მსოფლიოს ყველაზე დიდი ბაზრის – ჩინეთის მზარდი დაინტერესება ბლოკჩეინის ტექნოლოგიებით – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (21/05/2018 – 27/05/2018)

Home » ბლოგი » მიმოხილვა » მსოფლიოს ყველაზე დიდი ბაზრის – ჩინეთის მზარდი დაინტერესება ბლოკჩეინის ტექნოლოგიებით – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (21/05/2018 – 27/05/2018)
28/05/2018
მსოფლიოს ყველაზე დიდი ბაზრის – ჩინეთის  მზარდი დაინტერესება ბლოკჩეინის ტექნოლოგიებით – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა  (21/05/2018 – 27/05/2018)

ბოლო დროს განვითარებული მოვლენები
ბოლო დროს, ჩინეთის რესპუბლიკა აქტიურად ჩაერთო ბლოკჩეინის სისტემის ათვისების პროცესში. ახლად დაარსებულმა ბლოკჩეინის ინდუსტრიულმა პარკმა ქალაქ ჰანგზუში, გამოაცხადა მილიონობით დოლარის სუბსიდიების გაცემა ინოვაციური სტარტაპების მოსაზიდად. ახალი პოლიტიკის თანახმად, რომელიც ჯერ კიდევ სამომალვოდ ბევრ განხილვას საჭროებს, ინდუსტრიული პარკი ბლოკჩეინის სისტემაში კვალიფიციურ და გამოცდილ ადამიანებს სთავაზობს მაქსიმუმ 490 000 დოლარს ამ ქალაქში მოღვაწეობის გასაგრძელებლად. ამავდროულად, სუბსიდიის ოთხი ძრითადი კატეგორია არის ხელმისაწვდომი ბლოკჩეინის სისტემაზე დაფუძნებული კომპანიებისა და სტარტაპების მოსაზიდად და საკუთარი საქმინობის ბლოკჩეინის ინდისტრიულ პარკში გადმოსატანად. მაგალითად, სტარტაპის პირველ საფეხურზე, ინდუსტრიული პარკი მათ სთავაზობს 230 000 დოლარს საყოფაცხოვრებო ხარჯებისათვის და დაახლოებით 1 მილიონ დოლარს კვლევისა და განვითარებისთვის. აღსანიშნავია, ისიც რომ უფრო მოზრდილი ბლოკჩეინ სტარტაპებისათვის, საყოფაცხოვრებო ხარჯების დაფინანსება იზრდება 480 000 დოლარამდე და კვლევის და განვითარების სახსრები მცირდება 780 000 დოლარამდე. ჯერ ჯერობით, ამ ეტაპზე, ბოლომდე არ არის გარკვეული თუ რა კრიტერიუმები და მახასიათებლები უნდა დაკმაყოფილდეს დაფინანსების მისაღებად, თუმცა ამავე წლის ზაფხულში, ინდუსტრიული პარკის წარმომადგენლების ცნობით, ცნობილი გახდება თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სტარტაპი სხვადასხვა დონეზე დაფინანსების მისაღებად.[1] ჩინეთს მხრიდან მზარდი დაინტერესება ბლოკჩეინის სისტემის მიმართ, სავარაუდოდ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს კრიპტოსავალუტო ბაზრების დინამიკაზე, და რადგან იგი მსოფლიოს ერთ – ერთ უმსხვილეს ბაზარს წარმოადგენს, მოსალოდნელია რომ აღნიშნული ცვლილება კრიპტოვალუტების ფასებს მნიშვნელოვნად გაზრდის (გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე გრძელვადიან პერიოდში).
აზიის დაინტერესებასთან ერთად დასავლეთ სამყაროც მზარდ ინტერესს იჩენს ბლოკჩეინის სისტემის მიმართ. გერმანიის კომერციულმა ბანკმა „Commerzbank” და მულტინაციონალურმა კონგლომერატმა „Thyssenkrupp” – მა წარმატებულად განახორციელეს უცხოური სავალუტო ტრანზაქცია ბლოკჩეინის პლატფორმის გამოყენებით. „Thyssenkrupp” – მა „R3’s Corda“ – ს სისტემის დახმარებით, რომელიც ბლოკჩეინის სააღრიცხვო ღია წყაროს წარმოადგენს, 500 000 ევრო გადარიცხა სამომავლო გარანტიით, რაც გაცვლით კურსს აფიქსირებს წინასწარ შეთანხმებულ განაკვეთზე. გამომდინარე იქიდან, რომ ბლოკჩეინმა აღნიშნული ტრანზაქცია გაატარა და შეინახა როგორც ერთჯერადი „გარდაუვალი“ ჩანაწერი, არც კონგლომერატს და არც კომერციულ ბანკს არ შექმნია საფრთხე გადარიცხვის დაცულობასთან დაკავშირებით, რადგან შეთანხმების დადასტურება სწრაფად, მარტივად და პირდაპირ გადაეგზავნა  „Thyssenkrupp” – ს. აღსანიშნავია ისიც, რომ ნებისმიერი (სამომავლო შეთანხმების) ტრანზაქცია, რომელიც ბლოკჩეინის პლატფორმის გამოყენებით განხორციელდება, მყისიერად დადასტურდება ორ მხარეს შორის შეთანხმების წარმართვისას, რაც ერთდროულად შეამცირებს  ბიუროკრატიულ ხარჯებსა და გადარიცხვის პროცესის ხანგრძლივობას. „Commerzbank“ – ის მმართველმა განაცხადა, რომ ზოგადად დიდი ოდენობის რესურსები იხარჯება საერთაშორისო სავალუტო ტრანზაქციების განხორციელებისას, და რადგან უკვე შესაძლებელია ბლოკჩეინის პლატფორმის გამოყენება, შესაძლებელი გახდება ნებისმიერი ტრანზაქციის ციფრულ ერთეულებში გადაყვანა და პროცესის ეფექტიანობის გაზრდა. მიუხედავ ერთჯერეადი საცდელი გადარიცხვის წარმატებისა, „Commerzbank“ – ს სურს აღნიშნული ტექნოლოგიების უფრო მეტად შესწავლა და ათვისება, კერძოდ, ტექნიკური და საკანონმდებლო რეგულაციების განვითარება, რაც ეკონომიკურ აგენტებს საშუალებას მისცემს გაანალიზონ ბლოკჩეინის სისტემის გამოყენების სარგებელი.[2]
წამყვანი კრიპტოვალუტები და მათი ანალიზი
ბოლო დროის მონაცემებზე დაყრდნობით, დღესდღეობით, ბრუნვის მოცულობის მიხედვით, მოწინავე ელექტრონულ ვალუტებს წარმოადგენს: ბიტკოინი / Bitcoin, ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash, ეთერიუმი / Ethereum, რიპლი / Ripple,  ლაითკოინი / Litecoin, დეში / Dash, ტრონი / Tron, ბინანს კოინი / Binance Coin, კარდანო / Cardano, იოტა / IOTA, მონერო / Monero და ასე შემდეგ. ჩამოთვლილი კრიპტოვალუტებიდან პიველი 6 ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია eMoney – ს ელექტრონული საფულის მეშვეობით, რომლის უპირატესობას ბაზარზე საქმიანობის დიდი გამოცდილება წარმოადგენს. იგი პირველი იყო, რომელმაც ბაზარზე (2007 წლიდან) პირველი მულტისავალუტო ელექტრონული საფულე შექმნა, რამაც დიდი გამოცდილებისა და ცოდნის დაგროვების საშუალება მისცა აღნიშნულ სფეროში. ამავდროულად, eMoney – ს 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავს ვინაიდან იგი უზრუნველყოფს დაცულ, გამართულ და უსაფრთხო სისტემას, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს მომხმარებლისათვის სრული და გამართული მომსახურების შესათავაზებლად კრიპტოვალუტებით ვაჭრობის დროს, როგორიცაა ყიდვა / გაყიდვა, გაგზავნა და მოთხოვნა.
