უკანასკნელი 2 თვის განამვლობაში, ბიტკოინისთვის საუკეთესო გუშინდელი დღე აღმოჩნდა. ყველაზე მაღალი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოაქტივი გუშინ 7,5%-ზე მეტით გაიზარდა, დღეს კი მისი 7 დღიანი ზრდის მაჩვენებელი 9,2%-ია (Coingecko).
კრიპტო-ენთუზიასტების აზრით, აქტივის გამყარება და ზოგადად ბაზარზე დადებითი განწყობა აქამდე მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების ტენდენციამ გამოიწვია. როგორც სხვა სარისკო აქტივები, ბიტკოინიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მონეტარული პოლიტიკის ხასიათზე.
მსოფლიოს ცენტრალური ბანკები კი ერთი-მეორეს მიყოლებით ამცირებენ განაკვეთებს. დამაიმედებელი სიგნალებია ამერიკული ინსტიტუციებისგან, რომლებიც ივნისიდან რაოდენობირივი და ლიკვიდურობის ხელსაწყოების გამოყენების შემცირებას აპირებენ. ივნისში, განაკვეთების შემცირებას ელიან ინგლისის ბანკისა (BOE) და ევროპის ცენტრალური ბანკისგანაც (ECB).