1. ბითქოინის შემქმნელი, სატოში ნაკამოტო კვლავ უცნობი ფიგურაა
სატოში ნაკამოტოს სახელი აქვს გამოყენებული ადამიანს, ვინც შექმნა ბითქოინი, მაგრამ ჯერ კიდევ არის ეჭვები მის ნამდვილ იდენტობასთან დაკავშირებით. წლების განმავლობაში, ბევრი ადამიანი იყო სატოშისთან დაკავშირებული, მაგ: ნის სზაბო, დორიან ნაკამოტო, ჰალ ფინი, კრეგ სტივენი ვრაითი და სხვები. ზოგი ფიქრობს, რომ ნაკამოტო შეიძლება იყოს ადამიანების ჯგუფი. 2017-ის მაისში, ნაკამოტოზე ამბობდნენ, რომ მას აქვს ერთ მილიონ ბითქოინამდე, რაც 2 მილიარდი დოლარის ღირებულების ტოლფასია.
2. ბითქოინი შეზღუდულია რაოდენობაში
თქვენ ალბათ გსმენიათ ბითქოინის მოპოვების შესახებ, პროცესი სადაც ბითქოინებს ციფრულად ვაწარმოებთ. ნიშნავს თუ არა ეს, რომ შესაძლებელია ბითქოინს ჰქონდეს უსასრულო რაოდენობა? საქმე ამაში არ არის. წინასწარ არის განსაზღვრული ბითქოინის ჯამური რაოდენობა, ისინი ნელა აღწევენ 21 მილიონს და მოპოვების პროცესი უფრო და უფრო რთულდება.
3. შეუძლებელია, რომ იცოდე დეტალები (პირადი ინფორმაცია) გამგზავნის/მიმღების შესახებ.
ბითქოინის მისამართი შედგენილია ანბანის 34 სიმბოლოიანი სხვადასხვა ვარიაციით. ამ მისამართის გამოყენებით შეუძლებელია მიმღების გამოცნობა. ალბათ ამიტომაცაა, რომ ბევრი არალეგალური ტრანზაქცია ხდება ბითქოინის საშუალებით. სამომავლოდ ანონიმურობის დასაცავად, უმეტესი საფულის პროგრამა უმზადებს მომხმარებელს ID პორტფოლიოს, რომელიც ასევე გამოიყენება როგორც მომხმარებლის სახელი (Username).
4. პიცა იყო პირველი რამ, რაც შეიძინეთ ბითქოინით
როდესაც 2009 წელს პირველი ბითქოინის ტრანზაქცია შედგა სატოშის და ჰალ ფინის შორის; ჩანაწერში ჩანდა რომ ნაყიდი იყო პიცა, რომელიც ღირდა $25. ამისთვის, 10,000 ბითქოინი დაიხარჯა.
5. ბითქონის ქსელი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე სუპერ კომპიუტერები
ექსპერტების მიხედვით, ბითქოინის ქსელს აქვს 2,046,364 Pflop/s -ის ტოლფასი კომპიუტერული ძალა. ეს ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფაქტია ბითქოინის შესახებ. თუ შევაჯამებთ 500 ყველაზე ძლიერი კომპიუტერის ძალას, ჩვენ მივიღებთ 274 Pflop/s-ს.
6. ბითქოინი გაიგზავნა კოსმოსში
2016-ში, Genesis Mining-მა, ბითქოინის “ქლაუდ” (cloud) პროვაიდერმა, გაგზავნა ბითქოინი კოსმოსში. ეს მოხდა 3D ბითქოინის მოდელის და ბითქოინის ქაღალდის საფულის საშუალებით, რომელიც ამინდის ბუშტზე იყო მიბმული.
იხილეთ ვიდეო
7. ბითქოინის ტრანზაქცია შეუქცევადია
ბითქოინის ტრანზაქცია არ შეიძლება, რომ შეიცვალოს. სხვა პოპულარული პლატფორმებისგან განსხვავებით, როგორიცაა PayPal, არ გეძლევა მეორე შანსი, რომ შეასრულო ტრანზაქცია.
8. FBI ფლობს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბითქოინის საფულეს
როდესაც FBI-მ დაასრულა ოპერაცია Silk Road-ზე, მათ ასევე მოიპოვეს მფლობელის სტატუსი. ამ პროცესის განმავლობაში, FBI ასევე გახდა მსოფლიოს ყველაზე შეძლებული ბითქონის მფლობელი. Wired ჟურნალის ანგარიშის მიხედვით, FBI აკონტროლებს $120 მილიონამდე აქტივს.
9. ბითქოინი ძალიან არასტაბილურია
მისი გამოშვების შემდეგ, ბითქოინი გახდა ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი ფენომენი ციფრულ სამყაროში. მისი ღირებულება შეეხო ათასობით დოლარს. თუმცა, ფასი ინარჩუნებს მერყეობას და ის რჩება არასტაბილურად. ნაწინასწარმეტყველებია, რომ ბითქოინი სამომავლოდ დაეცემა, თუ ის ამ გზით გააგრძელებს, იმიტომ, რომ ადამიანების მცირე რაოდენობა (დაახლოებით 10 ადამიანი) აკონტროლებს ბითქოინების უმრავლესობას, აქედან გამომდინარე ქრება ბითქოინის დეცენტრალიზებული ხასიათი.
წყარო: www.fossbytes.com/interesting-bitcoin-facts