5 კვირიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, ნიუ-იორკელმა ნაფიცმა მსაჯულებმა დაასკვნეს, რომ FTX-ის დამაარსებელი დამნაშავეა. თუ ამ გრძელ პროცესს თვალს ადევნებდით, შედეგი არ გაგიკვირდებოდათ – ბენკმენ-ფრიდის პასუხები ნამდვილად არ ჟღერდა დამაჯერებლად.
შვიდივე ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სამხრეთ ნიუ-იორკის პროკურორმა, დემიენ უილიამსმა განაცხადა: “სემ ბენკმენ-ფრიდმა ჩაიდინა ყველზე დიდი თაღლითობა ამერიკის ისტორიაში, მსგავსი დანაშაული და კორუფცია უძველესი პრაქტიკაა და ჩვენ ამას არ მოვითმენთ”. გარდა ამისა, უილიამსმა მიანიშნა, რომ ბენკმენ ფრიდის საქმე მაგალითი უნდა იყოს, რადგან “ბორკილები ყველა თაღლითსთვის მოიძებნება”
სასჯელი გამოცხადების დღედ წინაწარ ჩაინიშნა 2024 წლის მარტი. ამერიკული კანონმდებლობის თანახმად, სემ ბენკმენ-ფრიდმა შესაძლოა ათეულობით წელი გაატაროს ციხეში – თეორიულად, მაქსიმუმ 115 წელი.