ეთერიუმის მოსაპოვებლად გაუმჯობესებული მაინერების წარმოება 2019 წელს იგეგმება – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (10/09/2018 – 16/09/2018)

Home » ბლოგი » მიმოხილვა » ეთერიუმის მოსაპოვებლად გაუმჯობესებული მაინერების წარმოება 2019 წელს იგეგმება – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (10/09/2018 – 16/09/2018)
17/09/2018
ეთერიუმის მოსაპოვებლად გაუმჯობესებული მაინერების წარმოება 2019 წელს იგეგმება – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (10/09/2018 – 16/09/2018)

ეთერიუმის მოსაპოვებლად ASIC[1] მაინერების (მომპოვებლების) ახალი ძლიერი ხაზი ჩაეშვება წარმოებაში

ბიტკოინის მომპოვებელი (mining) მოწყობილობების ერთ – ერთი ყველაზე გამოცდილი ჩიპების დიზაინერი (ინჟინერი) ჩენ მინი ამჯერად საკუთარ შესაძლებლობებსა და გამოცდილებას ეთერიუმის პროტოკოლისაკენ მიმართავს. ჩენ მინი ბიტკოინების ჩიპების დეველოპერი კომპანიის Canaan Creative – ის ერთ-ერთი წამყვანი ინჟინერის პოზიციას იკავებდა, თუმცა ამჟამად მან  ახალი ე.წ. სარისკო (venture) ბიზნესს საქმიანობა წამოიწყო Linzhi – ის სახელის ქვეშ, რომლის მთავარი მიზანი იქნება კრიპტოვალუტების მომპოვებელი მოწყობილობების აწყობა. კომპანიის პირველი პროექტი შეეცდება გაუმკლავდეს ethhash – ის ალგორითმს (რომელსაც ეთერიუმი და ეთერიუმ კლასიკი იყენებენ) ASIC  მაინერების ახალი ხაზის წარმოებით, რომელსაც მომდევნო წელს ჩაუშვებენ წარმოებაში.

წინა კვირაში გამართულ ეთერიუმის სამიტზე, ჩენმა საკუთარ პრეზენტაციაში განაცხადა რომ Linzhi – ის ახალი ეთერიუმის მაინერი Bitmain – ის მაინერთან შედარებით გაცილებით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, პირობითად Bitmain – ის მაინერების მიერ მოხმარებული ენერგიის 1/8 – ს. ამავდროულად მისი თქმით, ახალი მოწყობილობა წამში 1400 ჰეშს[2] (hash) გამუკლავდება, მაშინ როცა Bitmain – ის AntMiner – ი დროის იგივე მონაკვეთში მხოლოდ 190 ერთეულს უმკლავდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ გაზრდილი ჰეშების რაოდენობა Linzhis მაინერებს საშალებას მისცემს დღეში დაახლოებით 20 ა.შ.შ. დოლარი გამოიმუშაონ, რაც საგრძნობლად აღემატება  Bitmian – ის მაინერების მიერ საათში გამომუშავებულ ფულის რაოდენობას (3 ა.შ.შ დოლარი). შედეგად კომპანია მოელის, რომ ე.წ. წაუგებლობის წერტილს პროდუქტის გამოშვებიდან დაახლოებით ოთხ თვეში მიაღწევს. თუმცა ამ ეტაპზე არ გაუცხადებიათ თუ რა ფასად გაიყიდება Linzhi – ს თითოეული მაინერი.

დღესდღეობით კომპანია კვლავ მუშაობს პროდუქტის განვითარებაზე და წარდგენილი პრეზენტაციის მიხედვით, მომხმარებლებმა შესაძლოა თავისი პირველი მაინერი 2019 წლის აპრილიდან მიიღონ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინდივიდუალური მომპოვებელი და ეთერიუმის საზოგადოების წევრი მიმდინარე პერიოდში ეწინააღმდეგება ASIC – ის ინტეგრირებას, ჩენმა განაცხადა რომ თვით ტექნიკური მოწყობილობა (hardware) ცალკე დამოუკიდებლად არ იწვევს სისტემის ცენტრალიზაციას, პირიქით თავად კრიპტო ინდუსტრიის ბიზნესის კეთების ფორმას მივყავართ ცენტრალიზაციამდე.[3]

