ასოციაცია “Global Blockchain Business Council” – ის (GBBC) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ინსტიტუციონალური ინვესტორების 40 % მიიჩნევს, რომ ბლოკჩეინი ინტერნეტის გამოგონების შემდეგ შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვან ინოვაციად იქცეს. კვლევაში ჩართული 71 ინვესტორის მოსაზრებების შედეგები საზოგადოებისათვის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე (WEF) დავოსში, შვეიცარიაში გახდა ცნობილი. კვლევის მიხედვით, გამოკითხულ ინვესტორთა მესამედი ფიქრობს, რომ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში კომპანიებს საკუთარი ბიზნეს საქმიანობის წარსამართად ბლოკჩეინის სისტემის ადაპტაცია მოუწევთ. ამავდროულად, ინვეტორების 38 % – ის აზრით კომპანიებისთვის აუცილებელი იქნება პოტენციურ ინვესტორებს გაუზიარონ აღნიშნული ტექნოლოგიებისადმი საკუთარი მიდგომის ფორმა.
GBBC – ის აღმასრულებელი დირექტორის სანდრა როს განცხადებით, დღესდღეობით ბლოკჩეინის სისტემის გავლენაზე (ბიზნესის მრავალ სექტორსა და მათ ყოველდღიურ ქმედითუნარიანობაზე) მრავალი მითქმა – მოთქმა არსებობს. თუმცა, მომავალში ზუსტად ის კომპანიები იქნებიან მომგებიან პოზიციაში, რომელთაც ბლოკჩეინის ქსელის გამოყენების მკაფიო და ყოვლისმომცველი სტრატეგია ექნებათ შემუშავებული. ამავე კვირაში ჩატარებული მსგავსი კვლევის მიხედვით, ინსტიტუციონალური ინვესტორები მიიჩნევენ, რომ ბიზნესმენთა 63 % – ს დღესდღეობით ბლოკჩეინ ტექნოლოგიების შეზღუდული ცოდნა აქვთ. ზოგადად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მზარდი რეპუტაციის მიუხედავად, აღნიშნულ ტექნოლოგიებზე განსხვავებული შეხედულებები არსებობს. ამასთან ერთად, ბოლო პერიოდში ტექნოლოგიების ჯანსაღად ათვისების კვალდაკვალ, ზოგიერთ სექტორში ბლოკჩეინის ადაპტაციის პროცესი გადამეტებული ოპტიმიზმით იყო შეფასებული.[1]
[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/40-of-investors-say-blockchain-could-be-most-transformative-tech-since-internet-survey