ICO საკონსულტაციო ფირმის Satis – ის პოზიტიური მოლოდინები – კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (27/08/2018 – 02/09/2018)

Home » ბლოგი » მიმოხილვა » ICO საკონსულტაციო ფირმის Satis – ის პოზიტიური მოლოდინები – კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (27/08/2018 – 02/09/2018)
03/09/2018
ICO საკონსულტაციო ფირმის Satis – ის პოზიტიური მოლოდინები – კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (27/08/2018 – 02/09/2018)

ICO საკონსულტაციო ფირმის Satis – ის განცხადებით, 5 წელში ბიტკოინის ფასი დაახლოებით 95, 000 დოლარს გაუტოლდება

პირველადი მონეტის შეთავაზების (ICO) საკონსულტაციო ფირმის Satis – ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ბიტკოინის ფასი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შესაძლოა $ 96, 000 მდე გაიზარდოს. Satis ჯგუფმა უახლესი მოხსენება კრიპტოვალუტის ეკოსისტემის ხუთ ნაწილიანი ანალიზის ფარგლებში გამოაქვეყნა და ამჯერად ისინი ყურადღებას ამახვილებენ თუ როგორ არის შეფასებული კრიპტოსავალუტო ბაზარი და ეს შეფასება შეესაბამაბა თუ არა იმ ფატობრივი აქტივების ღირებულებას, რომლებითაც აღნიშნული ვალუტები არიან წარმოდგენილი ბაზარზე. აღსანიშნავია ისიც, რომ რეპორტის ავტორებმა შერვინ დოულათმა და მაიკლ ჰოდაფმა გააკეთეს პროგნოზი თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ბაზარი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

კერძოდ, წარმოდგენილ ანგარიშში ავტორები ცდილობენ იმის პროგნოზირებას თუ როგორი შეიძლება იყოს სხვადასხვა კრიპტოვალუტის ფასი მომდევნო წლებში მათსავე (მონეტების) აქტივების მიხედვით და არა იმ სპეკულაციების ხარჯზე რაც მნიშვნელოვნად ცვლის ელექტრონული ვალუტის ფასებს. ანალიზის შედეგად მონეტების, როგორიცაა ბიტკოინი, მონერო და დეკერდი (decred) ფასები საგრძნობლად გაიზრდება, რადგან ისინი წარმოადგენენ ისიეთ კრიპტოვალუტებს რომლებიც დიფერენცირებულ, ღრმა და ფართოდ გავრცელებულ (viral) ბაზრებს უნიკალური ღრებულების წინადადებებს სთავაზობენ.

მეორეს მხრივ, მკვლევარები მიიჩევენ, რომ მონეტები როგორიცაა ბიტკოინ ქეში (კრიპტო აქტივი რომელიც ცდილობს საკუთარი პოზიციის გამყარებას ბრენდის აღიარების ხარჯზე და ამავდროულად, დამწყები კრიპტოვალუტებისაგან მინიმალური ტექნოლოგიური უპირატესობით გამოირჩევა), მათი ფასები და საბაზრო ძალაუფლება ბაზარზე საგრძნობლად შემცირდება. XRP (რიპლი) – ის მსგავსმა მონეტებმა, მოხსენებაში ყველაზე პესიმისტური პროგნოზი დაიმსახურეს, სადაც Satis – ის ჯგუფის მიხედვით XRP – ის ფასი $ 0.01 – მდე დაეცემა.

ნაშრომი ასევე შეეხო ე.წ. „პლატფორმულ ქსელებს“, როგორიცაა ეთერიუმი და მათი გათვლების მიხედვით მომდევნო ათი წლის მანძილზე ახალი მონეტის შეთავაზების პროექტების გაცილებით ნაკლები პროცენტი იქნება დაშენებული ეთერიუმის ქსელზე ვიდრე სხვა ალტერნატიულ კრიპტოვალუტაზე (Satis – ის წინა ანგარიშში აღნიშნულია, რომ არსებულ პლატფორმაზე აშენებული ახალი პროექტების მიხედვით ეთერიუმს ბაზრის დაახლოებით 86 % უკავია). თუმცა, დღესდღეობით არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ანალიტიკოსები თვლიან, რომ ეთერიუმი თავის საბაზრო წილთან შედარებით (და ასევე ლიკვიდურობისა და რეპუტაციის გათვალისწინებით) გაცილებით ნაკლებად არის შეფასებული.[1]

