BlackRock-ის ბიტკოინის ETF უოლ სტრიტის ბანკებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი

Home » სიახლეები » BlackRock-ის ბიტკოინის ETF უოლ სტრიტის ბანკებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი
13/12/2023
BlackRock-ის ბიტკოინის ETF უოლ სტრიტის ბანკებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი

BlackRock-ის წარდგენილი spot ETF პროდუქტში სტრუქტურული ცვლილება შევიდა, რომლის წყალობითაც, “ავტორიზებულ მონაწილეებს” (AP) საშუალება ექნებათ კრიპტოვალუტის გარდა ნაღდი ფულითაც შექმნან ახალი აქციები. რადგან ბანკებს ეკრძალებათ პირდაპირ კრიპტოს ფლობა, ეს ცვლილება პირველ რიგში მათ აძლევს ახალ შესაძლებლობებს.

Wall Street-ის ბანკებს შეეძლებათ გადამწყვეტი როლი ითამაშონ ETF ეკოსისტემაში. ჭარბი რეგულაციების მიუხედავად, BlackRock-ის ცვლილება ისეთ უმდიდრეს ბანკებს უხსნის მისი პროდუქტისკენ გზას, როგორებიცაა JPMorgan და Goldman Sachs. მეორე მხრივ, საინტერესოა ექნებათ თუ არა მხსვილ ბანკებს spot ETF-თან დაკავშირების სურვილი. თუმცა, ETF დამტკიცების შესაძლებლობა მსგავსი ცვლილებით კიდევ უფრო იზრდება.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved