Dogecoin, იგივე დოჯი Bull განწყობაზეა. ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მქონე მიმ ქოინი “ოქროს გადაკვეთისკენ” მიიწევს. ოქროს გადაკვეთა ტექნიკური ანალიზის ერთ-ერთი მაჩვენებელია, რომლის დროსაც მოკლე ვადაში მოძრაობის საშუალო კვეთს მის მაღლა განთავსებულ გრძელვადიანი მოძრაობის საშუალოს. “ოქროს გადაკვეთა” აქტივის Bull მოძრაობაზე მიუთითებს.
ზოგადად, 22 მილიარდი დოლარის კაპიტალიზაციის მქონე Dogecoin-ს ფანტასტიური წელი აქვს – ფასის 70%-იანი ზრდა, რაც ბიტკოინის წლევანდელ მაჩვენებელზე, 50%-ზე გაცილებით მეტია. მოსალოდნელი “ოქროს გადაკვეთა” ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველი იქნება. ბოლოს, Dogecoin-ის მსგავსი მოძრაობა 2021 წლის იანვარში დაფიქსირდა და რეკორდული, 8000%-იანი ზრდა გამოიწვია. ქოინის ფასმა მაშინ 76 ცენტს მიაღწია.