იცოდით რომ MyCoins-ის ბალანსის შევსების საკმაოდ ბევრი მეთოდი არსებობს?

Home » სიახლეები » იცოდით რომ MyCoins-ის ბალანსის შევსების საკმაოდ ბევრი მეთოდი არსებობს?
10/01/2019
იცოდით რომ MyCoins-ის ბალანსის შევსების საკმაოდ ბევრი მეთოდი არსებობს?

 სტატიაში განვიხილავთ ყველა იმ მეთოდს, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ შეავსოთ თქვენი კრიპტოსაფულის ბალანსი. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი, თქვენთვის ახალი და ამავდროულად ბევრად  უფრო კომფორტული აღმოჩნდეს. 

შეგახსენებთ, რომ MyCoins-ისა და eMoney საფულის სავალუტო (არაკრიპტოვალუტა) ანგარიშები საზიაროა, შესაბამისად MyCoins-ის ბალანსის შევსებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ ბალანსის შევსების ყველა ის მეთოდი, რომლითაც შესაძლებელია eMoney ბალანსის შევსება.

აქვე გაცნობებთ, რომ  სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან eMoney/MyCoins ბალანსის შევსების პირობებში შევიდა ცვლილება 

მომხმარებელს შეუძლია eMoney ბალანსის შევსება სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან, რომელიც ასევე აესახება MyCoins-ის ანგარიშზეც. სწრაფი ჩარიცხვის აპარატებზე ამოქმედდა შემდეგი სახის შეზღუდვები :

  •  თვიური ლიმიტი (30 კალენდარული დღე) –  სამი ჩარიცხვა
  •  დღიური ლიმიტი (24 საათი) – ერთი ჩარიცხვა
  •  ჩარიცხული თანხის რაოდენობა დამოკიდებულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ერთჯერადად მიღებული თანხის ოდენობაზე

აღნიშნული შეზღუდვების განხორციელება დაიწყო 8 იანვარიდან და ეტაპობრივად გავრცელდება  ყველა იმ სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე, რომლიდანაც ხდება eMoney ბალანსის შევსება:

  • ლიბერთი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან – ჩარიცხვის საკომისიო 0%
  • თიბისი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან – ჩარიცხვის საკომისიო 0%
  • საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან – ჩარიცხვის საკომისიო 1%
  • PAYBOX აპარატიდან – ჩარიცხვის საკომისიო 2%

 

 შეავსეთ სრულიად უფასოდ  MyCoins-ის ბალანსი ქართული ბანკებიდან

აირჩიეთ სასურველი ბანკი და ვალუტა (ლარი, დოლარი) და შეავსეთ MyCoins – ის ბალანსი ინტერნეტბანკით, ან  სერვისცენტრიდან  გადმორიცხვით. აღნიშნული მეთოდით გადმორიცხვა არის უფასო და სამუშაო საათებში გადმორიცხული თანხა, გადმორიცხვიდან რამოდენიმე წუთში აგესახებათ eMoney/MyCoins-ის ბალანსზე.

  1. შედით თქვენს MyCoins ანგარიშზე
  2. აირჩიეთ “ბალანსის შევსება”
  3. აირჩიეთ “Bank Transfer”
  4. აირჩიეთ სასურველი ბანკი

  1. აღნიშნული საბანკო ანგარიში, გამოიყენეთ ამავე ბანკის ინტერნეტბანკით ან სერვისცენტრიდან გადმორიცხვისას.

მაგალითად:თუ მომხმარებელს აქვს თიბისი ბანკის ანგარიში და სურს გადმორიცხოს თანხა MyCoins-ის ბალანსზე, ამისათვის მან უნდა აირჩიოს თიბისი ბანკის რეკვიზიტი, რომელსაც მიუთითებს თიბისი ბანკის ინტერნეტბანკით გადმორიცხვისას მიმღების გრაფაში, ხოლო დანიშნულებაში მიუთითებს MyCoins-ის ანგარიშის ცხრანიშნა კოდს და სიტყვას “ბალანსის შევსება”-ს.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გსურთ დოლარის ანგარიშზე გადმორიცხვა, დანიშნულებაში მიუთითეთ ანგარიშის ცხრანიშნა კოდი და სიტყვა “Top up”.

