Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების გუნდი, კრისტიან მიულერ-გლისმანის მეთაურობით, კერძო სექტორის სიძლიერეს უსვამს ხაზს და ყველაფრის გათვალისწინებით, Bear საბაზრო განწყობებს გამორიცხავს. ანალიტიკოსების აზრით, 1990-იანი წლებიდან, მნიშვნელოვანი ვარდნების სიხშირე შემცირებულია და ეს გამოწვეულია უფრო გრძელი ბიზნეს-ციკლებით, ცენტრალური ბანკების აქტიური ინტერვენციებითა და ნაკლები მაკრო-ეკონომიკური რყევებით.
გარდა ამისა, Goldman Sachs ფედერალებისგან საპროცენტო განაკვეთის შემცირებასა და ამგვარად, ბაზარზე წნეხის შერბილებასაც ელის. მიუხედავად იმისა, რომ წლის ბოლომდე “სტოკებს” შესაძლოა პატარა ჩავარდნები ქონდეს, პროგნოზი მაინც ოპტიმისტურია.
რაც შეეხება კრიპტოს, ანალიტიკოსების პროგნოზით, “სტოკებისგან” განსხვავებით, ის Bear ბაზრის პოტენციალს ამჟღავნებს. CryptoQuant-ის წამყვანი ანალიტიკოსი, ხუან მორენო ამბობს, რომ “ყველა შესაძლო მზომელი Bear ნიშნულებზეა და ბიტკოინის ფასი შემცირებული მოთხოვნის გამო იკლებს”.
ანალიტიკოსების აზრით, კრიპტო ბაზარზე მოკლევადიან, არასახარბიელო გავლენას იქონიებს საპრეზიდენტო დებატებიც, რომელშიც კამალა ჰარისმა პრო-კრიპტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი, დაჯაბნა.