შვეიცარიული კრიპტო ბანკი ე.წ. შენიღბული პარტნიორი კომპანიების არსებობაზე მიუთითებს

Home » სიახლეები » შვეიცარიული კრიპტო ბანკი ე.წ. შენიღბული პარტნიორი კომპანიების არსებობაზე მიუთითებს
04/03/2019
შვეიცარიული კრიპტო ბანკი ე.წ. შენიღბული პარტნიორი კომპანიების არსებობაზე მიუთითებს

შვეიცარიაში დაფუძნებული კრიპტოსავალუტო ბანკის Dukascopy – ის მიერ 27 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ბანკის წარმომადგენლები მომხმარებლებს აფრთხილებენ, რომ ფორექსზე დარეგისტრირეული სავაჭრო კომპანია GCG Asia თაღლითურად ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისინი შვეიცარიული ბანკის ავტორიზებულ (უფლებამოსილ) ფირმას წარმოადგენენ. განცხადებაში Dukascopy Bank – ი (რომელიც სავარაუდოდ პირველ რეგულირებულ ბანკს წარმოადგენს საკუთარი თავდაპირველი მონეტის შეთავაზებით (ICO)) გვამცნობს, რომ არც თავად Dukascopy – ს და არც მასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ერთეულს არ აქვს ურთიერთობა GCG Asia – სთან, თუმცა ეს უკანასკნელი მაინც კანონის დარღვევით საპირირსპიროს ამტკიცებს. გაფრთხილებაში ნათვამია, რომ GCG Asia ბანკის ნებართვის გარეშე თაღლითრად იყენებს ბანკის სახელსა და ლოგოს კლიენტებისა და ინვესტორების მოსაზიდად. Dukascopy – ის საქმიანობასთან დაკავშრებით აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წლის იანვარში, ევროპულმა კრიპტოსავალუტო ბირჟამ Bitstamp – მა თანამშრომლობა დაიწყო შვეიცარიულ ბანკთან, სადაც შეთანხმების მიხედვით Bitstamp – ი მხარს უჭერს Dukascopy – ის სახელით განხორციელებულ ბიტკოინ (BTC) ოპერაციებს. ასევე, კლიენტებს შეეძლებათ ბიტკოინის საკუთარ ანგარიშებზე გადაგზავნა, მათი ა.შ.შ. დოლარში დაკონვერტირება და შვეიცარიულ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა.

ამას წინათ, Cointelegraph – ი იტყობინებოდა ე.წ თაღლითური „კლონირებული“ ფირმების არსებობის შესახებ, რომლებიც განახორციელებდნენ კომერციულ საქმინობას და ამასობაში თავს ასაღებდნენ ცნობილ ფირმებთან ავტორიზებულ კომპანიებად. გასული წლის აგვისტოში, დიდი ბრიტანეთის საფინანსო სააგენტომ (FCA) – იმ გააფრთხილა ინვესტორები ე.წ. „კლონირებული“ კომპანია Fair Oaks Capital Ltd. – ის არაკანონიერი საქმიანობის შესახებ. თაღლითური კომპანია, მარეგულირებლების მიერ უფლებამოსილი ფირმების სარეგისტრაციო მოანაცემების გამოყენებით, მიზნად ისახავდა მომხმარებლების მონაცემების მითვისებას იმის მტკიცებით რომ ისინი ნამდვილ Fair Oaks Capital – ს წარმოადგენდნენ. იმავე თვეში, FCA – იმ კრიპტოვალუტასთან დაკავშრებული კიდევ ერთი თაღლითური საქმიანობა გამოააშკარავა. თაღლითრი კომპანია სახელწოდებით Good Crypto თავს ასაღებდა FCA – ის მიერ ავტორიზებულ კომპანიად და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომხმარებლებს აძლევდა ცრუ (არასწორ) დეტალებს ან ერთმანეთში აზავებდა ცრუ ინფორმაციასა და ზოგიერთ ოფიციალურად რეგისტრირებულ ფირმის მონაცემებს (რომელიც ამ შემთხვევაში ლონდონში დაფუძნებულ Arup Corporate Finance – ს წარმოადგენს).[1]  


[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/swiss-crypto-bank-warns-customers-about-company-masquerading-as-partner

© 2020 MyCoins.ge all rights reserved