ინვესტორმა, რომლის ვინაობაც უცნობია, Blackrock-ს ე.წ seed capital მისცა 100 000$-ის ოდენობით. გავრცელებული ინფორმაციით, ინვესტორთან შეთანხმებას 27 ოქტომბერს მიაღწიეს. ამის შესახებ Blackrock-ის SEC-ისთვის შევსებულ კიდევ ერთ, ახალ განცხადებაში ვკითხულობთ.
Seed Capital-ი ის პირველი ინვესტიციაა, რომელიც ETF-ს აძლევს შესაძლებლობას შექმნას ETF-ის შემადგენელი ცალკეული ნაწილები, რათა აქციები მომხმარებლამდე მივიდეს და მისით ვაჭრობა ღია ბაზარზე გახდეს შესაძლებელი.