ვალუტა:

ლარი

დოლარი

გადმორიცხვის საკომისიო – 0%

გადმორიცხვის ლიმიტი:

  • ვერიფიცირებული მომხმარებლისათვის – ულიმიტო
  • არავერიფიცირებული მომხმარებლისათვის – 1500 ლარის ექვივალენტი

 

შეავსეთ MyCoins-ის ბალანსი VISA/MasterCard ბარათით

შეავსეთ თქვენი MyCoinsის ბალანსი VISA/MasterCard ბარათით:

  1. შედით თქვენს MyCoins ანგარიშზე
  2. აირჩიეთ “ბალანსის შევსება”
  3. აირჩიეთ “VISA/MasterCard”
  4. აირჩიეთ გადახდის ტერმინალი (თიბისი ბანკი, ლიბერთი ბანკი)

მეტი კომფორტისათვის გადააბით VISA ან MasterCard ბარათი eMoney ანგარიშს და ისარგებლეთ  ავტოშევსების სერვისით. ბარათიდან გადმორიცხული თანხა აისახება თქვენს eMoney ანგარიშზე, შესაბამისად MyCoins-ის ანგარიშზეც.

ვალუტა:

ლარი

დოლარი

გადმორიცხვის საკომისიო:

ლარში –  2.5%, მინიმუმ 0.1

დოლარში –  2.5%, მინიმუმ 0.03

გადმორიცხვის ლიმიტი:

გადაბმული ბარათის შემთხვევაში

გადარიცხვის ლიმიტი ვერიფიცირებული მომხმარებლისათვის  – 300 ლარის ექვივალენტი

გადარიცხვის ლიმიტი არავერიფიცირებული მომხმარებლისათვის  – 50 ლარის ექვივალენტი

გადაუბმელი ბარათის შემთხვევაში

გადარიცხვის ლიმიტი ვერიფიცირებული მომხმარებლისათვის – 150 ლარის ექვივალენტი (ლიბერთი)

გადარიცხვის ლიმიტი არავერიფიცირებული მომხმარებლისათვის  – 30 ლარის ექვივალენტი (ლიბერთი)

გადარიცხვის ლიმიტი ვერიფიცირებული მომხმარებლისათვის – 200 ლარის ექვივალენტი (თიბისი)

გადარიცხვის ლიმიტი არავერიფიცირებული მომხმარებლისათვის  – 100 ლარის ექვივალენტი (თიბისი)

 

შეავსეთ  MyCoins-ის ბალანსი PAY ბარათით (Smartivi, Fortuna…)

თუ თქვენ ფლობთ PAY  ბარათს, თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ PAY ბარათიდან შეავსოთ MyCoins-ის ბალანსი.

  1. შედით თქვენს MyCoins ანგარიშზე
  2. აირჩიეთ “ბალანსის შევსება”
  3. აირჩიეთ “PAY”
  4. მიუთითეთ თქვენი PAY ბარათის Nickname-ი, Password-ი და სასურველი თანხა.

ვალუტა:

ლარი

გადმორიცხვის საკომისიო –  0%

გადმორიცხვის ლიმიტი:

დღიური – 2000 ლარის ექვივალენტი

ერთჯერადი ტრანზაქციული ლიმიტი – 499 ლარი

 

შეავსეთ MyCoins-ის ბალანსი ლიბერთი ბანკის ანგარიშიდან

თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ MyCoins-ის ბალანსი ლიბერთი ბანკის ნებისმიერი ფილიალიდან, ამისათვის დაგჭირდებათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი eMoney ანგარიშის ნომერი. ლიბერთი ბანკიდან ჩარიცხული თანხა აისახება თქვენს eMoney ანგარიშზე, შესაბამისად MyCoins-ის ანგარიშზეც.

ვალუტა:

ლარი

დოლარი

გადმორიცხვის საკომისიო –  0%

გადმორიცხვის ლიმიტი:

  • ვერიფიცირებული მომხმარებლისათვის – ულიმიტო
  • არავერიფიცირებული მომხმარებლისათვის – 1500 ლარის ექვივალენტი

 

შეავსეთ მარტივად MyCoins-ბალანსი თიბისისა და ტერა ბანკის ინტერნეტბანკიდან 

შეავსეთ მომენტალურად თქვენი MyCoins-ს ბალანსი თიბისისა და ტერა ბანკის ინტერნეტბანკის საშუალებით.

  1. შედით თქვენს ინტერნეტბანკში
  2. აირჩიეთ კომუნალური გადახდები
  3.  აირჩიეთ კატეგორია “სხვა”
  4. აირჩიეთ “eMoney”
  5. შეიყვანეთ  eMoney ანგარიშის ნომერი

აღნიშნული მეთოდით ჩარიცხული თანხა მომენტალურად აისახება თქვენს eMoney ბალანსზე, შესაბამისად MyCoins-ის ანგარიშზეც.

ვალუტა:

ლარი

გადმორიცხვის საკომისიო:

თიბისი ბანკი – 0%

ტერა ბანკი – 2%

გადმორიცხვის ლიმიტი:

თიბისი ბანკი – 1500 ლარი

ტერა ბანკი – 1499 ლარი

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით.

 

© 2020 MyCoins.ge all rights reserved