წამყვანი კრიპტოვალუტები და მათი ანალიზი

მიმდინარე მონაცემებზე დაყრდნობით, ბრუნვის მოცულობის მიხედვით, მოწინავე ელექტრონულ ვალუტებს წარმოადგენს: ბიტკოინი / Bitcoin, ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash, ეთერიუმი / Ethereum, რიპლი / Ripple,  ლაითკოინი / Litecoin, დეში / Dash, ტრონი / Tron, ბინანს კოინი / Binance Coin, კარდანო / Cardano, იოტა / IOTA, მონერო / Monero და ასე შემდეგ. ჩამოთვლილი კრიპტოვალუტებიდან პიველი 6 ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია MyCoins – ის ელექტრონული საფულის მეშვეობით, რომლის უპირატესობას ბაზარზე საქმიანობის დიდი გამოცდილება წარმოადგენს (eMoney – ს გამოცდილებიდან გამომდინარე). MyCoins.ge არის ახალი კრიპტოსივრცე, ვებ გვერდი რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მართონ საკუთარი კრიპტოსავალუტო ოპერაციები და უმარტივესად იყიდონ, გაყიდონ, მიიღონ ან გააგზავნონ მათთვის სასურველი კრიპტოვალუტა.

MyCoins.ge სპეციალურად კრიპტოვალუტის მომხმარებლებისთვის შეიქმნა და არ არის გადატვირთული არარელევანტური სერვისებითა და ფუნქციებით, რაც ამარტივებს მის გამოყენებას, იგი მოსახერხებელს ხდის სასურველი ოპერაციების განხორციელებას და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს უფრო მარტივად აკონტროლონ ტრანზაქციები. MyCoins.ge სხვა პოპულარულ კრიპტოსერვისებთან ერთად საქართველოში პირველად თავაზობს კრიპტო მარკეტს შეჩერების დავალების და მარკეტ ორდერის დარეგისტრირების შესაძლებლობას, შეჩერების დავალება მომხმარებლებს დაეხმარება დააზღვიონ კრიპტოსავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებული რისკები და დაზოგონ დრო (რომელიც საბაზრო კურსის მუდმივად შემოწმებით იკარგება) სასურველი ყიდვა/გაყიდვის კურსის დაფიქსირებით, რომელზეც მომხმარებლის კრიპტოსივრცე ავტომატურად იყიდის ან გაყიდის მითითებულ კრიპტოვალუტას. მარკეტ ორდერი კი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ისარგებლონ სწრაფი ყიდვა/გაყიდვის კურსებზე უკეთესი კურსებით რომელსაც თავად ამოირჩევს სისტემის მიერ შემოთავაზებული ინტერვალიდან, MyCoins.ge კი სხვა მომხმარებლების მიერ დარეგისტრირებულ მარკეტ ორდერებს შორის მოიძიებს საუკეთესო შემხვედრ დავალებას, რომლის მოცულობიდან გამომდინარეც დარეგისტრირებული დავალება სრულად ან ნაწილობრივ შესრულდება.

დღევანდელ სტატიტაში განვიხილავთ იმ კრიპტოვალუტების ბოლო ერთი კვირის (27/08/2018 – 02/09/2018) საბაზრო ტენდენციებს, რომელთა ვაჭრობაც შეგიძლიათ  MyCoins – ის ელექტრონული საფულის დახმარებით.

 ბიტკოინი / Bitcoin

მიმდინარე მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის ფასმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. მისი ფასი კვირის დასაწყისში შესამჩნევად დაბალი იყო და კვირის ბოლოს მან საგრძნობი ზრდა აჩვენა. კვირის დასაწყისში ფასი  6,884.64 $ იყო და კვირის ბოლოს იგი 7,290.29 $ – ს გაუტოლდა. ერთი კვირის განმავლობაში ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვირის ბოლოს, 2 სექტემბერს დაფიქსირდა. პროცენტულ ერთულებში მინიმალური ფასიდან მაქსიმუმამდე ფასი 6 % – ით გაიზარდა, რაც 27 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით ზრდას ასახავს.

ფიგურა 1: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, გასული კვირის განმავლობაში მისი ღირებულება 115.65 მილიარდი აშშ დოლარიდან 125.73 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც შესაბამისად მსოფლიოში ნავაჭრი ბიტკოინების მთლიანი ღირებულების ზრდას გვიჩვენებს. ამ კვირის ჭრილში ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 125.7 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა, და ამავდროულად კვირის სხვა დღეებთან შედარებით მისი მნიშვნელობა გაცილებით მაღალია. ზოგადად ყველაზე დაბალი კაპიტალიზაციის მაჩვენებლიდან მაქსიმალურ დონემდე პროცენტული ზრდა 9 % – ს გაუტოლდა.

 ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash

რაც შეეხება ბიტკოინ ქეშს, ერთი ერთეული ბიტკოინ ქეშის ფასი 540.03 $ – სა და 636.52 $ – ს შორის მერყეობდა. ბიტკოინ ქეშის ფასის მერყეობა ბიტკოინის მსგავს ტრენდს იმეორებს. კვირის დასაწყისში ფასმა ზრდა დაიწყო, და კვირის ბოლოს მან მკვეთრი ზრდა განიცადა. ამავდროულად აღსანიშნავია ისიც, რომ მმინიმალური მაჩვენებლიდან, სადაც ფასის ნიშნული 540.03 $ – ს უტოლდება, კვირის ბოლომდე ფასის ზრდა დაახლოებით 18 % – ს მიუახლოვდა.

