Coinbase – ის მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი

Home » სიახლეები » Coinbase – ის მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი
21/01/2019
Coinbase  – ის მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი

2019 წლის 14 იანვარს ბლოგ – პოსტში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ერთ – ერთმა უმსხვილესმა კრიპტოსავალუტო ბირჟამ და ვირტუალური საფულის პროვაიდერმა Coinbase  – მა Andreessen Horowitz – ით გამყარებული ტექნოლოგიური სტარტაპი Blockspring – ი შეისყიდა. სან ფრანცისკოში დაფუძნებული Blockspring – ი აწარმოებს ისეთი ტიპის დანადგარებს/ინსტრუმენტებს, რომლებიც დეველოპერებს საშუალებას აძლევს ავტომატურად შეაგროვონ და დაამუშაონ ე.წ. აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისიდან (APIs) მიღებული ინფორმაცია. 2015 წელს სტარტაპმა ვენჩურული კაპიტალდაბანდების ფირმისა (Andreessen Horowitz) და საინვესტიციო კომპანია SV Angel – ის დახმარებით საწესდებო კაპიტალდაბანდება 3.4 მილიონი ა.შ.შ. დოლარით გაზარდა, მაშინ როცა იგი პარალელურად ღებულობდა დახმარებას Y Combintor ფონდისაგან. შესყიდვის შემდეგ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Blockspring – ი იფუნქციონირებს როგორც დამოუკიდებელი ერთეული, და ამასთანავე მის ბიზნეს საქმიანობაში განხორციელებული ნებისმიერ ცვლილება გავლენას არ მოახდენს კომპანიის მიმდინარე და მომავალ მომხმარებლებზე.  გასულ თვეში, Cointelegraph – მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც Coinbase – მა განაცხადი შეიტანა ა.შ.შ. – ს საპატენტო და სასაქონლო ნიშნების ოფისში (UPSTO) კრიპტო – ინდუსტრიულ ტერმინზე “BUILD” – ზე სასაქონლო ნიშნის მოსაპოვებლად.

განაცხადის მიხედვით, Coinbase – ის “BUILD” პროგრამული უზრუნველყოფა (SaaS) შემოგვთავაზებს ისეთი ტიპის მომსახურებას, როგორიცაა ვირტუალური ვალუტის მართვის, ყიდვის, გაყიდვის, შენახვის, გაცვლის, გაგზავნის და მიღების პროგრამული უზრუნველყოფა. თუმცა მოგვიანებით, დეკემბრის ბოლოს კომპანიამ აღნიშნული განცხადების განთავსებაზე უარი განაცხადა. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ 2018 წლის აგვისტოში Coinbase – მა შეისყიდა სან ფრანცისკოში დაფუძნებული სტარტაპი Distributed Systems Inc., რომლის მთავარ საქმიანობას ე.წ. დეცენტრალიზებული ნამდვილობის იდენტიფიცირება წარმოადგენს. შედეგად, Blockspring – ის შესყიდვის შემდეგ, კომპანიას შეეძლება იმუშაოს დეცენტრალიზირებული ნამდვილობის სისტემის შექმნაზე, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შედარებით სწრაფად და მარტივად (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლის გარეშე) დაასაბუთონ საკუთარი მომაცემების ნამდვილობა (ან სოციალური უსაფრთხოების ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა). ყველაფერთან ერთად, არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტიც, რომ CoinMarketCap – ის მონაცემებით, Coinbase – ი მასშტაბით მსოფლიოს 39 – ე  უმსხვილეს ბირჟას წარმოადგენს და მისი ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობა დაახლოებით 68 მილიონ ა.შ.შ. დოლარს უტოლდება. [1]

[1] წყარო:   https://cointelegraph.com/news/coinbase-acquires-san-francisco-based-tech-startup-blockspring

© 2020 MyCoins.ge all rights reserved