ეთერის ETF შესაძლოა მაისში დამტკიცდეს – Standard Charted

Home » სიახლეები » ეთერის ETF შესაძლოა მაისში დამტკიცდეს – Standard Charted
31/01/2024
ეთერის ETF შესაძლოა მაისში დამტკიცდეს – Standard Charted

ბრიტანული ბანკი Standard Charted ფიქრობს, რომ SEC ეთერის ETF პროდუქტებზეც იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც ბიტკოინის მსგავს პროდუქტებზე მიიღო. ბანკის პროგნოზით, ეთერის ETF-ს ამ წლის მაისისთვის უნდა ველოდოთ.

თავის ანგარიშში, Standard Charted წინასწარმეტყველებს საბაზრო კაპიტალიზაციით მეორე ადგილოსანი ქოინის, ეთერის ღირებულების გაზრდასაც. მათი პროგნოზით, ეთერის ფასი დაახლოებით 70%-ით გაიზრდება და 4000$-ს მიაღწევს.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი ამჟამად ეთერის ETF-ის არსებობას სკეპტიკურად უყურებს, ბანკი ამბობს, რომ არ არსებობს რეალური მიზეზი იმისა, რომ SEC-მა ეს გადაწყვეტილება არ მიიღოს.

მიუხედავად ბრიტანული ბანკის პროგნოზებისა, თუ ბიტკოინის ETF პროდუქტების დამტკიცების თანმდევ მოვლენებს გავითვალისწინებთ, ეთერის ფასის ამ მიზეზით ზრდა სულაც არ არის გარანტირებული.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved