JPMorgan-ის პროგნოზები ETF-თან დაკავშირებით

Home » ბლოგი » მიმოხილვა » JPMorgan-ის პროგნოზები ETF-თან დაკავშირებით
14/11/2023
JPMorgan-ის პროგნოზები ETF-თან დაკავშირებით

გასულ კვირას JPMorgan-ის ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც ციფრული აქტივების გასული თვის ძლიერი ზრდა არის ასახული. მიუხედავად ამისა, JPMorgan-ის ანგარიში ასკვნის, რომ კრიპტოაქტივების ფასის ამაზე მეტად ზრდის მიზეზი არ არსებობს. ბანკის დაკვირვებით, Bull განწყობას ორი მთავარი ფაქტორი განაპირობებს. “spot ETF-ის მიღება დაეხმარება კრიპტო ბაზრებს ახალი კაპიტალის მოზიდვაში,” და ასევე ” ETF მიღება კრიპტოს გამარჯვებას გაამყარებს, SEC-ს კი უკან დაახევინებს, შესაბამისად, SEC-ის პოლიტიკა კრიპტოსთან მიმართებაში შერბილდება” – წერს ნიკოლაოს პინიგირცოგლუ.

თუმცა, ბანკი ამ არგუმენტებს სკეპტიკურად უყურებს. მათი პროგნოზით, ახალი კაპიტალის შედინების ნაცვლად, კრიპტოში უბრალოდ არსებული კაპიტალი გადანაწილდება უკვე არსებული ბიტკოინ პროდუქტებიდან (Grayscale Bitcoin Trust (GBTC), ETF ფიუჩერსი, დალისტული მაინინგ კომპანიები) spot ETF-ზე. JPMorgan არგუმენტად ევროპასა და კანადას იშველიებს, სადაც უკვე არსებობს spot ETF-ის მსგავსი პროდუქტი, თუმცა განსაკუთრებული ინტერესის საგანი ის არ გამხდარა.

ბანკი არც იმაშია დარწმუნებული, რომ SEC ხისტ პოლიტიკაზე უარს იტყვის, რადგან Ripple-ისა და Grayscale-ის სასამართლო პროცესების შედეგების მიუხედავად, SEC იგივენაირად უყურებს კრიპტოს, რადგან სფერო თითქმის დაურეგულირებელია. მითუმეტეს, რომ FTX-ის საქმე ჯერ კიდევ რელევანტურია და ყველას კარგად ახსოვს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved