მაინინგ გიგანტმა Bitmain – მა ბიტკოინ ქეშის საფულის სტარტაპი შეისყიდა
2018 წლის პირველ ოქტომბერს გაკეთებული განცხადების მიხედვით, კრიპტოვალუტის მომპოვებელმა გიგანტმა Bitmain – მა შეისყიდა სტარტაპი Telescope, რომელიც ღია წყაროზე დაფუძნებულ ბიტკოინ ქეშის საფულეს წარმოადგენს. ვებ – ბრაუზერზე დაფუძნებული საფულე მოხმარებაში ამავე წლის დასაწყისში ჩაეშვა მყისიერი ბიტკოინ ქეშის ტრანზაქციების განსახორციელებლად. ამჟამად, პრეს – რელიზში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, Telescope – ი ოპერირებს Google Chrome – სა და Mozilla Firefox – ზე, თუმცა შესყიდვის შემდეგ გუნდი გეგმავს სხვა პლატფორმებზე გაფართვებასაც. საფულე, რომელიც მხარდაჭერილია BitPay – სა და moneybutton.com – ის სისტემით, ინახავს კრიპტოგრაფიკულ გასაღებებს ე.წ. ბრაუზერის გაფართოვების (extension) ფარგლებში, რომელიც ტრანზაქციის განხორციელებისას მომხმარებლის მხრიდან დასტურს პირდაპირ ბრაუზერიდან ითხოვს. პროექტის მიხედვით, სახსრების განთავსება და მართვა აღნიშნული მეთოდით მომხმარებელის ცალკეულ საფულეს მაღალი ხარისხის უსაფრთხოებას სთავაზობს.
Bitmain – ის საერთაშორისო პრესასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ნიშანტ შარმამ განაცხადა, რომ Telescope – ი ბიტკოინ ქეშის ეკოსისტემისათვის „მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან ინოვაციას“ წარმოადგენს. მისივე თქმით, ბრაუზერ – ჩაშენებული კრიპტოსავალუტო საფულეები სამომავლოდ პერსპექტიულ ტექნოლოგიებს წარმოადგენენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე მონაცემებზე დაყრდნობით, Bitmain – ი ბრუნვაში არსებული ბიტკოინ ქეშის 6 პროცენტს ფლობს. კომპანიის მიერ ზემოთ განხილული გადაწყვეტილების მიღებას გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, იმის გათვალისწინებით რომ მიმდინარე წელს მის ხელთ არსებული კაპიტალის ღირებულება გაუფასურდა.[1] კერძოდ, მაშინ როცა კომპანია ფლობდა დაახლოებით 900 მილიონი ა.შ.შ. დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას 2018 წლის დასაწყისში, მომდევნო ათი თვის განმავლობაში ჯამური კაპიტალის ღრებულება თითქმის 20 პროცენტით გაუფასურდა.[2]
წამყვანი კრიპტოვალუტები და მათი ანალიზი
მიმდინარე მონაცემების მიხედვით, ბრუნვის მოცულობის მიხედვით, მოწინავე ელექტრონულ ვალუტებს წარმოადგენს: ბიტკოინი / Bitcoin, ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash, ეთერიუმი / Ethereum, რიპლი / Ripple, ლაითკოინი / Litecoin, დეში / Dash, ტრონი / Tron, ბინანს კოინი / Binance Coin, კარდანო / Cardano, იოტა / IOTA, მონერო / Monero და ასე შემდეგ. ჩამოთვლილი კრიპტოვალუტებიდან პიველი 6 ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია MyCoins – ის ელექტრონული საფულის მეშვეობით, რომლის უპირატესობას ბაზარზე საქმიანობის დიდი გამოცდილება წარმოადგენს (eMoney – ს გამოცდილებიდან გამომდინარე). MyCoins.ge არის ახალი კრიპტოსივრცე, ვებ გვერდი რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მართონ საკუთარი კრიპტოსავალუტო ოპერაციები და უმარტივესად იყიდონ, გაყიდონ, მიიღონ ან გააგზავნონ მათთვის სასურველი კრიპტოვალუტა.
MyCoins.ge სპეციალურად კრიპტოვალუტის მომხმარებლებისთვის შეიქმნა და არ არის გადატვირთული არარელევანტური სერვისებითა და ფუნქციებით, რაც ამარტივებს მის გამოყენებას, იგი მოსახერხებელს ხდის სასურველი ოპერაციების განხორციელებას და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს უფრო მარტივად აკონტროლონ ტრანზაქციები. MyCoins.ge სხვა პოპულარულ კრიპტოსერვისებთან ერთად საქართველოში პირველად თავაზობს კრიპტო მარკეტს შეჩერების დავალების და მარკეტ ორდერის დარეგისტრირების შესაძლებლობას, შეჩერების დავალება მომხმარებლებს დაეხმარება დააზღვიონ კრიპტოსავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებული რისკები და დაზოგონ დრო (რომელიც საბაზრო კურსის მუდმივად შემოწმებით იკარგება) სასურველი ყიდვა/გაყიდვის კურსის დაფიქსირებით, რომელზეც მომხმარებლის კრიპტოსივრცე ავტომატურად იყიდის ან გაყიდის მითითებულ კრიპტოვალუტას. მარკეტ ორდერი კი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ისარგებლონ სწრაფი ყიდვა/გაყიდვის კურსებზე უკეთესი კურსებით რომელსაც თავად ამოირჩევს სისტემის მიერ შემოთავაზებული ინტერვალიდან, MyCoins.ge კი სხვა მომხმარებლების მიერ დარეგისტრირებულ მარკეტ ორდერებს შორის მოიძიებს საუკეთესო შემხვედრ დავალებას, რომლის მოცულობიდან გამომდინარეც დარეგისტრირებული დავალება სრულად ან ნაწილობრივ შესრულდება.
დღევანდელ სტატიტაში განვიხილავთ იმ კრიპტოვალუტების ბოლო ერთი კვირის (01/10/2018 – 07/10/2018) საბაზრო ტენდენციებს, რომელთა ვაჭრობაც შეგიძლიათ MyCoins – ის ელექტრონული საფულის დახმარებით.
ბიტკოინი / Bitcoin
ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით, ბიტკოინის ფასმა შესამჩნევი ცვლილებები განიცადა. ფასმა მაქსიმუმს კვირის შუა პერიოდში მიაღჭია და კვირის ბოლოსკენ კლების ტენდენცია განაგრძო. კვირის დასაწყისში ფასი 6,589.62 $ იყო და კვირის ბოლოს იგი 6,588.84 $ – ს გაუტოლდა. ერთი კვირის განმავლობაში ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კვირის დასაწყისში, 3 ოქტომბერს დაფიქსირდა. პროცენტულ ერთულებში მინიმალური ფასიდან მაქსიმუმანდე ფასი 2 % – ით გაიზარდა, რაც 3 ოქტომბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით ზრდას ასახავს.
ფიგურა 1: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციის მონაცემების მიხედვით, გასული კვირის განმავლობაში მისი ღირებულება 114.51 მილიარდი აშშ დოლარიდან 114.05 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც შესაბამისად მსოფლიოში ნავაჭრი ბიტკოინების მთლიანი ღირებულების კლებას გვიჩვენებს. ამ კვირის ჭრილში ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 114.61 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა, და ამავდროულად კვირის სხვა დღეებთან შედარებით მისი მნიშვნელობა შესამჩნევად მაღალია. ზოგადად ყველაზე დაბალი კაპიტალიზაციის მაჩვენებლიდან მაქსიმალურ დონემდე პროცენტული ზრდა 2 % – ს გაუტოლდა.
ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash
ბიტკოინ ქეშის შემთხვევაში, ერთი ერთეული კრიპტოვალუტის ფასი 508.62 $ – სა და 533.27 $ – ს შორის მერყეობდა. ბიტკოინ ქეშის ფასის მერყეობა ბიტკოინისაგან განსხვავებულ ტრენდს მიყვება. კვირის დასაწყისში ფასი შედარებით მაღალი იყო და კვირის ბოლოს შესამჩნევი ვარდნა განიცადა. ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ მაქსიმალური მაჩვენებლიდან, სადაც ფასის ნიშნული 533.27 $ – ს უტოლდება, კვირის ბოლომდე ფასის შემცირება დაახლოებით 4 % – ს მიუახლოვდა.
კაპიტალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ნავაჭრი ბიტკოინ ქეშის ღირებულება ბაზარზე პირველი ოქტომბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით 9.24 მილიარდი აშშ დოლარიდან 8.92 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. ყველაზე დაბალი ნიშნული რასაც კაპიტალის ღირებულებამ მიაღწია 7 ოქტომბერს დაფიქსირდა 8.92 მილიარდ ა.შ.შ. დოლარზე. ბოლო კვირის მიხედვით, კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 9.24 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, მაქსიმალური მაჩვენებლიდან მინიმალურამდე პროცენტული შემცირება დაახლოებით 3 % – ს გაუტოლდა.
ფიგურა 2: წყარო : https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin-cash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
ეთერიუმი / Ethereum
ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის მინიმალური ნიშნული 220.49 $ – ზე, ხოლო მაქსიმალური ფასის მაჩვენებელი კი პირველ ოქტომბერს დაფიქსირდა და დაახლოებით 230.77 $ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პროცენტულ ჭრილში მაქსიმალური ფასიდან მინიმალურამდე შემცირება 4 % – ს მიუახლოვდა.
ფიგურა 3: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ethereum/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
რაც შეეხება ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაციას, მაქსიმალური მოცულობა გასული კვირის დასაწყისში დაფიქსირდა და დაახლოებით 23.86 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, მაქსიმალური მონაცემიდან მინიმალურ მაჩვენებლამდე შემცირება დაახლოებით 5 % – ს აღწევს.
რიპლი / Ripple
სხვა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, რიპლის ფასი საგრძნობლად დაბალია, და ამავდროულად მისი ფასის მერყეობა ამ კვირაში სხვა დანარჩენი განხილული კრიპტოვალუტებისაგან განსხვავებით ფასის ყველაზე სტაბილური მერყეობა დააფიქსირა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ერთეული რიპლის ფასი 0.47 $ – სა და 0.58 $ – ს შორის მერყეობდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 7 ოქტომბერს, ხოლო ყველაზე მაღალი პირველ ოქტომბერს დაფიქსირდა 0.58 $ – იან ნიშნულზე. პროცენტულ მაჩვენებლებში, კვირის დასაწყისიდან, კვირის ბოლომდე რიპლის ფასი 18 % – ით შემცირდა (რაც პირველი ოქტომბრიდან 7 ოქტომბრამდე ფასის შემცირებას ასახავს).
ფიგურა 4: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ripple/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
გასული კვირის განმავლობაში ვაჭრობის ღირებულების ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 23.27 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და პროცენტულმა შემცირებამ მაქსიმალური ნიშნულიდან კვრის ბოლო დღის კაპიტალიზაციის მაჩვენებლამდე დაახლოებით 19 % შეადგინა.
ლაითკოინი / Litecoin
ლაითკოინის საბაზრო ტრენდები სხვა განხილული კრიპტოვალტების მსგავს დინამიკას იმეორებს (ეთერიუმი, ბიტკოინი, ბიტკოინ ქეში და დეში). კვირის დასაწყისში ლაითკოინის ფასი 60.21 $ – ს გაუტოლდა და მისმა მნიშვნელობამ კვირის ბოლოს 57.66 $ – ს მიაღწია. შედეგად, ფასის პროცენტულმა შემცირებამ კვირის დასაწყისიდან კვირის ბოლომდე 4 % – ული ერთეული შეადგინა.
ფიგურა 5: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/litecoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
კაპიტალიზაციის მხრივ, სიტუაცია ფასების მსგავს ტენდენციას იმეორებს. ბაზრის კაპიტალიზაციის მინიმალური მაჩვენებელი 3.37 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალური ნიშნულიდან მინიმალურ ნიშნულამდე კაპიტალიზაცია დაახლოებით 6 % – ით შემცირდა. ამავდროულად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასული კვირის დასაწყისში პირველ ოქტომბერს დაფიქსირდა და 3.58 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
დეში / Dash
დეშის შემთხვევაში, კვირის დასაწყისში ფასი შესამჩნევად მაღალია, თუმცა კვირის ბოლოსკენ მისი მნიშვნელობა საგრძნობლად კლებულობს. მაქსიმალური მაჩვენებელი პირველ ოქტომბერს დაფიქსირდა და ყველაზე მცირე ნიშნული კი 3 ოქტომბერს 177.56 $ – ს გაუტოლდა. შესაბამისად, მაქსიმალური ფასიდან მინიმალურ ფასამდე პროცენტულმა შემცირებამ 5 % შეადგინა.
ფიგურა 6: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/dash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
აღსანიშნავია ისიც, რომ ბაზრის კაპიტალიზაციის ტრენდი უმნიშვნელოდ განსხვავდება ფასების ტრენდისაგან. ვაჭრობის ყველაზე მაღალმა მოცულობამ კვირის დასაწყისში 1.56 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კაპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 4 ოქტომბერს დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალური ბრუნვიდან მინიმალურ ბრუნვამდე პროცენტული შემცირება 5 % – ს გაუტოლდა.
ფიგურა 7: კაპიტალიზაციის წილები MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (01/10/2018)
საბაზრო ტრენდების განხილვასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია განვიხილოთ თუ როგორ იცვლება ბაზრის კაპიტალიზაციის წილობრივი მაჩვენებლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით, პირველ ოქტომბერს ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობაში ბიტკოინს უკავია (დაახლოებით 65 %), ხოლო შემდეგ ორ ადგილს ეთერიუმი (დაახლოებით 14 %) და რიპლი (დაახლოებით 13 %) ინაწილებენ.
ფიგურა 8: კაპიტალიზაციის წილები MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (07/10/2018)
კვირის ბოლომდე, კრიპტოვალუტების მოცულობების წილები უმნიშვნელოდ შეიცვალა. 7 ოქტომბრის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინი ისევ პირველ ადგილს იკავებს – რაც 67 % – ს შეადგენს, ხოლო შემდეგ ორ ადგილს ისევ ეთერიუმი (დაახლოებით 14 %) და რიპლი (დაახლოებით 11 %) ინაწილებენ.
Ubisoft – ი მხარს უჭერს ახალ ბლოკჩეინ – გაერთიანებას აღნიშნული ტექნოლოგიების სათამაშო ინდუსტრიაში წასახალისებლად
სათამაშო გიგანტმა Ubisoft – მა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ბლოკჩეინის სისვრცეში და ახლად ჩამოყალიბებული ბლოკჩეინის სათამაშო ალიანსის ერთ – ერთი წევრი გახდა. როგორც საინფორმაციო ორგანიზაცია MCV – ი იუწყება, ლიონში გამართულ სამიტზე გაკეთებული განაცხადების მიხედვით, შექმნილი გუნდი მიზნად ისახავს საერთო სტანდარტებისა და პრაქტიკის განვითარებას ბლოკჩეინის ტექნოლოგიების ვიდეო თამაშებში ინტეგრირებისათვის. ასევე, გუნდის დანარჩენ წევრებს შორისაა ბლოკჩეინის პროგრამული უზრუნველყოფის ფირმა ConsenSys და სხვა სტარტაპები როგორიცაა Enjin – ი, Fig – ი, Alto, Ultra, Gimli, EverdreamSoft – ი და B2Expand – ი. Ultra – ს აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლა გალოტმა MCV- ს განუცხადა, რომ ჯგუფი ფოკუსირებულია დაინტერესებულ მხარეთა გაძლიერებასა და საერთო ბლოკჩეინი სტანდარტების განვითარებით. მისივე თქმით, ბლოკჩეინ თამაშის ალიანსი მხარს უჭერს უნივერსალურ სტანდარტებს ბლოკჩეინის სათამაშო სივრცეში, რათა შეიქმნას უფრო მეტად თავსებადი და გამჭვირვალე ეკოსისტემა, რომელიც ასარგებლებს დაინტერესებულ მხარეებს, ინოვაციების გაღრმავებისა და ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფის მეშვეობით.
Ubisoft – ი, რომელიც ვიდეო თამაშების მსოფლიოს ერთ – ერთი უმსხვილესი გამომცემელია, ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ტესტავდა ბლოკჩეინის ტექნოლოგიებს. ცოტა ხნის წინ კომპანიამ გამოუშვა Minecraft – ით ინსპირირებული თამაში სახელწოდებით Hashcraft – ი, რომელიც მოთამაშეებს საშუალებას აძლევს თვითონ შექმნან ე.წ. ქვესთები და გამოწვევები, რომლებიც ინახება საზოგადოებისთვის ღია (საჯარო) ბლოკჩეინში. ამავდროულად, კომპანიის ბლოკჩეინის ინიციატივის ასოციაციის მენეჯერმა, ანე პაკმა განაცხადა, რომ „ ყველაფერი რაც ბლოკჩეინს უკავშრდება ღირს გამოსაკვლევად“ და ისინი იმედოვნებენ რომ აღნიშნული ინოვაციის მეშვეობით შეამცირებენ სათამაშო ინდუსტრიის საზოგადოებაში გავრცელებულ ე.წ. ტოქსიკურობას, ევროკავშირის კონფიდენციალურობის კანონების დაცვის გავლით.[3]
[1] ამასთან ერთად იგი გეგემავს ჰონგ კონგის ბაზარზე IPO – ს (თავდაპირველი საჯარო შეთავაზება) განხორციელებას.
[2] წყარო: https://www.coindesk.com/mining-giant-bitmain-acquires-bitcoin-cash-wallet-startup/
[3] წყარო: https://www.coindesk.com/ubisoft-backs-blockchain-group-to-spur-adoption-in-gaming/