კვირის მიმოხილვის ჭრილში, ამ სტატიაში განვიხილავთ იმ კრიპტოვალუტების ბოლო ერთი კვირის (21/05/2018 – 27/05/2018) საბაზრო ტენდენციებს, რომელთა ვაჭრობაც შეგიძლიათ  eMoney – ს ელექტრონული საფულის დახმარებით.
 
ბიტკოინი / Bitcoin
ბოლო დროის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის ფასმა საგრძნობი შემცირება განიცადა. მისმა ფასმა კვირის დასაწყისში კლება დაიწყო  8,418.99 $ – იანი ნიშნულიდან და კვირის ბოლოს 7,324.12 $ – ს მიაღწია. ერთი კვირის განმავლობაში ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვირის დასაწყისში, 21 მაისს დაფიქსირდა და დაახლოებით 8,418 $ – ს გაუტოლდა. პროცენტულ ერთულებში მაქსიმალური ფასიდან მინიმუმამდე ფასი 13 % – ით შემცირდა, რაც კვირის დასაწყისიდან ბოლო დღის ჩათვლით კლებას ასახავს.
bitcoin
ფიგურა 1: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, გასული კვირის განმავლობაში მისი ღირებულება 145.26 მილიარდი აშშ დოლარიდან 124.94 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც შესაბამისად მსოფლიოში ნავაჭრი ბიტკოინების მთლიანი მოცულობის კლებას გვიჩვენებს. ამ კვირის ჭრილში ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვირის დასაწყისში 145 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა და შესაბამისად ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მაჩენებლიდან მინიმალურ დონემდე პროცენტული შემცირება 14 % – ს გაუტოლდა.
ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash
რაც შეეხება ბიტკოინ ქეშს, ერთი ერთეული ბიტკოინ ქეშის ფასი 987.6 $ – სა და 1233.64 $ – ს შორის მერყეობდა. ბიტკოინისაგან განსხვავებით ბიტკოინ ქეშის ფასის მერყეობა შედარებით სტაბილურია. ამავდროულად, მაქსიმალური მაჩვენებლიდან (კვირის დასაწყისიდან) 27 მაისამდე ფასის შემცირების ტენდენცია შეიმჩნევა, სადაც ფასის ნიშნული 987 $ – ს უტოლდება. პროცენტულ ერთეულებში, ფასის შემცირება მაქსიმალური ფასის ნიშნულიდან მინიმალურ მაჩვენებლამდე 20 % – ს მიუახლოვდა
bitcoin cash
ფიგურა 2: წყარო : https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin-cash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
კაპიტალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ნავაჭრი ბიტკოინ ქეშის ღირებულება ბაზარზე 22.21 მილიარდი აშშ დოლარიდან 16.94 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. ყველაზე მინიმალური ნიშნული რასაც კაპიტალის მოცულობამ მიაღწია 27 მაისს დაფიქსირდა 16.9 მილიარდ ა.შ.შ. დოლარზე. ბოლო კვირის მიხედვით, კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 22.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, მაქსიმალური მაჩვენებლიდან მინიმუმანდე პროცენტული შემცირება დაახლოებით 24 % – ს გაუტოლდა.
