კიბერ – უსაფრთხოების კვლევის გუნდის Palo Alto Networks – ის მიერ 2019 წლის 31 იანვარს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, კრიპტოსავალუტო სივრცეში გამოჩნდა ახალი ტიპის ვირუსი, რომელიც თავს ესხმის კრიპტოსავალუტო ბირჟებს და მომხმარებლების Mac – ებიდან იპარავს ე.წ cookies – ებს მომხმარებლების ანგარიშების გასატეხად. აღნიშნული ვირუსი ცნობილია როგორც CookieMiner – ი, რომელიც OSX.DarthMiner – ის სახეცვლილებას წარმოადგენს და მის მთავრ სამიზნეს Mac – ის მომხმარებლები წარმოადგენენ, კერძოდ ვირუსი აღწევს მომხმარებლის კომპიუტერში და იპარავს Google Chrom – ის შენახულ კოდებს, iPhone – ით განხორციელებულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, iTunes – ის დამხმარე ინფორმაციას და ყველა იმ მონაცემს, რომელსაც მოწყობილობის მოხმარებელი ინახავს საკუთარ ანგარიშზე. Cookie ფაილების პარალელურად, ვირუსის ერთ – ერთი მთავარი მიზანია კრიპტოსავალუტო ანგარიშებზე წვდომის მოპოვება. Palo Alto – ს თქმით, ჰაკერები მოპარული ინფორმაციის მრავალი კომბინაციის გამოყენებით იმედოვნებენ, რომ გვერდს აუვლიან კრიპტოსავალუტო ანგარიშზე წვდომისათვის სავალდებულო მრავალ საფეხურიან ავტორიზაციის პროცესს (რომელსაც მომხმარებელთა უმეტესობა იყენებს საკუთარი ანგარიშის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად). წარმატების შემთხვევაში კი, ჰაკერები მთლიანად ეუფლებიან მომხმარებლის კრიპტოსავალუტო ანგარიშს და საკუთარი სურვილისამებრ მართავენ მის ციფრულ საფულეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ სახელიდან გამომდინარე, ვირუსი ასევე მომხმარებლის Mac – ში ათავსებს კრიპტოვალუტის მოპოვების ე.წ. პროგრამებს. Cointelegraph – ის განცხადებით, ბოლო პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით, მრავალი სახის ვირუსი შეიქმნა კრიპტოსავალუტო პლატფორმებზე თავდასხმის განსახორციელებისა და არსებული უსაფრთხოების სისტემის გარღვევის მიზნით. ასევე, ამავე თვის დასაწყისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ბრუნვაშ არსებული altcoin Monero – ს (XMR) 4.5 პროცენტი მოპოვებულია ე.წ. მანკიერი (ვირუსული) მეთოდების გამოყენებით. საბოლოოდ, Palo Alto – ს წარმომადგენლების თქმით, კრიპტოვალუტების მფლობელებმა თვალი უნდა ადევნონ საკუთარ უსაფრთხოების პარამეტრებს ვირუსული თავდასხმების თავიდან ასაცილებლად და მათ მიერ გამოწვეული ზიანის შესამცირებლად.[1]
[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/cookieminer-malware-tries-to-hack-mac-users-cryptocurrency-exchange-accounts-report