საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs პოზიციებს ბიტკოინის რამდენიმე ინდექს ფონდში (ETF) ფლობს. მათივე კვარტლური ანგარიშის მიხედვით, ბანკს ხელმისაწვდომი 11 ETF-დან, 7-ში აქვს პოზიციები. ფაქტი მოულოდნელობა აღმოჩნდა, რადგან Goldman Sachs-ის ცნობილი განცხადების თანახმად, “მათ კრიპტოსი არ ჯერათ”.
საინვესტიციო ბანკს ყველაზე დიდი, 238 მილიონი დოლარის ღირებულების ჰოლდინგი აქვს iShares Bitcoin Trust (IBIT) -ში, ხოლო 79,5 მილიონი დოლარი Fidelity-ს FBTC-ში.