წამყვანი კრიპტოვალუტები და მათი ანალიზი

მიმდინარე მონაცემებზე დაყრდნობით, ბრუნვის მოცულობის მიხედვით, მოწინავე ელექტრონულ ვალუტებს წარმოადგენს: ბიტკოინი / Bitcoin, ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash, ეთერიუმი / Ethereum, რიპლი / Ripple,  ლაითკოინი / Litecoin, დეში / Dash, ტრონი / Tron, ბინანს კოინი / Binance Coin, კარდანო / Cardano, იოტა / IOTA, მონერო / Monero და ასე შემდეგ. ჩამოთვლილი კრიპტოვალუტებიდან პიველი 6 ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია ვებგვერდი MyCoins – ის  მეშვეობით, რომლის უპირატესობას ბაზარზე საქმიანობის დიდი გამოცდილება წარმოადგენს (eMoney – ს გამოცდილებიდან გამომდინარე). MyCoins.ge არის ახალი კრიპტოსივრცე, ვებ გვერდი რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მართონ საკუთარი კრიპტოსავალუტო ოპერაციები და უმარტივესად იყიდონ, გაყიდონ, მიიღონ ან გააგზავნონ მათთვის სასურველი კრიპტოვალუტა.

MyCoins.ge სპეციალურად კრიპტოვალუტის მომხმარებლებისთვის შეიქმნა და არ არის გადატვირთული არარელევანტური სერვისებითა და ფუნქციებით, რაც ამარტივებს მის გამოყენებას, იგი მოსახერხებელს ხდის სასურველი ოპერაციების განხორციელებას და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს უფრო მარტივად აკონტროლონ ტრანზაქციები. MyCoins.ge სხვა პოპულარულ კრიპტოსერვისებთან ერთად საქართველოში პირველად თავაზობს კრიპტო მარკეტს შეჩერების დავალების და მარკეტ ორდერის დარეგისტრირების შესაძლებლობას, შეჩერების დავალება მომხმარებლებს დაეხმარება დააზღვიონ კრიპტოსავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებული რისკები და დაზოგონ დრო (რომელიც საბაზრო კურსის მუდმივად შემოწმებით იკარგება) სასურველი ყიდვა/გაყიდვის კურსის დაფიქსირებით, რომელზეც მომხმარებლის კრიპტოსივრცე ავტომატურად იყიდის ან გაყიდის მითითებულ კრიპტოვალუტას. მარკეტ ორდერი კი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ისარგებლონ სწრაფი ყიდვა/გაყიდვის კურსებზე უკეთესი კურსებით რომელსაც თავად ამოირჩევს სისტემის მიერ შემოთავაზებული ინტერვალიდან, MyCoins.ge კი სხვა მომხმარებლების მიერ დარეგისტრირებულ მარკეტ ორდერებს შორის მოიძიებს საუკეთესო შემხვედრ დავალებას, რომლის მოცულობიდან გამომდინარეც დარეგისტრირებული დავალება სრულად ან ნაწილობრივ შესრულდება.

დღევანდელ სტატიტაში განვიხილავთ იმ კრიპტოვალუტების ბოლო ერთი კვირის (10/09/2018 – 16/09/2018) საბაზრო ტენდენციებს, რომელთა ვაჭრობაც შეგიძლიათ  ვებგვერდი MyCoins – ის დახმარებით.

ბიტკოინი / Bitcoin

ბოლო მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის ფასმა შესამჩნევი ცვლილებები განიცადა. მისი ფასი კვირის დასაწყისში საგრძნობლად დაბალი იყო და კვირის ბოლოს მან მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა. კვირის დასაწყისში ფასი  6,329.70 $ იყო და კვირის ბოლოს იგი 6,496.76 $ – ს გაუტოლდა. ერთი კვირის განმავლობაში ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვირის ბოლოს, 14 სექტემბერს დაფიქსირდა. პროცენტულ ერთულებში მინიმალური ფასიდან მაქსიმუმანდე ფასი 4 % – ით გაიზარდა, რაც 11 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით ზრდას ასახავს.

ფიგურა 1: წყარო: https://myc.ge/2PmGOvf (განხილულია დახურვის ფასები)

ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, გასული კვირის განმავლობაში მისი ღირებულება 108.76 მილიარდი აშშ დოლარიდან 112.21 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც შესაბამისად მსოფლიოში ნავაჭრი ბიტკოინების მთლიანი ღირებულების ზრდას გვიჩვენებს. ამ კვირის ჭრილში ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 112.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა, და ამავდროულად კვირის სხვა დღეებთან შედარებით მისი მნიშვნელობა გაცილებით მაღალია. ზოგადად ყველაზე დაბალი კაპიტალიზაციის მაჩვენებლიდან მაქსიმალურ დონემდე პროცენტული ზრდა 3 % – ს გაუტოლდა.                         

ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash

ბიტკოინ ქეშის შემთხვევაში, ერთი ერთეული კრიპტოვალუტის ფასი 432.85 $ – სა და 465.59 $ – ს შორის მერყეობდა. ბიტკოინ ქეშის ფასის მერყეობა ბიტკოინისგან განსხვავებულ ტრენდს მისდევს. კვირის დასაწყისში ფასი შედარებით მაღალი იყო და კვირის ბოლოს იგი უმნიშვნელოდ შემცირდა. ამავდროულად აღსანიშნავია ისიც, რომ მაქსიმალური მაჩვენებლიდან, სადაც ფასის ნიშნული 665.59 $ – ს უტოლდება, კვირის ბოლომდე ფასის შემცირება დაახლოებით 4 % – ს მიუახლოვდა.

ფიგურა 2: წყარო : https://myc.ge/2L8jKND  (განხილულია დახურვის ფასები)

კაპიტალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ნავაჭრი ბიტკოინ ქეშის ღირებულება ბაზარზე 10 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით 8.4 მილიარდი აშშ დოლარიდან 7.72 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. ყველაზე დაბალი ნიშნული რასაც კაპიტალის მოცულობამ მიაღწია 13 სექტემბერს დაფიქსირდა 7.52 მილიარდ ა.შ.შ. დოლარზე. ბოლო კვირის მიხედვით, კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 8.40 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, მაქსიმალური მაჩვენებლიდან მინიმალურამდე პროცენტული შემცირება დაახლოებით 10 % – ს გაუტოლდა.

ეთერიუმი / Ethereum

ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის მინიმალური ნიშნული 183.33 $ – ზე, ხოლო მაქსიმალური ფასის მაჩვენებელი კი 15 სექტემბერს დაფიქსირდა და დაახლოებით 223.07 $ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პროცენტულ ჭრილში მინიმალური ფასიდან მინიმუმამდე ზრდა 22 % – ს მიუახლოვდა.

ფიგურა 3: წყარო: https://myc.ge/2wn0ExZ (განხილულია დახურვის ფასები)

რაც შეეხება ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაციას, მაქსიმალური მოცულობა გასული კვირის ბოლოს დაფიქსირდა და დაახლოებით 22.55 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, მინიმალური მონაცემიდან მაქსიმლაურ მაჩვენებლამდე ზრდა დაახლოებით 20 % – ს აღწევს.

რიპლი / Ripple

სხვა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, რიპლის ფასი საგრძნობლად დაბალია, და ამავდროულად მისი ფასის მერყეობა ამ კვირაში სხვა დანარჩენი განხილული კრიპტოვალუტების (ეთერიუმი ლაითკოინი) მსგავს ტენდენციას იმეორებს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ერთეული რიპლის ფასი 0.26 $ – სა და 0.28 $ – ს შორის მერყეობდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 11 სექტემბერს, ხოლო ყველაზე მაღალი 15 სექტემბერს დაფიქსირდა 0.282 $ – იან ნიშნულზე. პროცენტულ მაჩვენებლებში, კვირის დასაწყისიდან, კვირის ბოლომდე რიპლის ფასი 4 % – ით გაიზარდა (რაც 10 სექტემბრიდან 16 სექტემბრამდე ფასის ზრდას ასახავს).

ფიგურა 4: წყარო: https://myc.ge/2N7YsRK  (განხილულია დახურვის ფასები)

გასული კვირის განმავლობაში ვაჭრობის ღირებულების ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 11.16 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და პროცენტულმა ზრდამ მინიმალური ნიშნულიდან კვრის ბოლო დღის კაპიტალიზაციის მაჩვენებლამდე დაახლოებით 7 % შეადგინა.

ლაითკოინი / Litecoin

ლაითკოინის საბაზრო ტრენდები რიპლის მსგავს მერყეობას აფიქსირებს. მისი ფასი კვირის დასაწყისიდან ბოლომდე ზრდის ტენდენციას აჩვენებს. კვირის დასაწყისში ლაითკოინის ფასი 54.60 $ – ს გაუტოლდა და მისმა მნიშვნელობამ კვირის ბოლოს 56.85 $ – ს მიაღწია. შედეგად, ფასის პროცენტულმა ცვლილებამ კვირის დასაწყისიდან კვირის ბოლომდე 4 % – ული ერთეული შეადგინა.

ფიგურა 5: წყარო: https://myc.ge/2vVoh0O (განხილულია დახურვის ფასები)

კაპიტალიზაციის მხრივ, სიტუაცია ფასების მსგავს ტენდენციას იმეორებს. ბაზრის კაპიტალიზაციის მინიმალური მაჩვენებელი 3.02 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და შესაბამისად მინიმალური ნიშნულიდან მაქსიმალურ ნიშნულამდე კაპიტალიზაცია დაახლოებით 10 % – ით გაიზარდა. ამავდროულად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასული კვირის ბოლოს 16 სექტემბერს დაფიქსირდა და 3.32 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

დეში / Dash

დეშის შემთხვევაში, კვირის დასაწყისში ფასი შესამჩნევად მაღალია, თუმცა კვირის ბოლოსკენ მისი მნიშვნელობა საგრძნობლად კლებულობს. მაქსიმალური მაჩვენებელი 10 სექტემბერს დაფიქსირდა და ყველაზე მცირე ნიშნული კი 12 სექტემბერს 185.26 $ – ს გაუტოლდა. შესაბამისად, მაქსიმალური ფასიდან მინიმალურ ფასამდე პროცენტულმა შემცირებამ 8 % შეადგინა.

ფიგურა 6: წყარო: https://myc.ge/2nQ7t7b (განხილულია დახურვის ფასები)

აღსანიშნავია ისიც, რომ ბაზრის კაპიტალიზაციის ტრენდი საგრძნობლად განსხვავდება ფასების ტრენდისაგან. ვაჭრობის ყველაზე მაღალმა მოცულობამ კვირის დასაწყისში 1.68 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კაპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 13 სექტემბერს დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალური ბრუნვიდან მინიმალურ ბრუნვამდე პროცენტული შემცირება 8 % – ს გაუტოლდა.

ფიგურა 7: კაპიტალიზაციის წილები MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (10/09/2018)

საბაზრო ტრენდების განხილვასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია განვიხილოთ თუ როგორ იცვლება ბაზრის კაპიტალიზაციის წილობრივი მაჩვენებლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით, 10 სექტემბერს ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობაში ბიტკოინს უკავია (დაახლოებით 71 %), ხოლო შემდეგ ორ ადგილს ეთერიუმი (დაახლოებით 13 %) და რიპლი (დაახლოებით 7 %) ინაწილებენ.

ფიგურა 8: კაპიტალიზაციის წილები MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (16/09/2018)

კვირის ბოლომდე, კრიპტოვალუტების მოცულობების წილები თითქმის არ შეცვლილა. 16 სექტემბრის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინი ისევ პირველ ადგილს იკავებს – რაც 71 % – ს შეადგენს, ხოლო შემდეგ ორ ადგილს ისევ ეთერიუმი (დაახლოებით 14 %) და რიპლი (დაახლოებით 7 %) ინაწილებენ.

