ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ფინანსური მომსახურების პროვაიდერი კომპანიის Fidelity – ს განცხადებით (Medium blog post – 2019 წლის 31 იანვარი), მათი კრიპტოსავალუტო პლატფორმა ტესტირებისა და პროცესის დახვეწის საბოლოო საფეხურზე იმყოფება. განცხადების კვალდაკვალ, ფირმა ამჟამად მომსახურებას სთავაზობს მცირე, წინასწარ შერჩეულ კლიენტებს და ამავდროულად განაგრძობს პლატფორმის ინფრასტრუქტურის განვითარებას. კომპანიის განცხადებით, მათი თავდაპირველი კლიენტები წარმოადგენენ პლატფორმის ტესტირებისა და პროცესის დახვეწის მნიშვნელოვან მოთამაშეებს, რაც საბოლოო ჯამში ფირმას საშუალებას მისცემს საკუთარი მომსახურება კონკრეტული ინსტიტუტების შედარებით ფართო სპექტრზე გაავრცელოს. აღსანიშნავია ისიც, რომ Fidelity – მ ახალ კრიპტოსავალუტო პლატფორმის განვითარება 2018 წლის ოქტომბერში დაანონსა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ახალი კომპანიის ქვეშ (Fidelity Digital Asset Services) იფუნქციონირებს. ფირმის განცხადებით, ახალი კომპანია კლიენტებს შესთავაზებს ქონების უსაფრთხოებისა და ციფრული აქტივების სავაჭრო შეთანხმებების აღსრულების მომსახურებას, რომელიც ძირითადად გამიზნულია ისეთი ინსტიტუციონალური ინვესტორებისათვის, როგორიცაა ჰეჯირების ფონდები, მცირე ოფისები და საბაზრო შუამავლები. ამავდროულად, ახალი კომპანიის მომსახურება საცალო იმვესტორებისათვის არ იქნება ხელმისაწვდომი.
განცხადების მიხედვით, პლატფორმის განვითარების ჯგუფი აქტიურად თანამშრომლობს აუდიტორებთან მარეგულირებლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში ყოფნისა და არსებული საოპეარციო პროცესების ადაპტირების მიზნით. ქონების შენახვისა და უსაფრთხოების (custody) მომსახურების შეთავაზება ფართოდ გავრცელებულია ტრადიციულ ფინანსურ სექტორში, და აღნიშნული მომსახურება ინვესტორებს სთავაზობს ისეთი აქტივების განთავსებასა და შენახვას, როგორებიცაა ფული, ფასიანი ქაღალდები, ოქრომ ბრილიანტი და ა.შ. (მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტიით). ზემოთ ხსენებული მომსახურება განსხვავდება ბანკებისაგან იმით, რომ მათ არ შეუძლიათ განთავსებული აქტივების გამოყენება საკუთარი სარგებლის გასაზრდელად. საბოლოოდ, წინა კვირას, უცნობმა წყარომ Bloomberg – ს განუცხადა, რომ კრიპტო განთავსებისა და უსაფრთხოების (crypto custodial) მომსახურების შეთავაზებას 2019 წლის მარტიდან განახორციელებენ.[1]
[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/fidelity-cryptocurrency-platform-enters-final-testing-stages