ბიტკოინი 7000 დოლარის ნიშნულს გადაცდა

Home » ბიტკოინი » ბიტკოინი 7000 დოლარის ნიშნულს გადაცდა
13/05/2019
ბიტკოინი 7000 დოლარის ნიშნულს გადაცდა

ბიტკოინი 7000 დოლარის ნიშნულს გადაცდა, რაც მისი ფასის მაქსიმალურ მაჩვენებელს ასახავს სექტემბრის თვიდან მოყოლებული დღემდე.

Bitstamp-ის განცხადების თანახმად, ბიტკოინის ფასის ზრდის ტრენდი დაიწყო პარასკევ საღამოს, რასაც მოჰყვა ფასის 11%-იანი ზრდა 6,957.73 დოლარამდე, ხოლო დილის 09:01 წუთზე (ტოკიოს დროით) მან მიაღწია მაქსიმალურ მაჩვენებელს, 7,585 დოლარს. Bloomberg Galaxy კრიპტოინდექსი გაიზარდა 7,6%-მდე.

ბოლო 4 თვეა კრიპტოინდუსტრიის წარმომადგენლები აღნიშნავენ ბიტკოინის ფასის ტრენდის მსგავსებას 2011-2015 წლისა და 2015-2019 წლებს შორის. აღნიშნული მსგავსების  საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბიტკოინის ახასიათებს ოთხწლიანი ციკლი, რაზეც ასევე მეტყველებს ის, რომ მაინერთა მიერ მიღებული საკომისიო ყოველ ოთხწელიწადში ერთხელ ნახევრდება.

საინვესტიციო ბანკის Canaccord Genuity-ის ანალიტიკოსების განცხადებით, ისინი ელოდებიან, რომ ბიტკოინის ფასი აქტიურად გაიზრდება 24 თვის განმავლობაში და დაუბრუნდება ძველ, 2017 წლის ფასის მაჩვენებელს, ასევე მომავალ წელს, მაინერების მიერ საკომისიოს სახით მიღებული ბიტკოინების რაოდენობა 50%-ით შემცირდება.

ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა კვლავაც შორსაა 2017 წლის რეკორდულ მაჩვენებელთან, თუმცა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბიტკოინი შეინარჩუნებს ზრდის ტრენდს და 2021 წლის მარტში მისი ფასი 20 000 დოლარს მიუახლოვდება.

MyCoins.ge  – იყიდეთ, გაყიდეთ, მიიღეთ, გააგზავნეთ კრიპტოვალუტები უსაფრთხოდ.


წყარო: https://myc.ge/2HjbwlV

წყარო: https://myc.ge/2LDUKDm

© 2020 MyCoins.ge all rights reserved