კაპიტალიზაციის მონაცემების მიხედვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ნავაჭრი ბიტკოინ ქეშის ღირებულება ბაზარზე 27 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით 9.06 მილიარდი აშშ დოლარიდან 11.03 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ყველაზე დაბალი ნიშნული რასაც კაპიტალის მოცულობამ მიაღწია 27 აგვისტოს დაფიქსირდა 9.06 მილიარდ ა.შ.შ. დოლარზე. ბოლო კვირის მიხედვით, კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 11.03 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, მინიმალური მაჩვენებლიდან მაქსიმუმანდე პროცენტული ზრდა დაახლოებით 22 % – ს გაუტოლდა.

ფიგურა 2: წყარო : https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin-cash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

თერიუმი / Ethereum

ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის მინიმალური ნიშნული 233.00 $ – ზე, ხოლო მაქსიმალური ფასის მაჩვენებელი კი 28 აგვისტოს დაფიქსირდა და დაახლოებით 296.50 $ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პროცენტულ ჭრილში მაქსიმალური ფასიდან მინიმუმამდე შემცირება 5 % – ს მიუახლოვდა.

ფიგურა 3: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ethereum/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

რაც შეეხება ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაციას, მაქსიმალური მოცულობა გასული კვირის შუა პერიოდში დაფიქსირდა და დაახლოებით 30.10 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, მაქსიმალური მონაცემიდან მინიმალურ მაჩვენებლამდე შემცირება დაახლოებით 4 % – ს აღწევს.

 რიპლი / Ripple

სხვა კრიპტოვალუტებთან შედარებით, რიპლის ფასი საგრძნობლად დაბალია, და ამავდროულად მისი ფასის მერყეობა ამ კვირაში სხვა დანარჩენი განხილული კრიპტოვალუტების (ეთერიუმი და ლაითკოინი) მსგავს ტენდენციას იმეორებს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ერთეული რიპლის ფასი 0.33 $ – სა და 0.35 $ – ს შორის მერყეობდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 20 აგვისტოს, ხოლო ყველაზე მაღალი 31 აგვისტოს დაფიქსირდა 0. 335 $ – იან ნიშნულზე. პროცენტულ მაჩვენებლებში, კვირის დასაწყისიდან, კვირის ბოლომდე რიპლის ფასი 1 % – ით გაიზარდა (რაც 27 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე ფასის ზრდას ასახავს).

ფიგურა 4: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ripple/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

გასული კვირის განმავლობაში ვაჭრობის ღირებულების ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 13.90 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და პროცენტულმა შემცირებამ მაქსიმალური ნიშნულიდან კვრის ბოლო დღის კაპიტალიზაციის მაჩვენებლამდე დაახლოებით 3 % შეადგინა.

 ლაითკოინი / Litecoin

ლაითკოინის საბაზრო ტრენდები რიპლის მსგავს მერყეობას აფიქსირებს. მისი ფასი კვირის დასაწყისიდან ბოლომდე ზრდის ტენდენციას აჩვენებს. კვირის დასაწყისში ლაითკოინის ფასი 60.25 $ – ს გაუტოლდა და მისმა მნიშვნელობამ კვირის ბოლოს 65.26 $ – ს მიაღწია. შედეგად, ფასის პროცენტულმა ცვლილებამ კვირის დასაწყისიდან კვირის ბოლომდე 8 % – ული ერთეული შეადგინა.

ფიგურა 5: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/litecoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

კაპიტალიზაციის მხრივ, სიტუაცია მცირედით განსხვავებულია. ბაზრის კაპიტალიზაციის მინიმალური მაჩვენებელი 3.32 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და შესაბამისად მინიმალური ნიშნულიდან მაქსიმალურ ნიშნულამდე კაპიტალიზაცია დაახლოებით 9 % – ით გაიზარდა. ამავდროულად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასული კვირის ბოლოს 2 სექტემბერს დაფიქსირდა და 3.79 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

დეში / Dash

დეშის შემთხვევაში, კვირის დასაწყისში ფასი გაიზარდა და კვირის ბოლოსკენ ფასის შუალედური ზრდის მიუხედავად ფასის ნიშნულმა მცირედით დაიკლო. მაქსიმალური მაჩვენებელი 1 – ელ სექტემბერს დაფიქსირდა და ყველაზე მცირე ნიშნული 27 აგვისტოს 183.40 $ – ს გაუტოლდა. შესაბამისად, მინიმალური ფასიდან მაქსიმალურ ფასამდე პროცენტულმა ზრდამ 21 % შეადგინა.

