ბიორკმა, რომელიც ცნობილია, როგორც ტრენდული და ექსპერიმენტალური მუსიკოსი, გამოაცხადა, რომ მისი ბოლო ალბომი „უტოპია“ მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება კრიპტოვალუტებით. არტისტი მიიღებს: ბითქოინს, ლაითქოინს, დეშს და აუდიოქოინს.
მუსიკოსის ეს ნაბიჯი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ყურადღების მისაქცევი მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც მას უნიკალურად წარმოაჩენს მაშინ, როცა ბითქოინი უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იძენს კრიპტოვალუტების ბაზარზე.
თუმცა, Blockpool-ის დირექტორის, ქევინ ბეიქონის აზრით, ბიორკის შემთხვევაში: „ეს არ არის მარკეტინგული სტრატეგია. ეს არის გადაწყვეტილება, რომ ის იყოს ლიდერი. ეს მისგან მიზანმიმართული ნაბიჯია. მე თავად ვიყავი ამ პროექტში ჩართული და ბიორკისგან ველი, რომ უამრავ კრეატიულ ნაბიჯს გადადგამს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით.”
ვირტუალური სატოშის ციკლი
კრიპტოვალუტების ადაპტაციის გაზრდასთან ერთად, იზრდება ტრანზაქციების ღირებულებაც და ფასიც, რომელიც იწვევს უფრო მაღალი ფასის სტაბილუობას, სტაბილურობა კი იწვევს ადაპტაციის გაზრდას. ადაპტაციისა და სტაბილურობის ზრდის ციკლი მოიხსენიება როგორც : სატოშის ციკლი და ის არის ბითქოინის ფასის ზრდის მთავარი მასტიმულირებელი.
ბიორკის ალბომის ეს შემოთავაზება არის კიდევ ერთი ნაბიჯი ადაპტაციისა და სტაბილურობისაკენ. კრიპტოვალუტების ბაზრის ზრდა იწვევს ადაპტაციის გრაფიკის პროპორციულ ზრდას, რომელსაც მოჰყვება ფასების ზრდა.
©Cointelegraph