ცნობილია, რომ ამერიკის 45-ე პრეზიდენტი და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი, აქამდე კრიპტოს არ სწყალობდა. 2019 წლის ცნობილი ტვიტის მიხედვით, ის “კრიპტოს ფანი არ არის”.
თუმცა, ხუთშაბათს, Fox News-ის ეთერში, ჟურნალისტის კითხვაზე თუ რამდენად ლოგიკურია შტატებმა კრიპტო აითვისოს, ტრამპმა აშკარად სხვანაირი განწყობით უპასუხა. “ბიტკოინმა სხვა ცხოვრება დაიწყო”, განაცხადა მან – “ალბათ, რაღაც რეგულაციებია საჭირო. თუმცა, ვხედავ, რომ უფრო და უფრო მეტ ადამიანს აქვს ბიტკოინით გადახდის სურვილი..”
შეგახსენებთ, რომ რეიტინგების მიხედვით, დონალდ ტრამპი საგრძნობლად უსწრებს მის რესპუბლიკელ მეტოქეს – ნიკი ჰეილის. დიდი ალბათობით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი სწორედ ტრამპი იქნება.