Bloomberg-ის ანალიტიკოსი, ერიკ ბალქუნასი, ყოფილ ტვიტერზე და აწ უკვე X-ზე, ბიტკოინის ETF პროდუქტების წარმატებებზე წერს. როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, მათი ჩაშვების დღიდან, ბიტკოინის 9 ETF-ით ( იგივე “დიდი ცხრიანით”), ვაჭრობის ყველაზე დიდი მოცულობა 21 თებერვალს დაფიქსირდა. “HODL, BTCW-მა და BITB-იმ საკუთარი რეკორდები მოხსნეს და მათი წყალობით ვაჭრობის მოცულობამ 2 მილიარდ დოლარს მიაღწია. კონტექსტისთვის, 2 მილიარდიანი მაჩვენებელი მათ TOP 10 ETF-სა და TOP 20 აქციაში ახვედრებს. დიდ ციფრებზე ვსაუბრობთ” – განაცხადა ბალქუნასმა.
ბალქუნასის ინფრომაციითვე, VanEck-ის HODL-ს ყველაზე დიდი ზრდა ქონდა – მან 258 მილიონი დოლარის მოცულობას მიაღწია, რაც ბიტკოინის ამ ETF-ის დღიურ საშუალოზე 14-ჯერ მეტია. აღსანიშანვია, რომ აქტივობა არა ერთი დიდი ინვესტორის, არამედ 32 000 დამოუკიდებელი “ტრეიდერის” ქმედებებითაა განპირობებული.
შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის პირველი ETF პროდუქტები იანვარში ჩაეშვა. მას შემდეგ, თავად ბიტკოინის ფასი სხვადასხვა ფაქტორის (მათ შორის ინდექს ფონდის ჩაშვების) გამო სტაბილურად იზრდება.