ინდექს ფონდში შედინებულმა 880 მილიონმა ბიტკოინის ფასის ზრდა გამოიწვია

Home » ბიტკოინი » ინდექს ფონდში შედინებულმა 880 მილიონმა ბიტკოინის ფასის ზრდა გამოიწვია
05/06/2024
ინდექს ფონდში შედინებულმა 880 მილიონმა ბიტკოინის ფასის ზრდა გამოიწვია

ამერიკის შეერთებულ შტატებში “დალისტული” ბიტკოინის ETF-ებმა (ინდექს ფონდებმა) სამშაბათს, ჯამში 880 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღეს – მათ შორის ყველაზე მეტი Fidelity-მ. ეს მოვლენები ოთხშაბათს ბიტკოინის ფასზე დადებითად აისახა.

აზიური ბაზრის ვაჭრობის საათებში ბიტკოინი 71 000$-იან ნიშნულსაც გადასცდა, რაც 24 საათში 3%-იან ზრდას ნიშნავს.

Fidelity-ის FBTC-იმ, 378 მილიონი დოლარი, BlackRock-ის IBIT-იმ 270 მილიონი დოლარი, Grayscale-ის GBTC -მა კი 28 მილიონი დოლარი მოიზიდა. შეგახსენებთ, რომ Grayscale-ის GBTC ძირითადად საზსრების გადინებითაა ცნობილი. 11 მარტის შემდეგ, ეს ბიტკოინის ETF პროდუქტებისთვის საუკეთესო დღე იყო.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved