წამყვანი კრიპტოვალუტები და მათი ანალიზი
ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით, ბრუნვის მოცულობის მიხედვით, მოწინავე ელექტრონულ ვალუტებს წარმოადგენს: ბიტკოინი / Bitcoin, ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash, ეთერიუმი / Ethereum, რიპლი / Ripple, ლაითკოინი / Litecoin, დეში / Dash, ტრონი / Tron, ბინანს კოინი / Binance Coin, კარდანო / Cardano, იოტა / IOTA, მონერო / Monero და ასე შემდეგ. ჩამოთვლილი კრიპტოვალუტებიდან პიველი 6 ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია MyCoins – ის ელექტრონული საფულის მეშვეობით, რომლის უპირატესობას ბაზარზე საქმიანობის დიდი გამოცდილება წარმოადგენს (eMoney – ს გამოცდილებიდან გამომდინარე). MyCoins.ge არის ახალი კრიპტოსივრცე, ვებ გვერდი რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მართონ საკუთარი კრიპტოსავალუტო ოპერაციები და უმარტივესად იყიდონ, გაყიდონ, მიიღონ ან გააგზავნონ მათთვის სასურველი კრიპტოვალუტა.
MyCoins.ge სპეციალურად კრიპტოვალუტის მომხმარებლებისთვის შეიქმნა და არ არის გადატვირთული არარელევანტური სერვისებითა და ფუნქციებით, რაც ამარტივებს მის გამოყენებას, იგი მოსახერხებელს ხდის სასურველი ოპერაციების განხორციელებას და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს უფრო მარტივად აკონტროლონ ტრანზაქციები. MyCoins.ge სხვა პოპულარულ კრიპტოსერვისებთან ერთად საქართველოში პირველად თავაზობს კრიპტო მარკეტს შეჩერების დავალების და მარკეტ ორდერის დარეგისტრირების შესაძლებლობას, შეჩერების დავალება მომხმარებლებს დაეხმარება დააზღვიონ კრიპტოსავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებული რისკები და დაზოგონ დრო (რომელიც საბაზრო კურსის მუდმივად შემოწმებით იკარგება) სასურველი ყიდვა/გაყიდვის კურსის დაფიქსირებით, რომელზეც მომხმარებლის კრიპტოსივრცე ავტომატურად იყიდის ან გაყიდის მითითებულ კრიპტოვალუტას. მარკეტ ორდერი კი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ისარგებლონ სწრაფი ყიდვა/გაყიდვის კურსებზე უკეთესი კურსებით რომელსაც თავად ამოირჩევს სისტემის მიერ შემოთავაზებული ინტერვალიდან, MyCoins.ge კი სხვა მომხმარებლების მიერ დარეგისტრირებულ მარკეტ ორდერებს შორის მოიძიებს საუკეთესო შემხვედრ დავალებას, რომლის მოცულობიდან გამომდინარეც დარეგისტრირებული დავალება სრულად ან ნაწილობრივ შესრულდება.
დღევანდელ სტატიტაში განვიხილავთ იმ კრიპტოვალუტების ბოლო ერთი კვირის (28/01/2019 – 03/02/2019) საბაზრო ტენდენციებს, რომელთა ვაჭრობაც შეგიძლიათ MyCoins – ის ელექტრონული საფულის დახმარებით.
ბიტკოინი / Bitcoin
მიმდინარე მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის ფასმა საგრძნობი ცვლილებები განიცადა. ფასმა მაქსიმუმს კვირის ბოლოსკენ მიაღწია. კვირის დასაწყისში ფასი 3,470.45 $ იყო და კვირის ბოლოს იგი 3,464.74 $ – ს გაუტოლდა. ერთი კვირის განმავლობაში ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 29 იანვარს დაფიქსირდა. პროცენტულ ერთეულებში კვირის დასაწყისიდან ბოლო დღემდე ფასი 0.2 % – ით შემცირდა, რაც 28 იანვრიდან 3 თებერვლამდე შემცირებას ასახავს.
ფიგურა 1: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციის მონაცემების მიხედვით, გასული კვირის განმავლობაში მისი ღირებულება 60.76 მილიარდი აშშ დოლარიდან 60.69 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც შესაბამისად მსოფლიოში ნავაჭრი ბიტკოინების მთლიანი ღირებულების კლებას გვიჩვენებს. ამ კვირის ჭრილში ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 61.68 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა, და ამავდროულად კვირის სხვა დღეებთან შედარებით მისი მნიშვნელობა შესამჩნევად მაღალია. ზოგადად კვირის დასაწყისიდან კვირის ბოლომდე კაპიტალიზაცია 0.1 % – ით შემცირდა.
ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash
ბიტკოინ ქეშის შემთხვევაში, ერთი ერთეული კრიპტოვალუტის ფასი 111.09 $ – სა და 121.79 $ – ს შორის მერყეობდა. ბიტკოინ ქეშის ფასის მერყეობა ბიტკოინის მსგავს ტრენდს აჩვენებს. კვირის დასაწყისში ფასი შედარებით დაბალი იყო და შუალედური ზრდის შემდეგ კვირის ბოლოსკენ კლება განიცადა. ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ კვირის დასაწყისიდან, სადაც ფასის ნიშნული 112.50 $ – ს უტოლდება, კვირის ბოლო მონაცემამდე ფასი 5 % – ით გაიზარდა.
