ვენესუელა 2019 წლიდან ნავთობს Petro კრიპტოვალუტაზე გაყიდის

Home » სიახლეები » ვენესუელა 2019 წლიდან ნავთობს Petro კრიპტოვალუტაზე გაყიდის
10/12/2018
ვენესუელა 2019 წლიდან ნავთობს Petro კრიპტოვალუტაზე გაყიდის

ვენესუელა 2019 წლიდან ნავთობს Petro კრიპტოვალუტაზე გაყიდის

ვენესუელის პრეზიდენტის მადუროს განცხადებით, ნავთობით ვაჭრობისას ა.შ.შ. ამერიკულ დოლარს ე.წ. Petro კრიპტოვალუტით ჩაანაცვლებენ. წინა კვირას, ადგილობრივი მედიის მეშვეობით გაკეთებული განცხადების მიხედვით აღნიშნული ქმედება ემსახურება ნავთბის ინდუსტრიაში ა.შ.შ. დოლარის დომინირების შემცირებასა და გლობალური ბაზრის დივერისფიკაციას. მადუროს სიტყვებზე დაყრდნობით, 2019 წლიდან ვენესუელა ნავთობს Petro კრიპტოვალუტის ერთეულებში გაყიდის, რაც ქვეყანას ა.შ.შ დოლარის წნეხისგან განთავისუფლებაში დაეხმარება. პრეზიდენტს შესაბამისად გაწერილი აქვს ექვს წლიანი ფინანსური გეგმა ამერიკის მხრიდან გატარებული სანქციების უარყოფითი ეფექტების თავიდან ასაცილებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ ქრონოლოგიურად Petro – ს სხვადასხვა ვალუტაში კონვერტირების იდეას ვენესუელის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა უძღვოდა წინ. მადურომ ასევე დასძინა, რომ რუსეთი ნავთობპროდუქტებით და სხვადასხვა საქონელით უკვე ჩინური იუანების მეშვეობით ვაჭრობს და მისი აზრით, ვენესუელამაც უნდა მიმართოს ვაჭრობის დივერსიფიკაციას და ნელ – ნელა დაიწყოს ნავთბპროდუქტების Petro კრიპტოვალუტებში ვაჭრობა. გასულ თვეს, ვენესუელის ნავთობის მინისტრმა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნავთობპროდუქტების კომპანიის პრეზიდენტმა მანუელ კუვედომ განაცხადა, რომ მათი ქვეყანა ნავთობპროდუქტების ექსპორტიორ ქვეყნებს (OPEC) წარუდგენს Petro – ს, როგორც მთავარ ციფრულ ვალუტას, რომელიც გამყარებული იქნება ნავთბით. აღნიშნული მონეტა გასაყიდად ჩაეშვა ე.წ. წინასწარ გაყიდვებში ამავე წლის თებერვალში მონეტის ეკონომიკაში ინტეგრირებისათვის. თუმცა, ციფრული მონეტის გაშვებამდე ოპოზიციურმა პარტიამ აღნიშნულ ქმედებას ქვეყნის ნავთობ – რეზერვების საწინააღმდეგო არალეგალური „სესხება“ უწოდა. მოქალაქეებისათვის Petro – ს მიყიდვა 2018 წლის ოქტომბერში დაიწყო მთავრობის მიერ შემუშავებული პორტალის დახმარებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ვენესუელას ახალი ეროვნული ვალუტა, სუვერენული ბოლივარი, ივლისში მთავრობის გადაწყვეტილებით Petro – ს მიება.[1]

 

[1] წყარო:  https://www.coindesk.com/venezuela-to-sell-oil-for-petro-cryptocurrency-in-2019-says-maduro

© 2020 MyCoins.ge all rights reserved