2024-ის პირველივე დღეებში ბიტკოინმა 7%-იანი ზრდა აჩვენა და წარმატებული წელი დაიბედა. შედეგად, რამდენიმე საათით, ყველაზე დიდი კაპიტალიზაციის მქონე ქოინის ფასმა $46,000-ს გადააჭარბა – ეს კი 2022 წლის აპრილის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ფასის ზრდას კვლავ ETF პროდუქტის გამოსვლასთან დაკავშირებული სპლეკულაციები იწვევს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ SEC-ს სწორედ ამ კვირაში უნდა მიეცა შეტანილ განაცხადებზე თანხმობა. Reuters-ის ცნობის მიხედვით, SEC-ი კომპანიებისთვის პასუხების შეტყობინებას სამშაბათიდანვე დაიწყებდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინმა ახლა უკვე პატარა კორექცია განიცადა, ცალსახაა, რომ ETF პროდუქტი ციფრული აქტივისთვის გარდამტეხი იქნება.