“მამიკო, რა არის ბიტკოინი”? როგორ ავუხსნათ პატარებს რა არის კრიპტოვალუტები

Home » სიახლეები » “მამიკო, რა არის ბიტკოინი”? როგორ ავუხსნათ პატარებს რა არის კრიპტოვალუტები
31/05/2019
“მამიკო, რა არის ბიტკოინი”? როგორ ავუხსნათ პატარებს რა არის კრიპტოვალუტები

კითხვა, რომელზეც პასუხი მალე ყველა მშობელს დასჭირდება და google სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებათ, რადგან იქ არსებული მრავალი ახსნიდან უმეტესობა გაუგებარი იქნება თქვენი პატარებისათვის (თქვენთვისაც!).

  • კრიპტოვალუტები არის ფული რომელსაც გამოიმუშავებს სპეციალური კომპიუტერები, აი სხვადასხვა თამაშებში რომ ქულები გიგროვდებათ ზუსტად ისე!
  • ეს კომპიუტერები მუშაოებენ ერთ სისტემაში, რომელსაც ბლოკჩეინი ჰქვია
  • კრიპტოვალუტები, ეს ისეთი ფულია, რომელსაც ვერ შევეხებით, აი მაგალითად, როგორც მობილურში მოსული სმს წერილი განსხვავდება ფურცელზე დაწერილი წერილისაგან
  • ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითკოინი და კიდევ სხვა, ეს ყველა კრიპტოვალუტაა. რა განსხვავებაა მათ შორის? მათ სხვადასხვა კომპიუტერები ქმნიან სხვადასხვა ტექნოლოგიებით, აი მაგალითად, როგორც ჩვეულებრივ ფულს სხვადასხვა ქვეყნები უშვებენ: ლარი-საქართელო, დოლარი-ამერიკა, რუბლი-რუსეთი დაახლოებით ასე
  • იმისათვის რომ კრიპტოვალუტები გავუგზავნოთ მეგობარს თქვენ უნდა გქონდეთ ინტერნეტი და თქვენი კრიპტოსაფულე კომპუტერში, როგორიცაა მაგალითად MyCoins.ge
  • კრიპტოვალუტები ჯერჯერობით მხოლოდ დიდებს აქვთ
  • კრიპტოვალუტებით შეგიძლიათ იყიდოთ კამფეტები, სათამაშოები და კიდევ ბევრი რამ
© 2020 MyCoins.ge all rights reserved