გერმანიის ფინანსთა სამინისტრომ ვირტუალური ვალუტა ბიტკოინის გამოყენების – კანონიერ საგადამხდელო საშუალებად აღიარების ნებართვა გასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან ქვეყანაში ვირტუალური ფულის გამოყენება გადასახადებისა და ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებისთვის ნებადართულია.
ბიტკოინის კლასიფიკაცია არ მოხდა, როგორც უცხოური ვალუტა ან ელექტრონული ფული, ფინანსთა მინისტრის განცხადებით ეს იქნება ინსტრუმენტი რომელიც გერმანულ ბანკებს დაემორჩილება.
ბიტკოინი ვირტუალური ვალუტაა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ის საქონლის შესაძენად ან ნებისმიერი სერვისის განსახორციელებლად გამოიყენოს. ბიტკოინს ცენტრალური ბანკი არ აქვს, მისი შექმნა ნებისმიერი კომპიუტერიდან შეიძლება. დღეს-დღეობით ერთი ბიტკოინის ფასი 119 დოლარზე მეტია.
წყარო : http://www.tabula.ge/ge/story/73902-germaniashi-bitkoini-kanonier-sagadamxdelo-sashualebad-aghiares