კრიპტო პროგნოზები 2025 წლისთვის

Home » ბლოგი » კრიპტო პროგნოზები 2025 წლისთვის
09/01/2025
კრიპტო პროგნოზები 2025 წლისთვის

2024 წელი კრიპტოსთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა: ბიტკოინი ყველა დროის ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავიდა, spot ETF-ები დამტკიცდა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, პრო-კრიპტო პოლიტიკა პოპულარული გახდა. რახან, 2024 წლისთვის ნაწინასწარმეტყველები MyCoins-ის 3 პროგნოზიდან, 2 გამართლდა, გადავწყვიტეთ, 2025 წლის პროგნოზებიც შემოთავაზოთ. მაშ ასე:

ბიტკოინის ფასი 80 000$-150 000$-ის ფარგლებში იმერყევებს

ბიტკოინის ფასი დიდწილად განსაზღვრავს მთელი კრიპტო ბაზრის განწყობას და მთავარი საპროგნოზო თემაც სწორედ ეს არის. კრიპტო ენთუზიასტებისა და ექსპერტების აზრი ორად იყოფა და ძირითადად ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებებს უკავშირდება – ზოგი ე.წ Trump Dump-ს ელის, ზოგი კი ფიქრობს, რომ ლოიალური პოლიტიკის გატარების შედეგად, აქტივის ფასი კიდევ უფრო აიწევს. CoinShare-ის ჯეიმს ბათერფილი ფიქრობს, რომ გრძელ ვადაში, ბიტკოინის ფასი ოქროს ბაზრის წილის 25%-მდე, ანუ 250 000$-მდე გაიზრდება, თუმცა, ეს წელს არ მოხდება. მისი აზრით, ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მქონე ქოინი 80 000$ იმ შემთხვევაში გახდება, თუ ტრამპის პრო-კრიპტო დაპირებები არ შესრულდება.

AI ბლოკჩეინებს შეცვლის

ხელოვნური ინტელექტის რევოლუცია ბლოკჩეინსაც შეეხება, რაც მათ უფრო სწრაფად ზრდასა და მოქნილად მუშაობას შეუწყობს ხელს. იმისთვის, რომ Web3 ტრადიციული ინტერნეტივით შეუფერხებლად მუშაობდეს, საჭიროა მასშტაბი და ლიკვიდურობა. ახალი Aggregation Layer-ები უზრუნველყოფს ბლოკჩეინების დაკავშირებას, მათ დამოუკიდებლად მუშაობას, თუმცა ლიკვიდურობის გაზიარებას. რაც ე.წ. Internet of Value-ის შემქნაში წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია.

ალტქოინების ETF პროდუქტები

თუ SEC-ის პოლიტიკა ლოიალური გახდება (პრო-კრიპტო პოლ ატკინსის ხელმძღვანელობით, სავარაუდოდ ასეც იქნება), ბიტკოინისა და ETH-ის გარდა, მოსალოდნელია სხვა აქტივის ETF პროდუქტების შემუშავებაც. ამ გადმოსახედიდან, ETF-ის ყველაზე დიდი შანსი სოლანას აქვს, ამ მოთხოვნით აქტივების მენეჯმენტების შეტანილი 5 აპლიკაცია უკვე შეტანილია.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved