“Be fearful when others are greedy and be greedy when others are fearful.” – Warren Buffett
პირველი კრიპტობუმი 2017 წელს მოხდა, როდესაც ბიტკოინის ფასი, ხანგრძლივი შედარებითი სტაბილურობის შემდგომ, ერთ თვეზე ნაკლებ პერიოში 160%-ით გაიზარდა და ისტორიულ უმაღლეს ფასს, 19,783.06 დოლარს მიაღწია.
გრაფიკი ასახავს 2017 წლის კრიპტობუმის პერიოდს. წყარო: coinmarketcap
თუმცა უფრო გრძელვადიან პერიოდს თუ გადავხედავთ, შევამჩნევთ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო მასშტაბური იყო, რადგან თუ გავიხსენებთ თუნდაც 2017 წლის თებერვლის ბოლოს ბიტკოინი ჯერ კიდევ 1,000 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ბიტკოინის ფასი 10 თვის განმავლობაში 1878,3%-ით გაიზარდა. სხვა კრიპტოვალუტების ფასის ზრდა კიდევ უფრო დრამატული იყო. სწორედ ამიტომ ვუწოდებთ ამ პერიოდს კრიპტობუმს კრიპტოსამყაროში.
გრაფიკი ასახავს 2017 წლის თებერვლიდან კრიპტობუმამდე პერიოდს. წყარო: coinmarketcap
რა ელის ფასებს მომავალში?
კრიპტოვალუტებით დაინტერესებული საზოგადოებისა და ამ დარგის ექსპერტების ნაწილი აღნიშნავს, რომ 2017 წლის ტრენდი მეორდება და ძალიან მალე მეორე კრიპტობუმს უნდა ველოდოთ, რაც კრიპტოვალუტების ფასის სწრაფ ზრდაში იქნება გამოხატული. ისინი ტრეიდერებს ყიდვის რეკომენტაციას აძლევენ.
თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც კრიპტოვალუტის გასაყიდად მიმდინარე გაზრდილი ფასი იდეალური მომენტია, რადგან ფასი ისევ დაიკლებს და ბუმი აღარ არის მოსალოდნელი.
შენ როგორ ფიქრობ? გაგვიზიარე
გააზიარე პოსტი, დაწერე შენი მოსაზრება და ჩვენ მას სხვებსაც გავუზიარებთ. (share უნდა იყოს public, რათა შენი კრიპტო რჩევები სხვებმაც ნახონ ჩვენ Facebook გვერდზე)
ყიდვა ან გაყიდვა გინდა?
ამ მომენტისათვის ბიტკოინის ფასი MyCoins.ge-ზე $ 8,366.24 დოლარია (გაყიდვის შემთხვევაში $ 7,874.59 )