ბიტკოინის ბოლო პერიოდის ზრდა მის როგორც აქტივის ე.წ. მომწიფებას უკავშირდება

Home » ბიტკოინი » ბიტკოინის ბოლო პერიოდის ზრდა მის როგორც აქტივის ე.წ. მომწიფებას უკავშირდება
20/05/2019
ბიტკოინის ბოლო პერიოდის ზრდა მის როგორც აქტივის ე.წ. მომწიფებას უკავშირდება

Bloomberg-ის მიერ 15 მაისს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ბოლო პერიოდის ბიტკოინის (BTC) ფასის ზრდა ძირითადად დაკავშირებულია ბიტკოინის (როგორც აქტივის) მომწიფებასთან და მის გარშემო არსებულ გახშირებულ დისკუსიებთან. ამავე მოხსენებაში, Bloomberg-მა მოიშველია ვებ დაზვერვის პლატფორმა Indexica-ას მიერ შემუშავებული ინდექსი, რომელიც დაფუძნებულია ტექსტური დოკუმენტების ბუნებრივი ენით დამუშავების მექანიზმზე ბიტკოინის ბოლოდროინდელი დინამიკის ასახსნელად. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კვლევამ გამოავლინა კრიპტოვალუტის ფასის ზრდის სამი ძირითადი მიზეზი, რომელიც მოიცავს ბიტკოინის გარშემო არსებულ დისკუსიებს, თაღლითობის გზით ფულადი სახსრების დაკარგვის შიშის შემცირებას და წარსულიდან დღემდე ადამიანების დამოკიდებულება ბიტკოინის მიმართ. ანგარიშის მიხედვით, უფრო და უფრო მეტი ფინანსური ექსპერტი და აკადემიკოსი განიხილავს  ბიტკოინს და ამავდროულად ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტებიც უფრო სერიოზულად მოეკიდნენ კრიპტოსავალუტო სისტემის განვითარებას.

Indexica-ს აღმასრულებელი დირექტორის, ზაკ სელბერტის თქმით, მაშინ როდესაც კრიპტოსავალუტო ბაზრების მომავალი განიხილება, აღმასრულებელი დირექტორები (საკონფერენციო შეხვედრებზე) მხოლოდ იმ პოზიტიური მოლოდინების შესახებ საუბრობენ რაც თვითონ სურთ რომ მოხდეს, ხოლო დაშვებულ შეცდომებს კი მაშინ ამჩნევენ როდესაც მოსალოდნელ შედეგს ვეღარ აღწევენ. CoinMarketCap-ის 15 მაისის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში შთამბეჭდავი ზრდა აჩვენა. მისი ფასი 15 აპრილიდან 15 მაისამდე $5,075 ა.შ.შ. დოლარიდან $8,178 ა.შ.შ. დოლარამდე გაიზარდა. კრიპტოსავალუტო ბირჟა ShapeShift-ის აღმასრულებელი დირექტორის ერიკ ვურჰისის თქმით, ბიტკოინისა და ალტკოინის ბაზრებზე წლების განმავლობაში არსებული არასტაბილური მერყეობა ახალშობილი აქტივებისათვის აუცილებელ ფენომენს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ინდუსტრიის ზრდისათვის ფინანსური „ბუშტების“ არსებობა აუცილებელი და სასურველია.[1]  


[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/report-bitcoins-recent-surge-due-its-maturation-as-an-asset

© 2020 MyCoins.ge all rights reserved