ბლოკჩეინ სტარტაპი ბიტსი (Bitsy) მომხმარებლისთვის ე.წ. მეგობრული კრიპტო საფულის შექმნას იწყებს

ბლოკჩეინის სტარტაპს Bitsy – ს სურს ქაღალდის ფულსა და კრიპტოვალუტებს შორის ურთიერთკავშირის გამყარება. ამ მიზნით, კომპანიამ პარასკევს 14 სექტემბერს ახალი კრიპტო საფულის შექმნის იდეა დააანონსა, რომელიც მიზნად ისახავს ახალი გამარტივებული, მომხმარებელზე ორიენტირებული და მეგობრული გამოცდილების დანერგვას. სტარტაპის აღმასრულებელმა დირექტორმა ანა-მარია ჰოპკინსმა განაცხადა, რომ  ახალი საფულე მომხმარებელს საშალებას მისცემს შეიძნოს გარკვეული ტიპის კრიპტოვალუტა, როგორიცაა ბიტკოინი, და დარწმუნდეს რომ მისი დახმარებით უფრო მარტივი იქნება ბიტკოინის მეშვეობით (და ამავდროულად სხვა კრიპტოვალუტის) ტრანზაქციების შესრულება.

Bitsy – ს მიხედვით, (რომელიც Medici Venture – ის ინვესტიციას ღებულობს აღნიშნული წამოწყებისათვის) საფულე ახალ მომხმარებლებს სთავაზობს უფრო მარტივ დიზაინსა და მოქნილ ინტერფეისს, რომელიც მალავს საფულისს მისამართს, ტრანზაქციის ვერიფიკაციის დეტალებს და სხვა ტექნიკულ დეტალებს. თუმცა, ამავდროულად უფრო მეტად გამოცდილი მომხმხმარებლებისათვის ზემოთ ჩამოთვლილი ტექნიკური მახასიათებლები ხელმისაწვდომი იქნება სურვილის შესაბამისად.

კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, აპლიკაცია საფულეზე ხელმისაწვდომობის დასამტკიცებლად ე.წ სახის აღქმის (facial recognition) ფუნქციას გამოიყენებს. ახალი პროდუქტის გამოყენებისას, მომხმარებლები საკამოდ მარტივად, სასურველი რაოდენობის ბიტკოინის შესაძენად გამოიყენებენ საჭირო ოდენობის ა.შ.შ. დოლარს და ბიტკოინი პირდაპირ აისახება მათი კრიპტოსაფულის ანგარიშზე. ასევე ბიტკოინის სხვა მომხმარებელთან გადასარიცხად, საფულე ავტომატურად გამოიყენებს ე.წ QR კოდს ბიტკოინის ანგარიშის მისამართის ნაცვლად. ჰოპკინსმა ასევე დასძინა, რომ თუ მომხმარებელს არ სურს ტრანზაქციების ტექნიკურ ასპექტებზე ზრუნვა – მას ეს არც მოუწევს, და რა თქმა უნდა თუ ამის სურვილი იარსებობს – ეს ფუნქცია საფულეშივე იქნება ჩაშენებული.

სისტემის ამოქმედებისთანავე მომხმარებლებს საშუალება მიეცემათ სახსრები მყისიერად გადაურიცხონ ერთმანეთს, თუმცა, ამავდროულად კომპანია ეცდება საფულის პლატფორმა მოარგოს ისეთ მომხმარებლებს, რომელთაც კრიპტოვალუტის მეშვეობით საქონლისა და მომსახურების ონლაინ შეძენის სურვილი გაუჩნდებათ. ბოლო დროის მონაცემების მიხედვით, როდესაც კომპანიების უმეტესობა კრიპტოსაფულეს ფლობს, უფრო და უფრო მარტივი ხდება მომხმარებელსა და ბიზნესს შორის ტრანზაქციების განხორციელება და შესაბამისად Bitsy – ის მიერ შემოთავაზებული სიახლე აღნიშნულ ურთიერთდამოკიდებულებას უფრო სწრაფს ხდის მრავალი ტექნიკური ასპექტის ფუნქციონალური გამარტივების გზით.[4]

[1] ASIC – (Application Specific Integrated Circuit) – აპლიკაციისათვის სპეციფიკური ინტეგრირებული ერთეული

[2] Hash – ზომავს თუ რა რაოდენობის ენერგიაა საჭირო იმისათვის რომ ბიტკოინის ქსელმა უწყვეტად იფუნქციონიროს

[3] წყარო: https://myc.ge/2xcvavB

[4] წყარო: https://myc.ge/2paHOH4

© 2020 MyCoins.ge all rights reserved