის ქსელს იყენებენ.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved