სიახლე, MyCoins.ge-ზე უსაფრთხოების ახალი ფუნქციონალი ემატება

Home » სიახლეები » სიახლე, MyCoins.ge-ზე უსაფრთხოების ახალი ფუნქციონალი ემატება
12/12/2018
სიახლე, MyCoins.ge-ზე უსაფრთხოების ახალი ფუნქციონალი ემატება

მოგეხსენებათ MyCoins მუდმივად ზრუნავს მის მომხმარებლებზე და მათი აქტივების უსაფრთხოებაზე. რაც გამოიხატება თანამედროვე დაცვითი მექანიზმების შემოღებასა და დანერგვაში.

ამასთან დაკავშირებით, 2018 წლის 13 დეკემბრიდან MyCoins.ge-ზე დაემატება  უსაფრთხოების ახალი ფუნქციონალი/მექანიზმი, რომელიც შეეხება კრიპტოვალუტის გაგზავნის დროს მიმღების კრიპტომისამართების თეთრ სიაში დამატება/დამახსოვრებას. იგი მიზნად ისახავს ანგარიშის გამოყენებისას დამატებითი დაცვითი მექანიზმის შემოღებას.

აღნიშნული  უსაფრთხოების ფუნქციონალის მახასიათებლები:

  • მომხმარებელი ვალდებული იქნება კრიპტოვალუტის (მიმღების) მისამართი წინასწარ დაამატოს whitelist-ში.
  • კრიპტოვალუტის გადარიცხვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თეთრ სიაში დამატებულ მისამართებზე.
  • შემცირდება შესაძლებლობა გადაუმოწმებელ და შეცდომით მითითებულ მისამართზე გადაირიცხოს კრიპტოვალუტა მომხმარებლის ანგარიშიდან.

დეტალური ინფორმაცია

  1. რა არის თეთრი სია / whitelist

თეთრი სია წარმოადგენს გადამოწმებული კრიპტომისამართების ჩამონათვალს, რომელშიც მომხმარებელი თავად ამატებს იმ მისამართებს, რომლებზეც სურს სამომვლოდ გადარიცხოს კრიპტოვალუტა MyCoins – ის  კრიპტოსივრციდან.

 

  1. რატომ უნდა დავამატო კრიპტოვალუტის მისამართი whitelist-ში?

კრიპტომისამართის თეთრ სიაში დამატება წარმოადგენს მომხმარებლის ანგარიშის უსაფრთხოების დამატებით მექანიზმს და ამცირებს შესაძლებლობას გადაუმოწმებელ და შეცდომით მითითებულ მისამართზე გადაირიცხოს კრიპტოვალუტა მომხმარებლის ანგარიშიდან.

 

  1. როგორ უნდა დავამატო კრიპტომისამართი თეთრ სიაში?

კრიპტომისამართის დამატება შესაძლებელია როგორც უშუალოდ კრიპტოვალუტის გაგზავნის დროს – მიმღების მისამართის ველში დამატების ღილაკზე დაჭერით, ასევე პარამეტრებში „თეთრი სია“ ფუნქციონალიდან, რომელიც 13 დეკემბრიდან გამოუჩნდება MyCoins-ის მომხმარებელს.

 

  1. შესაძლებელია თუ არა სახელის რექტირება ან მისამართის სიიდან ამოშლა?

პარამეტრებში, „თეთრი სია“ ფუნქციონალიდან შესაძლებელია როგორც კრიპტოვალუტის მისამართის სახელის დარედაქტირება, ასევე  მისამართის თეთრი სიიდან სრულად წაშლა.

 

კრიპტომისამართების თეთრ სიაში დამატება სავალდებულო გახდება 2018 წლის 13 დეკემბრიდან. კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ

© 2020 MyCoins.ge all rights reserved