ფიგურა 2: წყარო : https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin-cash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
კაპიტალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ნავაჭრი ბიტკოინ ქეშის ღირებულება ბაზარზე 28 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით 1.98 მილიარდი აშშ დოლარიდან 2.09 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ყველაზე დაბალი ნიშნული რასაც კაპიტალის ღირებულებამ მიაღწია 29 იანვარს დაფიქსირდა 1.95 მილიარდ ა.შ.შ. დოლარზე. ბოლო კვირის მიხედვით, კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 2.14 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, მინიმალური ნიშნულიდან მაქსიმუმანდე პროცენტული ზრდა დაახლოებით 10 % – ს გაუტოლდა.
ეთერიუმი / Ethereum
ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის მინიმალური ნიშნული 105.80 $ – ზე, ხოლო მაქსიმალური ფასის მაჩვენებელი კი 2 თებერვალს დაფიქსირდა და დაახლოებით 110.43 $ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პროცენტულ ჭრილში მინიმალური ფასიდან მაქსიმუმამდე ფასის ზრდა 5 % – ს მიუახლოვდა.
ფიგურა 3: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ethereum/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
რაც შეეხება ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაციას, მაქსიმალური მოცულობა გასული კვირის ბოლოს დაფიქსირდა და დაახლოებით 11.65 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, მინიმალური მონაცემიდან კვირის ბოლომდე პროცენტული ზრდა დაახლოებით 2 % – ს გაუტოლდა.
რიპლი / Ripple
სხვა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, რიპლის ფასი საგრძნობლად დაბალია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ერთეული რიპლის ფასი 0.29 $ – სა და 0.32 $ – ს შორის მერყეობდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 29 იანვარს, ხოლო ყველაზე მაღალი 30 იანვარს დაფიქსირდა 0.32 $ – იან ნიშნულზე. პროცენტულ მაჩვენებლებში, კვირის დასაწყისიდან, კვირის ბოლომდე რიპლის ფასი 2 % – ით გაიზარდა.
ფიგურა 4: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ripple/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
გასული კვირის განმავლობაში ვაჭრობის ღირებულების ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 13.19 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და პროცენტულმა შემცირებამ მაქსიმალური ნიშნულიდან კვირის ბოლო მაჩვენებლამდე დაახლოებით 6 % შეადგინა.
ლაითკოინი / Litecoin
ლაითკოინის საბაზრო ტრენდები ბიტკოინის და ბიტკოინ ქეშის მსგავს ტრენდს მისდევს. კვირის დასაწყისში ლაითკოინის ფასი 31.20 $ – ს გაუტოლდა და მისმა მნიშვნელობამ კვირის ბოლოს 33.47 $ – ს მიაღწია. შედეგად, ფასის პროცენტულმა ზრდამ კვირის დასაწყისიდან კვირის ბოლომდე 7 % შეადგინა.
ფიგურა 5: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/litecoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
კაპიტალიზაციის მხრივ, სიტუაცია ფასების მსგავს ტენდენციას იმეორებს. ბაზრის კაპიტალიზაციის მინიმალური მაჩვენებელი 1.87 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და შესაბამისად მინიმალური ნიშნულიდან მაქსიმალურ კაპიტალიზაციამდე პროცენტული ზრდა დაახლოებით 11 % – ს გაუტოლდა.
დეში / Dash
დეშის შემთხვევაში, მისი ფასის მერყეობა გაცილებით განსხვავდება სხვა განხილული კრიპტოვალუტების ტრენდებისაგან. მაქსიმალური მაჩვენებელი 30 იანვარს დაფიქსირდა და ყველაზე მცირე ნიშნული კი 3 თებერვალს 66.62 $ – ს გაუტოლდა. შესაბამისად, მაქსიმალური ფასიდან მინიმალურ ფასამდე პროცენტულმა შემცირებამ 4 % შეადგინა.
ფიგურა 6: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/dash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
აღსანიშნავია ისიც, რომ ბაზრის კაპიტალიზაციის ტრენდი ფასების მსგავს ტრენდს იმეორებს. ვაჭრობის ყველაზე მაღალმა მოცულობამ კვირის შუა პერიოდში 0.60 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კაპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 3 თებერვალს დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალური ბრუნვიდან მაქსიმალურ ბრუნვამდე პროცენტული შემცირება 4% – ს გაუტოლდა.
ბაზრის კაპიტალიზაცია
საბაზრო ტრენდების განხილვასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია განვიხილოთ თუ როგორ იცვლება ბაზრის კაპიტალიზაციის წილობრივი მაჩვენებლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით, 28 იანვარს ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობაში ბიტკოინს უკავია (დაახლოებით 68 %), ხოლო შემდეგ ორ ადგილს ეთერიუმი (დაახლოებით 13 %) და რიპლი (დაახლოებით 14 %) ინაწილებენ.
ფიგურა 7: კაპიტალიზაციის წილები MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (28/01/2019)
კვირის ბოლომდე, კრიპტოვალუტების მოცულობების წილები საერთოდ არ შეცვლილა. 3 თებერვლის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინი ისევ პირველ ადგილს იკავებს – რაც 68 % – ს შეადგენს, ხოლო შემდეგ ორ ადგილს ისევ ეთერიუმი (დაახლოებით 13 %) და რიპლი (დაახლოებით 14 %) ინაწილებენ.
ფიგურა 8: კაპიტალიზაციის წილები MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (03/02/2019)