ეთერის ETF სავაჭრო მოცულობამ მილიარდ დოლარს მიაღწია

Home » ეთერიუმი » ეთერის ETF სავაჭრო მოცულობამ მილიარდ დოლარს მიაღწია
24/07/2024
ეთერის ETF სავაჭრო მოცულობამ მილიარდ დოლარს მიაღწია

ეთერის ETF პროდუქტები უკვე ხელმისაწვდომია და Bloomberg-ის მონაცემებით, მათი სავაჭრო მოცულობა მილიარდ დოლარს უკვე აღემატება. ამ ვაჭრობის მოცულობიდან, ETF პროდუქტებში შედინებული თანხა 106,78 მილიონი დოლარია. თანხის ყველაზე დიდი გადინება კი, როგორც მოსალოდნელი იყო, Grayscale-ის ETHE-დან მოხდა.

შედარებისთვის, იანვარში, ბიტკოინის ETF პროდუქტების ჩაშვების პირველ დღეს, მათი ვაჭრობის მოცულობამ 4,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რომლიდანაც ETF-ში შესული წმინდა თანხის რაოდენობა 600 მილიონი დოლარი იყო. შესაბამისად, ეთერის ETF პროდუქტებით ვაჭრობის მოცულობის პირველი დღის მონაცემები, ბიტკოინის ETF-ების პირველი დღის შედეგების დაახლოებით 20%-ია.

SoSoValue-ს მონაცემებით, ხელმისაწვდომი ეთერის ETF პროდუქტებიდან, შემოსავლების რაოდენობით ამ დროისთვის 266,5 მილიონი დოლარით BlackRock iShares ETF პროდუქტი, იგივე ETHA ლიდერობს. მას 204 მილიონი დოლარით მოსდევს Bitwise-ის ETHW.

აღსანიშნავია, რომ კრიპტო ბაზარზე დამკვირვებელთა ნაწილი, ეთერის ETF პროდუქტებით ვაჭრობის არაშთამბეჭდავ სტარტს პროგნოზირებდა და ამ შეხედულებას “სტეიკინგ” მექანიზმის არ არსებობით ხსნიდა. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ეთერის ETF პროდუქტებისადმი პოზიტიური მოლოდინებიც არსებობს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved