მგონი ის დროა კრიპტოვალუტების კორექციას დავარქვათ ის, რაც არ გვინდა – Bear მარკეტი. ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის კრიპტოვალუტა – ბიტკოინი, 60 000 $-ის მაჩვენებელს ჩასცდა. რაც სავარაუდოდ, ჰონგკონგის ბაზარზე ETF პროდუქტების სუსტ დებიუტსა და საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებულ ჭოჭმანს უკავშირდება.
ბიტკოინი ახლა შუა მარტის all time high მაჩვენებელზე, 73 000$-ზე 20%-ით უფრო იაფია. 7 თვიანი აღმავლობა დასასრულს რომ უახლოვდება, ამას მოწმობს ისიც, რომ მსგავსი თვიური ვარდნა 2022 წლის ნოემბრის შემდეგ არ მომხდარა. 2022 წლის ნოემბერში კი მოგეხსენებათ, FTX გაკოტრდა. აპრილში BTC 16%-ით დაუფასურდა. აღსანიშნავია, რომ ალტკოინებისთვის ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. TradingView-ს მონაცემების მიხედვით, საერთო ჯამში, კრიპტო ბაზარმა კაპიტალიზაციის ღირებულების 18% დაკარგა, რაც 2022 წლის ივნისის შემდეგ, ყველაზე ცუდი სტატისტიკაა.
ჯონ გლოვერი, Ledn-ის მთავარი ინვესტირების ოფიცერი ამბობს, რომ ბიტკოინის ლიკვიდირების გაგრძელებას ელის, “…50 000$-ის დიაპაზონში, რაც მისი ყიდვის შესახლებლობის ფანჯარას კიდევ ერთხელ გახსნის. K33-ის კვლევა კი აჩვენებს, რომ კრიპტოვალუტებისადმი ინტერესი ზაფხულობით ისედაც დაბალია.