კრიპტო გადაცვლის ერთეული Huobi – ი ახლა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ერთმანეთში გადაცვალონ 4 განსხვავებული Stablecoin[1] – ი
Huobi – მ, რომლიც სინგაპურში დაფუძნებულ კრიპტო – გადაცვლის ერთეულს წარმოადგენს, ახლახანს შეიმუშავა ახალი პროდუქტი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ერთმანეთში ადვილად გადაცვალონ სხვადასხვა ტიპის ქაღალდის ფულზე მიბმული კრიპტოვალუტები ან ე.წ. Stablecoin – ები, ბაზარზე ფასების მერყეობის შემთხვევაში. პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე, კომპანიამ ახალ პროდუქტს HUSD უწოდა და განაცხადა, რომ პროდუქტი გამოშვებისთანავე მხარს უჭერს Paxo – ს PAX ვალუტას, TrustToken – ის TUSD ვალუტას, Circle – ის USDC ვალუტას და Gemini exchange – ის GUSD კრიპტოვალუტას.
მანამდე, მომხმარებლები რომლებიც საკუთარ ანგარიშზე ათავსებდნენ GUSD – ს, შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ GUSD – ის არაფრით გამყარებულ კრიპტოვალუტაზე (როგორიცაა ბიტკოინი) გაცვლით ან კონვერტაციით. თუმცა, აღნიშნული ახალი პროდუქტის მეშვეობით, მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარ ანგარიშზე განათავსონი ოთხი Stablecoin – იდან ერთ – ერთი და შემდგომ ანგარიშიდან მოხსნან მათთვის სასურველი განსხვავებული Stablecoin – ი. Huobi – ის მთავარმა საოპერაციო ოფიცერმა რობინ ჟუ – მ დამატებით განმარტა, რომ HUSD თავად არ წარმოადგენს არც სტაბილურ ვალუტას და არც მის პროტოკოლს, არამედ იგი წარმადგენს სხვადასხვა სტაბილურ ვალუტას შორის არსებულ ე.წ. გაცვლის საშუალებას. მაგალითად, თუ მომხმარებელი განათავსებს გაცვლით პლატფორმაზე 10 ერთეულ PAX – ს, მისი ანგარიში დაკრედიტდება 10 HUSD – ით. ვაჭრობის დასრულების შემდეგ აღნიშნული აქტივების მოხსნისას, მომხმარებელს შეეძლება აირჩიოს 10 GUSD, რომელსაც სისტემა მოხსნის მომხმარებლებლების მიერ პლატფორმაზე განთავსებული GUSD – ებიდან. ამავდროულად, მომხმარებლებს შეეძლებათ გამოიტანონ მათ ხელთ არსებული ყველა განსხვავებული აქტივი ერთი Stablecoin – ის სახით, რაც დამოკიდებული იქნება აღნიშნული აქტივის მიწოდების საკმარის სიდიდეზე. ჟუ – ს განცხადებით, შესაძლებელია პლატფორმა ჩავარდეს ისეთ სიტუაციაში, როდესაც სტაბილური მონეტების საერთო რაოდენობა გაცილებით დაბალია მოთხოვნილ მონეტებთან შედარებით. აღნიშნულ შემთხვევაში თავად Huobi, შეისყიდის საჭრო ოდენობის სტაბილურ მონეტებს თავად მონეტის გამომცემლისაგან და დააკმაყოფილებს მოთხოვნას.
საბოლოოდ, Huobi – ი არ აპირებს მათ მიერ მხარდაჭერილი ყველა სტაბილური მონეტის ძირითად კრიპტოვალუტებთან (როგორიცაა ბიტკოინი და ეთერიუმი) გაცვლის კურსებს. ამის ნაცვლად, კომპანია გამოაქვეყნებს HUSD – სა და ძირითადი კრიპტოვალუტების გაცვლით კურსებს. აღსანიშნავია, რომ დღესდღობით ყველაზე გავრცელებულ სტაბილურ მონეტას ტეთერი (USDT) წარმოადგენს, რომელიც ა.შ.შ. დოლარზეა მიბმული, თუმცა ახალი პროდუქტი სხვა ძირითად კრიპტოვალუტებთან ერთად აღნიშნული სტაბილური მონეტის გაცვლის კურსსაც გამოაქვეყნებს HUSD – სთან მიმართებაში. საოპერაციო ოფიცრის განმარტებით, ამის ძირითად მიზეზს წარმოადგენს USDT – ის სტაბილურობასთან შესაბამისობის მოთხოვნები. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, USDT – ს არ გააჩნია საიმედო და რეგულარულად გამოქვეყნებული აუდიტორული დასკვნა ა.შ.შ. დოლარის რეზერვთან სტაბილურად მიბმულობის დასამტკიცებლად.
კომპანიის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, მომხმარებლებს ასევე საშუალება ექნებათ გაანაღდონ მათთვის სასურველი Stablecoin – ი, რადგან ბაზარზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიხედვით, რამდენიმე სტაბილურმა მონეტამ და აქტივმა საგრძნობლად გადაუხვია იმ ქაღალდის ფულის ვალუტის ღრებულებიდან, რომელზეც იყვენ მიმაგრებულები. მათი თქმით, სამომავლოდ ბაზარი უფრო მეტ სტაბილურ ვალუტას იხილავს, და რადგანაც აღნიშნული კომპანია მიესალმება უფრო მეტი Stabelcoin – ის ინტეგრაციას პლატფორმაში, ისინი იმედოვნებენ რომ HUSD – ის გამოყენებით შესაძლებელი იქნება სტაბილური ბაზრის შენარჩუნება.[2]
წამყვანი კრიპტოვალუტები და მათი ანალიზი
მიმდინარე მონაცემების მიხედვით, ბრუნვის მოცულობის მიხედვით, მოწინავე ელექტრონულ ვალუტებს წარმოადგენს: ბიტკოინი / Bitcoin, ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash, ეთერიუმი / Ethereum, რიპლი / Ripple, ლაითკოინი / Litecoin, დეში / Dash, ტრონი / Tron, ბინანს კოინი / Binance Coin, კარდანო / Cardano, იოტა / IOTA, მონერო / Monero და ასე შემდეგ. ჩამოთვლილი კრიპტოვალუტებიდან პიველი 6 ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია MyCoins – ის ელექტრონული საფულის მეშვეობით, რომლის უპირატესობას ბაზარზე საქმიანობის დიდი გამოცდილება წარმოადგენს (eMoney – ს გამოცდილებიდან გამომდინარე). MyCoins.ge არის ახალი კრიპტოსივრცე, ვებ გვერდი რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მართონ საკუთარი კრიპტოსავალუტო ოპერაციები და უმარტივესად იყიდონ, გაყიდონ, მიიღონ ან გააგზავნონ მათთვის სასურველი კრიპტოვალუტა.
MyCoins.ge სპეციალურად კრიპტოვალუტის მომხმარებლებისთვის შეიქმნა და არ არის გადატვირთული არარელევანტური სერვისებითა და ფუნქციებით, რაც ამარტივებს მის გამოყენებას, იგი მოსახერხებელს ხდის სასურველი ოპერაციების განხორციელებას და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს უფრო მარტივად აკონტროლონ ტრანზაქციები. MyCoins.ge სხვა პოპულარულ კრიპტოსერვისებთან ერთად საქართველოში პირველად თავაზობს კრიპტო მარკეტს შეჩერების დავალების და მარკეტ ორდერის დარეგისტრირების შესაძლებლობას, შეჩერების დავალება მომხმარებლებს დაეხმარება დააზღვიონ კრიპტოსავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებული რისკები და დაზოგონ დრო (რომელიც საბაზრო კურსის მუდმივად შემოწმებით იკარგება) სასურველი ყიდვა/გაყიდვის კურსის დაფიქსირებით, რომელზეც მომხმარებლის კრიპტოსივრცე ავტომატურად იყიდის ან გაყიდის მითითებულ კრიპტოვალუტას. მარკეტ ორდერი კი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ისარგებლონ სწრაფი ყიდვა/გაყიდვის კურსებზე უკეთესი კურსებით რომელსაც თავად ამოირჩევს სისტემის მიერ შემოთავაზებული ინტერვალიდან, MyCoins.ge კი სხვა მომხმარებლების მიერ დარეგისტრირებულ მარკეტ ორდერებს შორის მოიძიებს საუკეთესო შემხვედრ დავალებას, რომლის მოცულობიდან გამომდინარეც დარეგისტრირებული დავალება სრულად ან ნაწილობრივ შესრულდება.
დღევანდელ სტატიტაში განვიხილავთ იმ კრიპტოვალუტების ბოლო ერთი კვირის (15/10/2018 – 21/10/2018) საბაზრო ტენდენციებს, რომელთა ვაჭრობაც შეგიძლიათ MyCoins – ის ელექტრონული საფულის დახმარებით.
ბიტკოინი / Bitcoin
ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით, ბიტკოინის ფასმა საგრძნობი ცვლილებები განიცადა. ფასმა მაქსიმუმს კვირის დასაწყისში მიაღწია და კვირის ბოლოსკენ კლების ტენდენცია განაგრძო. კვირის დასაწყისში ფასი 6,596.54 $ იყო და კვირის ბოლოს იგი 6,514.37 $ – ს გაუტოლდა. ერთი კვირის განმავლობაში ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კვირის შუა პერიოდში, 19 ოქტომბერს დაფიქსირდა. პროცენტულ ერთულებში მაქსიმალური ფასიდან მინიმუმამდე ფასი 2 % – ით შემცირდა, რაც 15 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით შემცირებას ასახავს.
ფიგურა 1: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციის მონაცემების მიხედვით, გასული კვირის განმავლობაში მისი ღირებულება 109.00 მილიარდი აშშ დოლარიდან 112.92 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც შესაბამისად მსოფლიოში ნავაჭრი ბიტკოინების მთლიანი ღირებულების ზრდას გვიჩვენებს. ამ კვირის ჭრილში ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 114.36 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა, და ამავდროულად კვირის სხვა დღეებთან შედარებით მისი მნიშვნელობა გაცილებით მაღალია. ზოგადად ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მაჩვენებლიდან კვირის ბოლომდე შემცირება 1 % – ს გაუტოლდა.
ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash
ბიტკოინ ქეშის შემთხვევაში, ერთი ერთეული კრიპტოვალუტის ფასი 438.43 $ – სა და 459.38 $ – ს შორის მერყეობდა. ბიტკოინ ქეშის ფასის მერყეობა ბიტკოინის მსგავს ტრენდს მიყვება. კვირის დასაწყისში ფასი შედარებით მაღალი იყო და შუალედური ვარდნის შემდეგ კვირის ბოლოს მან შესამჩნევი ზრდა განიცადა. ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ მაქსიმალური მაჩვენებლიდან, სადაც ფასის ნიშნული 459.38 $ – ს უტოლდება, მინიმალურ დონემდე შემცირება დაახლოებით 5 % – ს მიუახლოვდა.
კაპიტალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ნავაჭრი ბიტკოინ ქეშის ღირებულება ბაზარზე 15 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით 7.63 მილიარდი აშშ დოლარიდან 7.88 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ყველაზე დაბალი ნიშნული რასაც კაპიტალის ღირებულებამ მიაღწია 19 ოქტომბერს დაფიქსირდა 7.63 მილიარდ ა.შ.შ. დოლარზე. ბოლო კვირის მიხედვით, კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 9.99 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, მაქსიმალური მაჩვენებლიდან მინიმალურამდე პროცენტული შემცირება დაახლოებით 5 % – ს გაუტოლდა.
ფიგურა 2: წყარო : https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin-cash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
ეთერიუმი / Ethereum
ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის მინიმალური ნიშნული 203.35 $ – ზე, ხოლო მაქსიმალური ფასის მაჩვენებელი კი 16 ოქტომბერს დაფიქსირდა და დაახლოებით 210.12 $ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პროცენტულ ჭრილში მაქსიმალური ფასიდან მინიმალურამდე შემცირება 3 % – ს მიუახლოვდა.
ფიგურა 3: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ethereum/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
რაც შეეხება ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაციას, მაქსიმალური მოცულობა გასული კვირის დასაწყისში დაფიქსირდა და დაახლოებით 21.57 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, მაქსიმალური მონაცემიდან კვირის ბოლომდე შემცირება დაახლოებით 2 % – ს აღწევს.
რიპლი / Ripple
სხვა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, რიპლის ფასი საგრძნობლად დაბალია, თუმცა ამავდროულად მისი ფასის მერყეობა ამ კვირაში სხვა დანარჩენი განხილული კრიპტოვალუტების მსგავს ტრენდს აფიქსირებს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ერთეული რიპლის ფასი 0.45 $ – სა და 0.47 $ – ს შორის მერყეობდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 15 ოქტომბერს, ხოლო ყველაზე მაღალი 16 ოქტომბერს დაფიქსირდა 0.47 $ – იან ნიშნულზე. პროცენტულ მაჩვენებლებში, კვირის დასაწყისიდან, კვირის ბოლომდე რიპლის ფასი 3 % – ით გაიზარდა (რაც 15 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრამდე ფასის ზრდას ასახავს).
ფიგურა 4: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ripple/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
გასული კვირის განმავლობაში ვაჭრობის ღირებულების ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 18.79 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და პროცენტულმა შემცირებამ მაქსიმალური ნიშნულიდან კვრის ბოლო დღის კაპიტალიზაციის მაჩვენებლამდე დაახლოებით 2 % შეადგინა.
ლაითკოინი / Litecoin
ლაითკოინის საბაზრო ტრენდები სხვა განხილული კრიპტოვალტების მსგავს დინამიკას იმეორებს (ეთერიუმი, ბიტკოინი, ბიტკოინ ქეში და დეში). კვირის დასაწყისში ლაითკოინის ფასი 54.88 $ – ს გაუტოლდა და მისმა მნიშვნელობამ კვირის ბოლოს 53.24 $ – ს მიაღწია. შედეგად, ფასის პროცენტულმა შემცირებამ კვირის დასაწყისიდან კვირის ბოლომდე 3% – ული ერთეული შეადგინა.
ფიგურა 5: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/litecoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
კაპიტალიზაციის მხრივ, სიტუაცია ფასების მსგავს ტენდენციას იმეორებს. ბაზრის კაპიტალიზაციის მინიმალური მაჩვენებელი 3.06 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და შესაბამისად მინიმალური ნიშნულიდან კვირის ბოლომდე კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 % – ით გაიზარდა. ამავდროულად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასული კვირის დასაწყისში 16 ოქტომბერს დაფიქსირდა და 3.23 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
დეში / Dash
დეშის შემთხვევაში, კვირის დასაწყისში ფასი შესამჩნევად მაღალია, თუმცა კვირის ბოლოსკენ მისი მნიშვნელობა საგრძნობლად კლებულობს. მაქსიმალური მაჩვენებელი 15 ოქტომბერს დაფიქსირდა და ყველაზე მცირე ნიშნული კი 19 ოქტომბერს 152.90 $ – ს გაუტოლდა. შესაბამისად, მაქსიმალური ფასიდან მინიმალურ ფასამდე პროცენტულმა შემცირებამ 7 % შეადგინა.
ფიგურა 6: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/dash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
აღსანიშნავია ისიც, რომ ბაზრის კაპიტალიზაციის ტრენდი უმნიშვნელოდ განსხვავდება ფასების ტრენდისაგან. ვაჭრობის ყველაზე მაღალმა მოცულობამ კვირის დასაწყისში 1.39 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კაპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 20 ოქტომბერს დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალური ბრუნვიდან მინიმალურ ბრუნვამდე პროცენტული შემცირება 7 % – ს გაუტოლდა.
ფიგურა 7: კაპიტალიზაციის წილები MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (15/10/2018)
საბაზრო ტრენდების განხილვასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია განვიხილოთ თუ როგორ იცვლება ბაზრის კაპიტალიზაციის წილობრივი მაჩვენებლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით, 15 ოქტომბერს ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობაში ბიტკოინს უკავია (დაახლოებით 69.4 %), ხოლო შემდეგ ორ ადგილს ეთერიუმი (დაახლოებით 12.7 %) და რიპლი (დაახლოებით 10.2 %) ინაწილებენ.
ფიგურა 8: კაპიტალიზაციის წილები MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (21/10/2018)
კვირის ბოლომდე, კრიპტოვალუტების მოცულობების წილები უმნიშვნელოდ შეიცვალა. 21 ოქტომბრის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინი ისევ პირველ ადგილს იკავებს – რაც 68.6 % – ს შეადგენს, ხოლო შემდეგ ორ ადგილს ისევ ეთერიუმი (დაახლოებით 12.8 %) და რიპლი (დაახლოებით 11.1 %) ინაწილებენ.
ჩიპების მწარმოებელი კომპანია TSMC – ს გათვლებით, მეოთხე კვარტალში კრიპტო მაინერებზე (მომპოვებლებზე) მოთხოვნა შემცირდება
ჩიპების დამამზადებელმა ტაივანურმა ნახევარგამტარების მწარმოებელმა კომპანიამ (TSMC) ამავე წლის მეოთხე კვარტალში კრიპტოვალუტების მომპოვებელ პროცესორებზე მოთხოვნის შემცირება იწინასწარმეტყველა. აღნიშნულმა კომპანიამ, რომელიც კრიპტო მომპოვებელი გიგნანტი ფირმის Bitmain – ის ძირითადი მომწოდებელია, საკუთარ 2018 წლის მესამე კვარტალის ანგარიშში განაცხადა, რომ მათ შემოსავლების ზრდაზე დიდ გავლენას იქონიებს კრიპტო ვალუტების მაინერების ბაზარზე სტაბილურად არსებული სუსტი აქტივობები. შედეგად, კომპანიან შეამცირა თავისი წლიური შემოსავლის ზრდის პროგნოზი 2018 წლის ბოლოსათვის.
ამავე წლის სექტემბრის მონაცემების მიხედვით, ჰონ-კონგის საფონდო ბირჟაზე Bitmain – ის მიერ განთავსებული პირველადი საჯარო შეთავაზებებისას, მის მიერ მიწოდებული მთლიანი ჩიპების დაახლოებით 60 პროცენტი TSMC – დან მოდიოდა, რომელიც მოიცავდა 2017 წელსა და 2018 წლის პირველ ნახევარს. აღმასრულებელი დირექტორისა და ვიცე – თავმჯდომარის სი.სი. ვეის მიხედვით, 2018 წლის ზრდის ტემპი დაახლოებით 6.5 % – ს უტოლდება ა.შ.შ. დოლარის ერთეულებში, რაც საკმაოდ ახლოს არის თავად ინდუსტრიის ზრდის მაჩვენებელთან, თუმცა მცირედით ჩამოუვარდება მათ მიერ შეფასებული ზრდისაგან, რომელიც 7 % – დან 9 % – მდე მერყეობს.
კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2018 წლის მესამე კვარტალში მათი შემოსავალი 2.9 მილიარდ ა.შ.შ დოლარს გაუტოლდა, რაც მეორე კვარტალთან შედარებით 23.2 % – ით ზრდას ასახავს. თუმცა წლიდან წლამდე ჭრილში, სუფთა მოგება 0.9 პროცენტით შემცირდა. რაც შეეხება წმინდა შემოსავალს, მესამე კვარტალში მისი მოცულობა 8.486 მილიარდ ა.შ.შ. დოლარს მიუახლოვდა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 11.6 % – იან ზრდას წარმოადგენს. ამავდროულად წლიდან წლამდე დიაპაზონში ზრდა სულ რაღაც 3 პროცენტს აღწევს. ბოლო კვარტალურ ანგარიშში კი მათი პროგნოზის მიხედვით კრიპტოვალუტების მომპოვებელ პროცესორებზე მოთხოვნა შემცირდება.[3]
[1] Stablecoin – ი არის ნებისმიერი კრიპტოვალუტა რომელიც მიბმულია რაიმე სტაბილურ აქტივზე, როგორიცაა ოქრო ან ქაღალდის ფული. ხშირად აღნიშნული ელქტრონული ვალუტები დაკავშირებულია DAO – სთან, რომელიც აკონტროლებს ვალუტის გამოშვებისა და საფასო პოლიტიკას.
[2] წყარო: https://www.coindesk.com/crypto-exchange-huobi-now-lets-users-swap-between-4-different-stablecoins/
[3] წყარო: https://www.coindesk.com/chip-maker-tsmc-forecasts-weaker-crypto-mining-demand-in-q4/