Mycoins.ge 2018 წლიდან ერთგულად ემსახურება ქართველ კრიპტომომხმარებელს, ეხმარება ოპერაციების მარტივად ჩატარებასა და ციფრული აქტივის ეფექტურად მართვაში. უკვე 5 წელია, რაც ინოვაციებითა და გამოწვევებით სავსე ბაზარზე სტაბილური კრიპტოსივრცე შევქმენით და საიმედო პარტნიორის რეპუტაციაც დავიმსახურეთ.
ჩვენს მიღწევებს ადასტურებს (და ძალიან გვახარებს) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ლიცენზიის მოპოვება. “ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი” ქვეყანაში 2023 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა. წესი საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებითაა შედგენილი და ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებსა და სახელმძღვანელოსთან შესაბამისობაშია. ამ რეგულაციით გათვალისწინებული მოთხოვნები Mycoins.ge-მ დააკმაყოფილა, ეროვნულ ბანკს წარუდგინა და ლიცენზიით განპირობებული ვალდებულებებიც აიღო.
პირველი ლიცენზირებული (VASP) კომპანია ვართ, რაც Mycoins.ge -ს სანდოობისა და სტაბილურობის მაღალ ხარისხს უსვამს ხაზს. ეს აღიარება გვანიჭებს უდიდეს პასუხისმგებლობას ციფრული აქტივების სფეროს განვითარებაში და გვაძლევს უწყვეტი განვითარების მოტივაციას.