ფიგურა 6: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/dash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

ასევე, ბაზრის კაპიტალიზაციის ტრენდი უმნიშვნელოდ განსხვავდება ფასების ტრენდისაგან. ვაჭრობის ყველაზე მაღალმა მოცულობამ კვირის დასასრულს 1.75 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კაპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 27 აგვისტოს დაფიქსირდა და შესაბამისად მინიმალური ბრუნვიდან მაქსიმალურ ბრუნვამდე პროცენტული ზრდა 49 % – ს გაუტოლდა.

ფიგურა 7: კაპიტალიზაციის წილები MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (27/08/2018)

საბაზრო ტრენდების განხილვასთან ერთად, ასევე საინტერესოა თუ როგორ იცვლება ბაზრის კაპიტალიზაციის წილობრივი მაჩვენებლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაციის მაჩვენებლების

ფიგურა 8: კაპიტალიზაციის წილები MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (02/09/2018)

მიხედვით, 27 აგვისტოს ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობაში ბიტკოინს უკავია (დაახლოებით 68 %), ხოლო შემდეგ ორ ადგილს ეთერიუმი (დაახლოებით 16 %) და რიპლი (დაახლოებით 8 %) ინაწილებენ.

კვირის ბოლომდე, კრიპტოვალუტების მოცულობების წილები საგრძნობლად არ შეცვლილა. 2 სექტემბრის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინი ისევ პირველ ადგილს იკავებს – რაც 68 % – ს შეადგენს, ხოლო შემდეგ ორ ადგილს ისევ ეთერიუმი (დაახლოებით 16 %) და რიპლი (დაახლოებით 7 %) ინაწილებენ.

იაპონიის პოლიციის დეპარტამენტი აფინანსებს კრიპტო-კრიმინალის თვალის დევნების პროგრამას

იაპონიის ეროვნული პოლიციის სააგენტომ (NPA) გამოყო სახსრები ახალი პროექტის დაფინანსებისათვის, რომლის მთავარი ამოცანა იქნება ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება რისი მიხედვითაც შესაძლებელი იქნება უკანონო კრიპტო ტრანზაქციებისათვის თვალის მიდევნება. იაპონიის ერთ-ერთი უმსხვილესი სამაუწყებლო კომპანიის NHK – ს მიხედვით, NPA 2019 წლისათვის გამოყოფს 35 მილიონ იენს პროდუქტის შესაქმნელად – და აღნიშული პროდუქტის ტექნოლოგიური განვითარების აუთსორსინგს განახორციელებენ კერძო სექტორში. ეროვნული პოლიციის სააგენტოს განცხადებით, აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა თვალს მიადევნებს ბლოკჩეინში განხორციელებულ საეჭვო ტრანზაქციებს და შესაბამისად პროგრამა პოლიციას მიაწოდებს პოტენციური დამნაშავეების ვიზუალურ გამოსახულებასა და გეოგრაფიულ ლოკაციას.

აღნიშნული სიახლის დანერგვის აუცილებლობა გახშრებული კრიპტო კრიმინალის შემთხვევებიდან მომდინარეობს, რომლებიც ბოლო დროს იაპონიის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. ამავდროულად აღსანიშნავია ისიც რომ, ბლოკჩეინების გარიგებების ანონიმურობის გათვალისწინებით, პოლიციის წარმომადგენლები ბევრ სიძნელეებს ეჩეხებიან გამოძების ჩატარების პროცესში. ასევე, მიმდინარე წლის დასაწყისში, NPA – მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 2017 წლის განმავლობაში (რვა თვის ჭრილში) იაპონიის კრიპტო – გაცვლის ბაზარზე ფულის გათეთრების 669 შემთხვევა დაფიქსირდა.

გარდა ამისა, მარტში სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ჰაკერებმა იაპონიის კრიპტოვალუტების მომხმარებელთა ანგარიშებიდან დაახლოებით $ 6.2 მილიონი დოლარი მოიპარეს. აღსანიშნავია ისიც, რომ იაპონიაში ამავე წლის იანვარში კიდევ ერთხელ გამოააშკარავეს ფულის გათეთრების აქტივობები კრიპტო ბაზარზე, რომლის ღირებულებამ დაახლოებით $ 520 მილიონი დოლარი შეადგინა, რამაც საბოლოოდ რეგულატორების ყურადღება მიიქცია და მათი მხრიდან შესაბამისი აქტივობების განხორციელება მოითხოვა უსაფრთხოების გამკაცრების მიზნით. [2]

 

[1] წყარო: https://www.coindesk.com/japanese-police-to-fund-crypto-criminal-tracking-tool/

[2] წყარო: https://www.coindesk.com/ico-advisor-satis-claims-96k-bitcoin-price-possible-in-5-years/

© 2020 MyCoins.ge all rights reserved