ეთერიუმი / Ethereum
ერთი კვირის ჭრილში ეთერიუმის ფასის მინიმალური ნიშნული 563.49 $ – ზე, ხოლო მაქსიმალური ფასის მაჩვენებელი კი 21 მაისს დაფიქსირდა და დაახლოებით 699.22 $ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პროცენტულ ჭრილში მაქსიმალური ფასიდან მინიმუმამდე ვარდნა 19 % – ს მიუახლოვდა.
ethereum
ფიგურა 3: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ethereum/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
რაც შეეხება ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაციას, მაქსიმალური მოცულობა გასული კვირის დასაწყისში დაფიქსირდა და დაახლოებით 71.41 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად,  მაქსიმალურ კაპიტალიზაციის მონაცემიდან მინიმალურ მაჩვენებლამდე შემცირება დაახლოებით 21 % – ს აღწევს.
რიპლი / Ripple
ჩვენს მიერ განხილულ სხვა კრიპტოვალუტებთან შედარებით, რიპლის ფასი გაცილებით დაბალია და მისი ფასის მერყეობაც არც თუ ისე შესამჩნევია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ერთეული რიპლის ფასი 0.68 $ – სა და 0.61 $ – ს შორის მერყეობდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 23 მაისს, ხოლო ყველაზე მაღალი 21 მაისს დაფიქსირდა 0.68 $ – იან ნიშნულზე. პროცენტულ მაჩვენებლებში, კვირის დასაწყისიდან, კვირის ბოლომდე რიპლის ფასი 11 % – ით შემცირდა.
ripple
ფიგურა 4: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ripple/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
გასული კვირის განმავლობაში ვაჭრობის ღირებულების ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 27.45 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და პროცენტულმა შემცირებამ მაქსიმალურიდან მინიმალურ კაპიტალიზაციის მაჩვენებლამდე დაახლოებით 14 % შეადგინა.
ლაითკოინი / Litecoin
წინა კვირის მსგავსად, ლაითკოინის საბაზრო ტრენდები, მიმდინარე კვირაშიც რიპლის მსგავს საბაზრო ტენდენციებს იმეორებს. ლაითკოინის ფასმა კვირის დასაწყისში კლება დაიწყო, და კვირის ბოლომდე კლების ტენდენცია შეინარჩნა კვირის ბოლოს ფასი 117.7 $ – ს გაუტოლდა. კვირის დასაწყისიდან ბოლომდე ფასი 12 % – ით შემცირდა, რაც ამავდროულად მაქსიმალურ და მინიმალურ მაჩვენებლებს შორის განსხვავებას ასახავს
litecoin
ფიგურა 5: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/litecoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
კაპიტალიზაციის მხრივაც, სიტუაცია მსგავს ტენდენციას იმეორებს. კვირის დასაწყისში ვაჭრობის მოცულობამ კლება დაიწყო და კვირის ბოლომდე კლების ტენდენცია შეინარჩუნა. ბაზრის კაპიტალიზაციის მინიმალური მაჩვენებელი 6.65 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალური ნიშნულიდან მინიმალურ ნიშნულამდე კაპიტალიზაცია დაახლოებით 16 % – ით შემცირდა. ამავდროულად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასული კვირის დასაწყისში 21 მაისს დაფიქსირდა და 7.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
დეში / Dash
დეშის შემთხვევაში, ერთი კვირის განმავლობაში ფასი საგრძნობლად დაეცა. მაქსიმალური მაჩვენებელი 21 მაისს დაფიქსირდა და ყველაზე მცირე ნიშნული 27 მაისს 315.32 $ – ს გაუტოლდა. შესაბამისად, მაქსიმალური ფასიდან მინიმალურ ფასამდე პროცენტულმა ვარდნამ 18 % შეადგინა.
dash
ფიგურა 6: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/dash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
ბაზრის კაპიტალიზაციის ტრენდი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ფასების ტრენდისაგან. ვაჭრობის ყველაზე მაღალმა მოცულობამ კვირის დასაწყისში 3.25 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კაპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 27 მაისს დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალური ბრუნვიდან მინიმალურ ბრუნვამდე პროცენტული შემცირება 22 % – ს გაუტოლდა.
21.5
ფიგურა 7: კაპიტალიზაციის წილები eMoney – ს საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (21/05/2018)
საბაზრო ტრენდების განხილვასთან ერთად, ასევე საინტერესოა თუ როგორ იცვლება ბაზრის კაპიტალიზაციის წილობრივი მაჩენებლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. eMoney – ს საფულეში არსებული კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაციის მაჩენებლების მიხედვით, 21 მაისს ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობაში ბიტკოინს უკავია (დაახლოებით 52 %), ხოლო შემდეგ ორ ადგილს ეთერიუმი (დაახლოებით 26 %) და რიპლი (დაახლოებით 10%) ინაწილებენ.
27.5
ფიგურა 8: კაპიტალიზაციის წილები eMoney – ს საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (27/05/2018)
კვირის ბოლომდე, კრიპტოვალუტების მოცულობების წილები საგრძნობლად არ შეცვლილა. 27 მაისის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინი ისევ პირველ ადგილს იკავებს წილის მცირედი ზრდით – რაც 54 % – ს შეადგენს, ხოლო შემდეგ ორ ადგილს ისევ ეთერიუმი (დაახლოებით 24 %) და რიპლი (დაახლოებით 10%) ინაწილებენ.
სინგაპურის მკვეთრი პოზიცია
ზემოთ ხსენებული პოზიტიური განწყობების კვალდაკვალ, ზოგიერთმა ქვეყანამ გადაწყვიტა კრიპტოვალუტებთან დაკავშრებული პოლიტიკებისა და რეგულაციების გამკაცრება სამომავლო რისკების თავიდან ასაცილებლად. სინგაპურის მონეტარული პოლიტიკის მაკონტროლებელმა ორგანომ MAS – მა, ქვეყანაში მოღვაწე 8 ციფრული ვალუტით მოვაჭრე გააფრთხილა თავი აარიდონ დაურეგისტრირებელი კრიპტოვალუტებით ვაჭრობას, რომელიც მიემართება ფასიან ქაღლდებს ან ე.წ. სამომავლო კონტრაქტებს. მათი განცხადებით, რისკებიდან თავის ასაცილებლად, მიზანშეწონილი იქნება რეგისტრირებული და ავტორიზებული ციფრული მონეტებით ვაჭრობა. აღსანიშნავია ისიც, რომ MAS – მა გააფრთხილა ციფრული მონეტების გამომშვები კომპანიები (ICO) შეეწყვიტათ არარეგისტრირებული ვალუტებით ვაჭრობა. სინგაპურის ოფიციალური წარმომადგენლების მიხედვით, ციფრული ვალუტით ვაჭრობის მოცულობა საგრძნბლად გაზრდილია, და მოსახლეობა მათ თთქმის ფასიანი ქაღალდების დონემდე განიხილავენ. ვინაიდან, არარეგისტრირებული ვალუტების გამომშვებ ერთეულებს არანაირი ფინანსური მყარი საფუძველი არ აქვს, სინგაპურის მონეტარული პოლიტიკის გამტარებელი ორგანოს წარმომადგენლების აზრით, ინვესტორების მიერ გაღებული სახსრები შეიძლება მთლიანად გაიფლანგოს. ამიტომ, ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას გაუფრთხილდნენ საკუთარ სახსრებს და გონივრულად განახორციელონ ინვესტიციები (იგულისხმება, იმ ციფრული ვალუტებით ვაჭრობა, რომელიც ავტორიზებულია მარეგულირებელი ორგანობის მიერ). [3]
 
[1] წყარო: https://www.coindesk.com/chinese-blockchain-complex-offers-startups-millions-subsidies/
[2] წყარო: https://www.coindesk.com/commerzbank-conducts-e500k-fx-transaction-using-r3s-corda/
[3] წყარო: https://www.coindesk.com/singapore-warns-8-exchanges-over-unregistered-securities-trading/

© 2020 MyCoins.ge all rights reserved