კრიპტოში “ბულ” განწყობა გრძელდება

Home » ბიტკოინი » კრიპტოში “ბულ” განწყობა გრძელდება
28/02/2024
კრიპტოში “ბულ” განწყობა გრძელდება

ბიტკოინი გასულ 24 საათში 5%-ით გაიზარდა, შედეგად, პირველი კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაციამ 1.2 ტრილიონს მიაღწია. ბიტკოინის ნახტომისებურ ზრდას კი სამშაბათს ETF პროდუქტების რეკორდული, 3 მილიარდიანი მოცულობის ვაჭრობა უძღოდა წინ. თუმცა, კრიპტო-ენთუზიასტების ნაწილი ფასის ზრდას მოახლოებულ ჰალვინგს უკავშირებს.

აღსანიშნავია, რომ ალტკოინებმა – ეთერმა (ETH), სოლანამ (SOL) და რიპლმა (XRP), ბიტკოინის მსგავსად, ზრდა აჩვენეს, თუმცა ნაკლებად ძლიერი – თითოეული მათგანი გასულ 24 საათში დაახლეობით 3%-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ჰალვინგი აპრილში მოხდება. ჰალვინგამდე ბაზრის Bull განწყობაზე გადმოსვლა კი BTC-ის 4 წლიანი ციკლის კანონზომიერებად ჩამოყალიბდა.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved